”სექსით” მოპოვებული პოპულარობა ქართველი ცნობადი სახეების მაგალითზე - კვირის პალიტრა

”სექსით” მოპოვებული პოპულარობა ქართველი ცნობადი სახეების მაგალითზე

ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, ჩვენც მოგვეპოვება ”ერის სექს სიმბოლოები”, თუმცა არც ერს და არც აღნიშნულ ვაი სექს სიმბოლოებს აღნიშნული ტერმინის სწორი განმარტება სავარაუდოდ არ ესმით.

 

ჩემ ერთერთ, ძველ პოსტში განხიხილული მქონდა საქართველოში პოპულარობის მოპოვების გზები, რომელთაგან ხმათა დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა გახდამ და იაფფასიანმა ეპატაჟმა. შესაბამისად, ამ პოსტში განვიხილავთ ქალთა სახეებს ქართულ, “ეროტი(კ)ულ” შოუ ბიზნესში.

ამ ყველაფრის გამომწვევ მთავარ ფაქტორად კი ქართული უსექსობა გვევლინება, რასაც ასევე არაერთხელ ვახსენებთ ქვემოთ, კონკრეტული მაგალითების განხილვით.

  1. მერსი სულხანიშვილი – ჩემი და ჩვენი ქვეყნის სირცხვილად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ გოგონამ, სტანდარტული ფიზიკური მონაცემებით – გვაჩვენა მკერდი (აღნიშნული ნაწილიც საშუალო სტატისტიკური მონაცემის) და ჩვენც ”გავაჰიტეთ”, თითქოს აქამდე მკერდი არ გვქონდეს ნანახი, შემდეგ ახსენა ”სექსი” და ბუნებრივია უსექსო ერმა მომენტალურად აიტაცა და დაიწყო დაუსრულებელი გარჩევები, შემდეგ ასევე ამ ყველაფერთან რაღაც კავშირის მქონე მაია ასათიანმა მიიწვია თავისთან, მრავალგზის და მერსიც დღეს ქართველი ”სექს სიმბოლოა” და ქართველი კრეატიული რეჟისორებიც, ვერც კი ხვდებიან სხვას ვის შეიძლება გახადონ…
  2. გვანცა ბაგრატიონი – ერის კიდევ უფრო დიდი ტრაგედია, გოგონამ, რომელმაც ”ხუტოროკში” თუ რაღაც სხვა რესტორანში გაიხადა, გვაჩვენა მინიმალისტური ზომის მკერდი და რათქმაუნდა ამ თემით დაინტერესებულმა მაია ასათიანმა არც ეს შანსი გაუშვა და გამოიყენა… დღეს თუ ვინმე იკითხავს, ვინ არის გვანცა ბაგრატიონი – უმრავლესობა მას იცნობს, მაგრამ მაქსიმუმ, რაც შეგვიძლია მასზე ვთქვათ – ეს არის გოგონა, რომელმაც გაიხადა, მე სხვა არაფერი მახსენდება და მგონი არც თქვენ; თუმცა მე კიდევ ერთი ისტორია მახსენდება, რომელიც ბერას უკავშირდება…
  3. კესარია – სრულიად თამამად მოვიაზრებ ”ქალთა სახეებში”, რაკი ბევრ ქართველ ქალზე უფრო მოვლილია, გაცილებით ლამაზი ნაკვთები აქვს და აწ უკვე მკერდიც ”შეიძინა”… გოგონა, რომელიც პოპულარულია მისი სექსუალობის გამო და დიდი მითქმა-მოთქმის საგანია დღემდე. ამ ქალს მე ცუდად არ შევაფასებდი, რაკი სწორად იცის, როგორც ატრიალოს ერის მდაბიო ნაწილი თავის ნებაზე და მასზე ალაპარაკოს. და მაინც, ვინ არის ცნობილი კესარია? უბრალოდ ქალი, რომელიც ოდესღაც კაცი იყო, ანუ ნორმალური ქვეყნისთვის განსაკუთრებული არაფერი – ჩვეულებრივი მოვლენა, ჩვენთვის კი ერთერთი top of mind სელებრითი?J
  4. იუნა შაფათავა – ქალი, რომელიც საკმაოდ დიდ ხანს ელოდა ცნობადობას, ბოლოს მიიღო ლამის ყველა ეროტიულ ფილმში მონაწილეობა და გახდა ერის კიდევ ერთი სექს სიმბოლო. აქაც, ჯერ იყო გახდა, ხოლო მერე მსახიობობა, ტელეწამყვანობა და ა.შ. ამ შემთხვევაში, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეს ქალი რეალურად ძალიან ნიჭიერია, მღერის, საუბრობს რამდენიმე ენაზე, ერკვევა ეკონომიკის და პოლიტიკის მიმართულებითაც, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ მაინც ფეხებზე გვეკიდა და გვიკია, მთავარია გაიხადოს და ვნახოთ სხვადასხვა ეროტიულ პოზაში, ამ შემთხვევაში სამარცხვინოა არა იუნა, არამედ თავად საზოგადოება, რომელიც მხოლოდ ერთ მიმართულებას განიხილავს და არა იუნა, რომელსაც როგორც შეეძლო იმ მეთოდით მოიპოვა ცნობადობა.

სექსის ხსენებაზე, ბუნებრივია ისევ გამოჩნდა მაია ასათიანიც და იუნაც, ზემოთ ხსენებული ქალბატონების მსგავსად – ”პროფილის” მუდმივი სტუმარია.

  1. თინა მახარაძე – მის ხსენებაზე ალბათ უმრავლესობას ორალური სექსი გახსენდებათ, რომელიც ქართველი ქალების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს, თუმცა ეს მხოლოდ თინამ გამოიყენა მარკეტინგულ საშუალებად და ქართველი ერიც ჩვენდა სამარცხვინოდ აჰყვა და ავტომატურად იქცნენ მარიონეტებად. საუბედუროდ ჩვენ არ გვახსოვს მისი როლები, არ გვაინტერესებს მისი ინტელექტის დონე, მთავარია სექსის რომელიმე ნაირსახეობა.

რათქმაუნდა მაია ასათიანი ამ შემთხვევასაც არ გაუშვებდა ხელიდან და თინა ორალიდან ავტომატურად აღმოჩნდა ბოლო პერიოდში ჩვეულებრივ ”ეროტიულ” გადაცემა ”პროფილში”, შემდგომ კი თავად თინას – ისე მოეწონა ქართველი ”თავისუფალი გოგონას” იმიჯი, რომ საწოლში საცვლებში გადაღებული ფოტოებიც გამოგვიმზეურა. ამ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ თინას გაცილებით უკეთესი მონაცემი აქვს ამ ყველაფრისთვის და მერსი და გვანცა ბაგრატიონისგან განსხვავებით კიდევ შეიძლება თვალს წყალი დაალევინო მისი ფოტოების ნახვით, რაც ერს ასე ძალიან სჭირდება.