კაზანტიპი ანუ თქვენ გაქვთ სექსი?
კაზანტიპი, ჯოჯოხეთი, სოდომ-გომორი, ხშირად ამ სიტყვებს ერთ კონტექსტში ვისმენთ/ვკითხულობთ ხოლმე... დავხედავთ ავტორს და საუბარია 20-25 წლის გოგონებზე და ბიჭებზე, გიკვირს...
სამღვდელოების მხრიდან გასაგებია, მათი პროფესიული ვალდებულება მოითხოვს, რომ გააპროტესტონ მსგავსი აქტივობა, ქალიშვილი გოგონებისგანაც გასაგებია, თუმცა აქაც არის ალოგიკური ფაქტები: შენ იყავი ქალიშვილი, თუ გინდა სიცოცხლის ბოლომდე, თუ ის ერთადერთი - ქმრად წოდებული არ გამოჩნდება - მაგრამ რა შენი საქმეა სხვები სად და რა პოზაში დაკავდებიან სექსით? თუმცა მაინც გავიგეთ და გავიარეთ...
დავუბრუნდეთ ახალგაზრდა ყმაწვილკაცებს, რომლებიც ასე აქტიურად ქოთქოთებენ და განვიხილოთ მათი რამდენიმე კომენტარი:
- "კაზანტიპზე მარტივად ხელმისაწვდომი იქნება ნარკოტიკები, მაგალითად მარიხუანა" - თბილისში და რეგიონებში ნაკლებად ხელმისაწვდომია? ოდესმე გაგიპროტესტებიათ მარიხუანას მოხმარება ვინმეს მიერ?
- "16 წლის ქალიშვილი რომ შევა კაზანტიპზე, მას ჩაითრევენ ნუდიზმში" - საერთოდ არ მესმის ეს სისულელე, ნუღარ გაუშვებთ 16 წლის შვილებს, დებს, ა.შ., მაგრამ როცა ადამიანს რაღაც უნდა, ან კაზანტიპზე გააკეთებს, ან ვაკის პარკში, ან სადაც მოუხერხდება.
- "გარყვნილების პროპაგანდა და სოდომ-გომორიზაცია, რაკი იქ არის სექსი" - ლოგიკური კითხვა მიჩნდება, თქვენ გაქვთ სექსი?
არსებობს რამდენიმე ალტერნატივა:
- დადიხართ "ბოზებში" - ეს ანაკლიაში მოხდება, თუ ვინმე როენას გლდანის საროსკიპოში, ხედავთ რამე განსხვავებას?
- სტუმრობთ პორნო საიტებს და კავდებით "ავტოსექსით", ანუ საკუთარ ხელთან - წარმოსახვითი სექსი ადამიანთან, რომლისგანაც ნებართვა არ აგიღიათ, უფრო ღრმა სოდომ-გომორიზაცია ხომ არ არის?
- დასდევთ ფეისბუქზე, თუ ქუჩაში - ყველა ნორმალური ვიზუალის, "გახსნილი ჩაცმულობის" გოგონას, ან ვისზეც გსმენიათ, რომ "თავისუფალი სექსის მოყვარულია" და მხოლოდ იმიტომ ვერ ეშვებით სოდომ-გომორიზაციაში, რომ ის უარზეა...
ან უბრალოდ, არ გაქვთ სექსი ქორწინებამდე და მერეც ცოლის ერთგულები იქნებით - კი ბატონო, ამ შემთხვევაში თქვენგან მორალის კითხვა მისაღებია.
მეამაყება, რომ ანაკლიაში მცხოვრები ასაკოვანი ქალბატონები, ბევრად უფრო თანამედროვედ აზროვნებენ, ვიდრე ბევრი ჩვენი თანატოლი.
და ბოლოს, დამატებით რამდენიმე პუნქტი:
- კაზანტიპი წელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, რაც აისახება ანაკლიის კეთილდღეობაზეც;
- ვინც "გარყვნილი" და "ჯოჯოხეთის მოციქულია", კაზანტიპის გარეშეც ექნება სექსი
- "კდემამოსილებს" კაზანტიპი ვერ აცდუნებს და ისინი უბრალოდ უარს იტყვიან იქ წასვლაზე;
- ეს არ არის "სექსის" ფესტივალი, მოიძიეთ დეტალური ინფორმაცია კაზანტიპის შესახებ.
პ.ს. მე კაზანტიპზე არ მივდივარ.