როგორ ვებრძოლოთ უხეშ და უსამართლო პატრულს?! + ჩემი დღევანდელი ისტორია
როგორ ვებრძოლოთ უხეშ და უსამართლო პატრულს?! + ჩემი დღევანდელი ისტორია
დილის 7 საათიც არ იქნებოდა, როცა სატელეფონო ზარმა გამაღვიძა. ძალიან გავღიზიანდი, ნახევრად მძინარე დავწვდი ტელეფონს და კაცის მბრძანებლური ტონი ჩამესმა: ახლავე უნდა გაიყვანოთ მანქანა, ღონისძიება ტარდება. (აღმაშენებლის გამზირზე ვცხოვრობ დინამოსთან და მანქანას ქუჩაში ვაჩერებ ხოლმე, კორპუსის წინ)

WTF – გავიფიქრე და მაქსიმალურად თავაზიანად ვუპასუხე: ახლავე ვერაფერს გავიყვან, ვალდებული იყავით გაგეფრთხილებინეთ, იქნება და სად ვარ?

  • მაშინ ევაკუატორს წავაყვანინებთ – მომახალა საზეიმოდ, კომპლექსებით შეპყრობილმა და თავისი "სიმკაცრით" საკუთარ მამაკაცურობასთან მართალმა პატრულჩიკმა.
  • 8
    საათამდე დამელოდეთ, მოვალ და გავიყვან, მანამდე ფიზიკურად არ შემიძლია. – შევეცადე ამეხსნა. და ლოგიკურად არც მათ შეეძლოთ სხვანაირად, ევაკუატორის მძოლის გაღვიძებას, მის პლეხანოვზე გამოსვლას, ჩემი მანქანის შემოსკუპებას და წაყვანას მინ. 1 საათი მაინც დასჭირდებოდა, შემდეგ გავიდოდი და ჩამოვხსნიდი, შესაბამისად, მშვიდად გავაგრძელე ძილი და მაღვიძარა 7:45-ზე
    დავაყენე.

8 საათი იყო, როცა აბაზანიდან გამოვედი და ისევ დაფიქსირდა ზარი ძვირფასი ნომრიდან.

  • თქვენ არ გესმით? ულტიმატუმის წესით რატომ უნდა გელაპარაკოთ, გაიყვანეთ ახლავე მანქანა! – დამიცაცხანა პატრულის უტიფარმა თანამშრომელმა.
  • 15 წუთში ვიქნები, ვუთხარი და გავუთიშე, ზედმეტი დებატების თავი არ მქონდა ადამიანთან, რომელსაც ლოგიკურად ვერაფერს შეასმენ.
გავედი. მანქანიდან ვინმე დაბალი, ჩასკვნილი, წვრილ ნაკვთებიანი და ოდნავ ირონიულ მზერიანი პატრული გადმოხტა, ვინმე ტუხა დემეტრაშვილი. მის ყოველ ქმედებაში არასრულფასოვნების კომპლექსი შეინიშნებოდა, თუმცა ეს ჩემი საქმე არ იყო, მე გამაღვიძეს, უდროოდ და ამის მიზეზი უნდა გამეგო.


  • გუშინ ღამით არ იცოდით, რომ ღონისძიება ტარდებოდა? – ვეკითხები მშვიდი ტონით. – ჰოდა დაგერეკათ გუშინვე, დილის 7-ზე რომ მაღვიძებთ, იქნება და სად ვარ, ან რას ვაკეთებ?!
  • როცა საჭიროდ ჩავთვალეთ მაშინ დაგირეკეთ – შეტევაზე გადმოვიდა ტუხა.
  • ჰოდა, გამაღვიძეთ! – ვცილობ ავუხსნა, რატომ ვარ უკმაყოფილო, თუმცა ამაოდ.
  • საბუთები მომეცით, უნდა დაგაჯარიმოთ, მანქანა ხაზის გარეთ გიყენიათ – საზეიმო ვითარებაში, ამაყად მამცნობს ვაჟკაცი.
  • ეს შურისძიებაა? – ხმამაღლა მეცინება.

აქ უკვე აღარ ჰქონდა არგუმენტი ღრმად ინტელექტუალ პატრულს, ჩემი პირადობით გაცუნცულდა და მთხოვა მანქანასთან დავლოდებოდი.

მანამდე ჩაიარა ერთმა მეზობელმა, მეორემ, გამვლელმა, სხვა გამვლელმა. ვერავინ გაიგო რატომ მაჯარიმებდნენ. მეც 6 წელია აქ ვცხოვრობ და ამ ქუჩაზე, ამავე ადგილას, არც ამკრძალავი ნიშანია… როცა ავუხსენი ეს ყველაფერი, ჩვეული ლოგიკით, ისევ ხავსს ჩაეჭიდა ჩვენი ამბიციური პატრული და მაცნობა, რომ შესახვევია და მოძრაობას ვაფერხებდი.

დავიღალე მასთან დიალოგით, მაინც ვერაფერს შევასმენდი, შესაბამისად, მშვიდად გადავიღე ფოტოები, იყო თუ არა ამკრძალავი ნიშანი, ან შევაფერხე თუ არა მოძრაობა, შემდეგ საბუთები დავიბრუნე, მანქანა დავქოქე და წავედი. ბატონი ტუხა კიდევ ალბათ ახლაც ადრენალინში დაცურავს და ამაყობს თავისი "რევანშით"…



რეალურად ვინ არის დღევანდელი პატრულის დიდი ნაწილი:

1. მძღოლი, რომელიც წრეებს არტყამს ქალაქს და ფაქტობრივად უმოქმედოდაა, შესაბამისად, ბედნიერია, თუ ვინმეს ხელში ტელეფონი დალანდა, ან რამე მსგავსი? აქვთ კი უფრო სერიოზული დარღვევის მოგვარების მზაობა?

2. ადამიანი, რომელიც ანთებული თვალებით დასდევს საჭესთან მსხდომ ქალებს, ელოდება, როდის დაარღვევენ რამე წესს და ამ დროს ვერც კი ხედავენ საცობის არიდების მიზნით "პროწივზე" გადმოსულ მანქანებს, ან ხედავენ და უბრალოდ ჰკიდიათ, ან ჰორმონები ჩრდილავენ, რომლებიც შუბლში ურტყამთ?

3. მუშაკი, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს? შეუძლია გეუხეშოს, გიყვიროს, ა.შ. და ა.შ., თუმცა ნეტა სად წაუკითხავთ, რომ კანონმდებლობით ამის უფლება აქვთ? ან ჩვენ რა დამსახურების გამო ვემორჩილებით?

შემხვედრია ძალიან ბევრი, ძალიან კარგი თანამშრომელი პატრულის, მაგრამ ტუხას და მისი მსგავსი პატრულ-მუშაკებს როგორ უნდა ვებრძოლოთ?

1. როცა პატრული უკანონოდ გვაჯარიმებს, თუნდაც დავადასტურეთ ჩვენი სიმართლე, დავკარგეთ ამაში დრო, რა იქნება ჩვენი შედეგი, უბრალოდ 10 ლარს არ გადავიხდით და მორჩა? და ეს დრო ამაში უნდა დაიხარჯოს ფუჭად? არავინ უნდა დაისაჯოს?

2. ვინ არის ჩვენი პატრონი, როცა პატრული გვიყვირის, ვინმეს აგინებს, ა.შ.? ან რატომ არის ღმერთთან გაიგივებული პროფესია, რომელსაც არანაირი განათლება/გამოცდილება არ სჭირდება და ნებისმიერი დაიწყებს, თუ მოინდომებს?

3. დაგვიფიქსირეთ ფაქტი, როცა პატრულს ათავისუფლებთ სამსახურიდან, სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების და/ან მოქალაქესთან არასამართლიანი მოპყრობის მიზეზით, გაავრცელეთ ეს ინფო და საბოლოოდ ამ ამბავსაც ეშველება.

მოკლედ, ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი.

გაძლებას გისურვებთ თანამოქალაქენო…

გურამ შეროზიას ბლოგი
miranda
27 ოქტომბერი 2015 10:50
ჩემს უბანში ჩხუბი აიწია 15-15-ზე ჩხუბობდა. ეტყობა ვიღაც მსხოვრებმა პატრული გამოიძახა (თუ არ გამოიძახე, ისე ჩაუვლიან ჩხუბს გვერდს, ვითომ არც დაუნახიათ). მოვიდნენ, მაგრამ რად გინდა, გინდ ისინი მოსულან, გინდ ჩემი მეზობელი ხაჩიკა გამოსულა გარეთ. არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ. ერთი ხუთი წუთი უყურეს ჩხუბს. ბოჩხუბრებიც დაიშალენ და თვოთონაც წყნარად გაეცალენ იქაურობას. არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ. პატრულის ასეთი ქმედების გამო, ორი თუ სამი დღის შემდეგ ისევ აიწია ჩხუბი და კინარამ დახოცეს ერთმანეთი ბიჭებმა. ამ შემთხვევაში პატრული საერთოდ არ გამოჩენილა. მოკლედ....
aloko
27 ოქტომბერი 2015 10:43
პატრულის ავტორიტეტი რომ შელახულია, ეს რეალობაა. გინდ პატრული დამინახია, გინდ სასწრაფო დახმარების მანქანა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე, აბსოლიტურად ყოველი მეორე მძღოლი მოძრაობის წესებს არღვევს და არავითარი რეაგირება პატრულის მხრიდან. უკვე მათი დანახვაც უკურეაქციას იწვევს. არარაფერს ვამბობ მათი იესახის შესახებ, რაც ზედმეტ წონასა და საუბრის მანერაში გამოიხატება. ნუთუ ამ 12 წელწადში ასე შეიცვალენ ჩვენი პატრულის თანამსრომლები თუ რეფორმირებული პირველი ნაკადის პატრულის თანამსრომლებიდან, აღარავინ დარჩა?
vava
25 ოქტომბერი 2015 05:06
სიმართლე გითხრათ გამეცინა, თუ რამის მაქნისი იყავი იქვე გაგეცა პატრულისთვის პასუხი, პატრული რო არა შენნაირებს ქუჩაში ფურთხით აუვსებდნენ სახეს. დააყენე რაა

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები