წმ. მულატკა – ქართველობის სადარაჯოზე! - კვირის პალიტრა

წმ. მულატკა – ქართველობის სადარაჯოზე!

ბლოგ პოსტს ჩემგან ეს არსება – ნამდვილად არ იმსახურებდა, თუმცა რა ვქნა, იმპულსური ბლოგერი ვარ და ამ ფაქტს ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებდი.

მულატკას მორალისტობა ჯერ კიდევ ჯაჯანიძის იმ შოუდან იღებს სათავეს, სადაც ჩემ გვერდით იჯდა და გაოგნებას ვერ ვმალავდი, რა ნამუსით უკითხავდა სახარებას თამო ვაშალომიძეს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა გაიხადა.

ალბათ ყველას კარგად გვახსოვს მისი იაფფასიანი მეძავის როლი ჯეობარში და საჯარო "სექსები". წარსული წარსულია, მაგრამ მინიმუმ ელემენტარული ლოგიკაა, რომ იმისთვის, რასაც თავად ვაკეთებთ – სხვა არ უნდა გავკიცხოთ, მაგრამ ლოგიკა საერთოდ რა ცხოველია? ალბათ ერთადერთი წიგნი, რაც მულატკას წაუკითხავს "კამა-სუტრაა", წაუკითხავს რა, დაუთვალიერებია.

ხოლო გუშინდელი, ისევ ჯაჯანიძის შოუს შემდეგ, სავარაუდოდ სრულიად საქართველომ – ნათელი მაგალითი მიიღო, როგორი არ უნდა იყოს ქალი… ქალი რა, ადამიანი ზოგადად.

სიტყვათა მარაგი, განათლება, ინტელექტი, ეთიკა – ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზე, ფაშისტური განცხადებები და ალოგიკური სიცილი უადგილოდ. თავის ხმამაღალ განცხადებებს – "პიდარასტების" ამოწყვეტაზე, გადასახლებაზე და ა.შ. ხსნიდა იმით, რომ "თქვენ გესიამოვნებათ ორმა კაცმა თქვენი თანდასწრებით ზასაობა რომ დაიწყოს?"

გიპასუხებთ აქვე: არა, ეს მეც არ მომეწონება, ისევე როგორც არ მომეწონება ორი ქალის "ზასაობა" და არც ქალ-ვაჟის ფრანგული ამბორი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ისევე როგორც საშინლად მაღიზიანებდა მულატკას ბინძური ეროტიული სცენები ჯეობარში. ან ის რამდენად ამორალურია, როცა უკანასკნელი სიტყვებით, ღიად ღაღადებ სიძულვილს საჯაროდ, გამოხატვასაც ხომ თავისი ფორმა აქვს, თუმცა რომელ ფორმებზეა საუბარი, როცა ადამიანს სახეზე აწერია სიცარიელე.

ამავე ეთერში იყო ვერსია, რომ მულატკას მამაკაცები შემოაკლდა და ამიტომ არის მისი სიძულვილი უკიდეგანო, შემოაკლდებოდა, აბა, რა იქნებოდა, გამოჩნდით კომენტარში ერთი თავმოყვარე ბიჭი მაინც, ვისაც აქვს სურვილი რამე ჰქონდეს ამ ქალბატონთან…

ამის შემდეგ აღარ გავიგო შეკითხვა რატომ ვიღებ მონაწილეობას მსგავს შოუებში! ისევ თქვენთვის ერო, იმისთვის, რომ სიცოცხლის სურვილი არ დაკარგოთ მულატკას და მსგავსი ნაღები საზოგადოების" ყურების შედეგად, დაე იცოდეთ, რომ ნორმალური ადამიანებიც ვარსებობთ და გვქონდეს კონტრარგუმენტები ამდენი მარაზმში გადასული სისულელის წინააღმდეგ! :)

და ბოლოს, თუ თქვენ დამისახელებთ მინიმუმ სამ ადამიანს, ქართულ შოუ ბიზნესში, ვინც თქვენი შეხედულებით მულატკაზე დაბლა დგას – ვუნდერკინდად გაღიარებთ, მე ვფიქრობ თვით გვანცა ბ.-ს რეკორდიც მოხსნა, სხვა ვერსია არც მაქვს.