რამდენად საშინელია ქართული სამზარეულო - პასუხი კრიტიკოს ბრიტანელს!
რამდენად საშინელია ქართული სამზარეულო - პასუხი კრიტიკოს ბრიტანელს!
საჯაროდ ვეპატიჟები ბრიტანელ სტუმარს ლანჩზე რომელიმე ქართულ რესტორანში, ხოლო ამის შემდეგ, დიდი სიამოვნებით მივიღებდი საჯარო ბოდიშს, ქართული სამზარეულოს წინაშე!

დღეს გადავაწყდი სტატიას სათაურით "რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს, ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა", სადაც ვინმე ბრიტანელი ბრალს გვდებს კერძების ზედმეტად განებივრებულობაში და აცხადებს, რომ ყელში აქვს ხინკალი და ხაჭაპური, სტატიაშივე მოგვიწოდებს სამზარეულოს გამრავალფეროვნებაზე.

პირველ რიგში, მეტისმეტად სასაცილოდ მეჩვენება, ბრიტანელისგან ქ
ართული სამზარეულოს კრიტიკა და შემდეგ, ზოგადად ქართული სამზარეულოს კრიტიკა.
ყველასთვის ცნობილია, რომ არ ვარ ბრმად მიკერძოებული ქართველი, რომელიც თვლის, რომ საუკეთესო ქვეყანაში ვცხოვრობთ, თუმცა ის, რაც კარგი გვაქვს - დასაფასებელია.

დავიწყებ იმით, რომ სტატია დილეტანტის დაწერილს ჰგავს, რომელიც სულ ორჯერ მოხვდა ქართულ რესტორანში, უფრო სწორედ მიწისქვეშეთის სასადილოში და რეალურად წარმოდგენაც არ აქვს ქართულ სამზარეულოზე, შესაბამისად, სტატისტიკის არ
ქონის პირობებში, მსგავსი ხმამაღალი განცხადებების გაკეთება მეტად არასერიოზულად მიმაჩნია.

ალბათ, სტატიის ავტორს არასდროს სმენია ღომის, ელარჯის, ლობიოს, ბადრიჯნის და სხვა ბოსტნეულისგან მომზადებული კერძების უამრავი ნაირსახეობის, ჭვიშტარის, მჭადის, კუპატის, აფხაზურას, კუბდარის, გებჟალიას, ოჯახურის, ხარჩოს, საცივის, ჩახოხბილის, მწვადის, ქაბაბის და სხვა მრავალი უგემრიელესი კერძის შესახებ, რომელთა სრულად ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს. მეორე მხრივ, ქართულ რესტორნებში მენიუს არჩევანზე როცა ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრი ევროპული კერძიც მოგვეპოვება რესტორნების უმრავლესობაში, როგორიცაა: სტეიკის ნაირსახეობები, ცეზარი, ზოგადად სალათები, კიევური კოტლეტი, ბორში, თუ სხვა. არ ვსაუბრობ ჩამოთვლილი ქართული კერძებიდან, რამდენი მათგანია ნაციონალური, ამ შემთხვევაში არჩევანზე მაქვს აქცენტი.

ბრიტანელის განცხადებით, საქართველოში ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის კარგი რესტორანია, რაზეც კიდევ ერთხელ ვუცხადებ თანაგრძნობას და ვთხოვ ვინმეს, ვინც იცნობთ მას - ჩამოუთვალოთ ის რესტორნები, სადაც გემრიელად მომზადებული კერძები შეუძლია მიირთვას, მე თავს შევიკავებ სარეკლამო განცხადებისგან და შესაბამისად, არ ჩამოვთვლი.

ქართული კერძების სიმარტივეს როცა ახსენებს, სურვილი მიჩნდება ჩავკეტოთ სამზარეულოში და ელარჯის, ჩახოხბილის ან ხინკლის მომზადება ვაიძულოთ, შემდეგ კიდევ - ხელახლა დავუსვათ შეკითხვა, რამდენად "მარტივია" ქართული კერძების მომზადება, თუ შემადგენლობა.

ცალკე თემაა სამზარეულოსთან ძალიან ახლოს მყოფი სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციაც, მხოლოდ ის რად ღირს, დაღლილი დასავლეთში რომ ჩახვალ და მასპინძელი თან რომ გადაგყვება, პოზიტივით რომ იმუხტები და ოთახში დატრიალებული კერძების სურნელისგან თავბრუ რომ გეხვევა.

თუ კონკრეტული რესტორნების სამზარეულოების გაუმჯობეზეა საუბარი - კეთილი ვინებოთ და დავასახელოთ, რამდენიმე დაბალი ხარისხის რესტორნის კერძების ავ-კარგიანობას სრულიად საქართველოზე რომ ვანზოგადებთ.

და ბოლოს, თუ გვაკრიტიკებთ, გამართული ქართულით მაინც გაგვაკრიტიკეთ ძვირფასო ბრიტანელო, თუ მხარდამჭერ-მთარგმნელო ქართველებო, სათაურის სწორი ფორმაა: არასდროს შევჭამ, ორმაგი უარყოფის გარეშე.

აქვე დავამატებ, ყოველი შემთხვევისთვის: "არ მომწონს" მისაღებია და პატივსაც ვცემთ ნებისმიერი ადამიანის სუბიექტურ აზრს, თუმცა "მოსაბეზრებელი", "უვარგისი", "წყალწყალა" და ა.შ. - არც ისე სასიამოვნო, განსაკუთრებით, როცა ეს ყველაფერი ანალიზის და არგუმენტაციის გარეშეა ნათქვამი.

პ.ს. საჯაროდ ვეპატიჟები ბრიტანელ სტუმარს ლანჩზე რომელიმე ქართულ რესტორანში, ხოლო ამის შემდეგ, დიდი სიამოვნებით მივიღებდი საჯარო ბოდიშს, ქართული სამზარეულოს წინაშე!

გურამ შეროზია: "რამდენად საშინელია ქართული სამზარეულო – პასუხი კრიტიკოს ბრიტანელს!"
მკითხველის კომენტარი (72)
irina
08 ოქტომბერი 2015 22:49
სჰენ ალბატ სხვა ქვეყნების სადილები არ მიგირტმევია ქალბატონო იმანოქარტული საწმელები ზალიან მზიმეა ცოტა მსუბუქად უნდა მოვამზადოტ ისე მივირტვატ.ხინკალი კიდევ ზალიან მზიმე მოსანელებელია.
uf
16 სექტემბერი 2015 20:02
კეცის თბილ ჭადზე დადებული პრასის ფხალი ზედ ერთი ჭიქა ჭურის თეთრი ღვინო...ჩემთვის ჩემს სამშობლოსთან ზიარებაა ,ყველაზე გემრიელია,მაგას სხვა ვერ გაიგებს. ტურისტები თუ გვინდა მათი მოთხოვნებიც უნდა გავითვალისწინოთ.
morte
15 სექტემბერი 2015 12:47
ფრანგმა, ავსტრიელმა, უნგრელმა და განსაკუთრებით იტალიელმა რომ დაიწუნოს ქართული სამზარეულო კიდევ გასაგებია, მაგათ მართლა ფანტასტიკური სამზარეული აქვთ, მაგრამ ორჯერ ვარ ბრიტანეთში ნამყოფი და შემიძლია ვთქვა რომ მაგათი კერძები არ გაიშვას; ლუდიც მაგარი სიაფანდია აქვთ, თვითონ კი ამაყობენ ლონდონ ფრაიდით, ელემენტარულად თურქულთან ვერ მივა, აღარ არის ლაპარაკი გერმანულთან, გინდაც ესპანულ დონ მიგელთან
.
14 სექტემბერი 2015 17:37
"hait"-ს. ვერ ვიტყვი, რომ "ნიკოლოზი"-ს მიერ ჩამოთვლილ რესტორნებში ყველგან ნამყოფი ვარ, მაგრამ მათი აბსოლუტური უმეტესობა რომ რესტორნებია, ნამდვილად ვიცი. იტალიურ "რუბანო"-სა და "პერგოლა"-ში, ასევე ბელგიურ "ვან კლევე"-ში რამდენჯერმე მისადილია. მართლაც ძალიან დიდი არჩევანია და ნებისმიერი პროდუქტისგან დამზადებულ უამრავ კერძს შემოგთავაზებენ.
მიკვირს, რატომ ღიზიანდებიან ქართველები, რომელიმე უცხოელი თუ არ აღფრთოვანდა ქართული სამზარეულოთი. არაერთი ევროპელი და ამერიკელი ვიცი, ვინც საქართველოს სტუმრობდა. ზოგს მოწონს, ზოგს არა. მწვადი და ხაშლამა მართლა არავის უკვირს. არც ხაჭაპური, რომელსაც ქართულ პიცას უწოდებენ. არ უკვირთ, არ ნიშნავს, არ მოწონთ. მიირთმევენ, გაკვირვების და აღფრთოვანების გარეშე. თუ კითხავ(რაც ზოგადად, უზრდელობაა), გიპასუხებენ კარგიაო. ბევრს უკვირს, რატომ არის ცხარე, ან მარილიანი, თუ მინდა მე თავად შევაზავებო(უმეტესობას არ მოწონს ცხარე). სიმარტლე გითხრათ, ღვინისადმიც საკმაოდ განსხვავებული დამოკიდებულებაა. მსოფლიო ბაზარზე იმდენი სხვადასხვა დასახელების ღვინოა, არცევანი დიდია, შესაბამისად, ქარტულიც მათ შორის ერტ-ერთია. ვინც სადილზე მხოლოდ ორ-სამ ჭიქას(უმეტესობა ასე იქცევა) მიირთმევს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, არტულ ღვინოს მიართმევ, საშუალო ფრანგულს, იტალიურს, თუ ჩილესას. რაც მართალია, თევზეულის მომზადება საქართველოში არ იციან. ვერც ფრინველების კერძების მრავალფეროვნებით გამოვირჩევით.
ბოლო-ბოლო, რა ააფეთქეთ ეს მართალი ხალხი. თუ უნდა მწვადს შეჭამს, თუ უნდა ბაყაყის ჩაშუშულს. თუ ფული გაქვს, საზღვარგარეთ ნებისმიერ კერძს შეუკვეთავ, ჭიანჭველით დაწყებული, სპილოთი დამთავრებული. თუ ღარიბია, შევა სწრაფი კვების სასადილოში და შეჭამს ნახევარფაბრიკატს. სხვათა შორის, თბილისის ბევრ ძვირიან რესტორანშიც საკმაოდ არის გაყინული ნახევარფაბრიკატებისგან მომზადებული კერძები.
P.S. ზოგი "ბარსელონა"-ს გულშემატკივრობს, ზოგი "რეალ"-ს. მე "მანჩესტერ იუნაიტედი" მირჩევნია. ისე, სინქრონულ ცურვასაც ვუყურებ, კარგი ქალებია. აბა, მეკამათეთ...
tinano
14 სექტემბერი 2015 16:31
ავტორს-აღმოსავლეთშიც მშვენივრად ხვდებიან სტუმარს,რაც შეეხება სტატიას,არ მოწონს და ნუ მოწონს,რა არის ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა ამ სტატიის გარშემო,
hait
14 სექტემბერი 2015 13:05
ნიკოლოზ,რაც ჩამოთვალე საშუალო დონის სასტუმროებია და არა რესტორნები.ახლი ქართველის იმიჯი გინდა,რომ გქონდეს.მშვენიერი საჭმელები გვაქვს,მაგრამ ხარისხი არ ვარგა.ყველა ერთ წამში გამდიდრებაზე ფიქრობს და იმიტომაა სავსე რესტორნები ვადაგასული გვამებით.შენ მაინც რა კერძი მოგწონს და ვისი ხელით მომზადებული?ალბათ ვინმე "ანდრე","ხუანი" და "კლირეს"-ის გაკეთებული?
amerikeli---s
14 სექტემბერი 2015 12:58
რა გინდა ვერ გავიგე?სად ონოფრე და სად ....!რისი თქმა გინდა?
devi
14 სექტემბერი 2015 12:06
ის ინგლისელი, შემთხვევით ქართველი გიორგი ხომ არ არის.
:DD
14 სექტემბერი 2015 08:21
ერთი გამაგებინეთ ქართულ საჭმელებზე სუფძთა და გემრიელი საერთოდ მოიძEბნება დედამიწაზე? ესე იგი ხინკალს გველის ვირთხის ლოკოკინის ხორცი და სხვა ქვეწარმავლები სჯობია?:))) აი ამიტომ ყოველთვის ასე იყო არის და იქნება ჩვენ თU არ ვეცით ჩVენსას ყველაფერს პატივი უცხოელებისგან ნაკლებად უნდა ველოდოტ პატივისცემას:).
ამერიკელი
14 სექტემბერი 2015 05:52
ისე შეროზიას ის სტატია უფრო სერიოზული გახლდათ "მანქანის გაჩერებისთვის ბილები როგორ მომცესო"
:)

ქარტული სამზარეულო არ ვითარდება ამას რად უნდა ლაპარაკი? უმეტესობა ღვონო რაც ქართულ სუფრაზე (რესტორანში, ქელეხებში, ქორწილში, და ა.შ.) ილევა - ესეც მთხლე რომ არის ესეც არ არის ლაპარაკი.

შეეკითხეთ ნებისმიერ უცხოეთში მცხოვრებ ქართველს 100,000 დოლარზე მეტი რომ აქვს ხელფასი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები