უკანალზე დაკრული დოლი და მისი კავშირი ქალის დისკრიმინაციასთან - კვირის პალიტრა

უკანალზე დაკრული დოლი და მისი კავშირი ქალის დისკრიმინაციასთან

ბოლო პერიოდში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია "ბანის" მიერ გოგონების საჯდომების დოლის ფუნქციის გამოყენებამ. თემა იმდენად აქტუალურია, რომ ერთგვარ "მოდად" იქცა, აღნიშნული ვიდეოს, თუ სტატიების აღშფოთებული ტექსტებით გაზიარება… შესაბამისად, გთავაზობთ ჩემ მოსაზრებას, გამოსახულს 4 პუნქტად:

1. უკანალებზე დაკვრა მოხდა აღნიშნული გოგონების ნებით, შესაბამისად, რატომ ვზღუდავთ მათ თავისუფლებას და ვარღვევთ პრინციპს: ყველამ თავის უკანალს მიხედოს, მათი სხეულის ნაწილია და როგორც უნდათ ისე გამოიყენებენ…

2.რა კავშირშია ეს ქალების უფლებების შელახვასთან, შეუძლია ვინმეს ამიხსნას? ლოგიკურია, რომ აქ აქცენტი კეთდებოდა არა ქალზე, არამედ ესთეტიურობაზე, არ მგონია მამაკაცის არც ისე სასიამოვნო სანახავ უკანალზე დაკრულის ნახვა მოგწონებოდათ;

3. ამიხსენით, რას ნიშნავს სიტყვა "ქალზე ძალადობა" და შემდეგ ეს განმარტება დამიკავშირეთ ზემოთ აღნიშნულ შოუსთან

4. თუ ეს მართლა ძალადობა იყო, რას ცვლის თქვენი აღშფოთებული ფეისბუქ პოსტები და ამით რა მიზანს ემსახურებით?

და თუ უკანალზე "ტყაპუნი" ძალადობაა, აღნიშნული საჯდომის მფლობელის ნების მიუხედავად, მაშინ:

- ავკრძალოთ ილუზიონისტური შოუების დროს "ქალის გაჭრა შუაზე", აქაც ხომ ქალის დისკრიმინაცია გამოდის;

- შეგახსენებთ, რომ მეძავების საჯდომებზეც ურტყამს დღის განმავლობაში მრავალი მამაკაცი, კულმინაციისას ტყაპუნის სისწრაფე კიდევ უფრო ჩქარდება, რატომ არ დგახართ ცირკთან, პეკინზე, საუნების წინ ლოზუნგებით, რომ ქალზე ძალადობა შეწყდეს და ეს დისკრიმინაციაა? პირველად გაიგეთ ქალის უკანალთან შეხების ფაქტი?

და ბოლოს, ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია აღნიშნული შეშფოთება იმ ხალხის მიერ, რომელიც:

- ნახავს ამ ყველაფერს, გაიღვიძებს მასში ფსევდოლიბერალური სული და აგრესიული სმაილებით გააზიარებს სოციალური ქსელში;

- შემდეგ გავა გარეთ, გადააწყდება რომელიმე ტელევიზიის მიერ იმიტირებულ, ან რეალურ ქალზე ძალადობის სცენას ქუჩაში და მას გულგრილად ჩაუვლის, რაკი ქმარი იყო და ოჯახურ ცხოვრებაში ვერ ჩაერევა;

- ასევე გაიგებს ზედა მეზობლის განწირულ კივილს, ქმრის გინებას, მტვრევს ხმასაც, გაიკეთებს ყურსასმენებს და მშვიდად განაგრძობს "ბანის" ვიდეოს სოციალურ ქსელებში გაზიარებას..

- საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ ჩვენი ყველა მსგავსი ქმედება საჩვენებლი მიზნითაა, ხოლო რეალური ფაქტების შემთხვევაში ეს სულაც არ გვადარდებს…

ახლა კი, შევაჯამოთ ისევ დოლების თემა, მე პირადად, მომხრე ვარ, ნუღარ ვიდარდებთ იმ გოგონების საჯდომებზე, ვინც ამაზე თანხმობა საკუთარი ნებით განაცხადეს და საკუთარ საჯდომებს მივხედოთ, ხოლო თუ ქალზე ძალადობის შემცირება გვინდა და ფაქტია ეს გვჭირდება, მეტი დრო დავუთმოთ მათი ტრენინგების მომზადებას, შეხვედრებს და დისკრიმინაციის მსხვერპლი ქალების პოვნას და მათ დახმარებას, ქალების სამსახურეობრივი და სახელფასო დისკრიმინაციის შემცირებას და ნაკლები დრო დავხარჯოთ "ბუზის სპილოდ ქცევაზე"

და კიდევ ერთი ფაქტი, "დოლების" თემამ თანაბრად აღაშფოთა, როგორც "ღრუზინები", ასევე ერის ფსევდო ლიბერალი ნაწილი, ანალოგიურ რეაქციას ველოდები ჩემივე ბლოგ პოსტის კომენტარებშიც, თუმცა დამეთანხმებით – "მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია"

მადლობა ყურადღებისთვის!