ტრადიციული ქართული ქორწილის 21 უნიკალური ნიშან-თვისება
ტრადიციული ქართული ქორწილის 21 უნიკალური ნიშან-თვისება
ქორწილი ქართულად, მთელი თავისი ღირსებებით, ბედნიერი მომენტებით, განხილვებით, სრული საგვარეულო ხით და თავისი რამდენიმე, უნიკალური ნიშან-თვისებით, მათ შორის:

1. დაწყებული გრანდიოზული შემზადებებით, მსოფლიოს მასშტაბით ნაცნობი თუ უცნობი ნათესავების მოპატიჟებით, მერე გამორკვევებით – ეს სიძის ნათესავია, პატარძლის, თუ ჩანგალზეა შემოსული?
2. მერე, სიძე-პატარძლის, ოჯახში ტეფშის გატეხვით შემობრძანება და ამ თეფშის ნატეხების დატაცება "გასათხოვარი" გოგონების მიერ, იქნება და ღამით "საბედო" დაესიზმროთ
3. სიძის ბედნიერი და ამაყი ნათესავების შეკითხვები ყველა სტუმართან: აბა, შეაფასეთ,
რამფერი/რავარი პატარძალი გვყავს?
თითქოს ახალი ჯინსი იყიდეს, ან ლარნაკი დადგეს შემოსასვლელში და ჩვენი აზრი აინტერესებთ. პატარძალიც, პასუხის მოლოდინში, ნერვიულად აფახულებს დაგრძელებულ წამწამებს. გინდა უთხრა: უიჰ, რას ჰგავს!
და სახეზე ღიმილი შეაყინო ამ უტაქტო ნათესავებს, დედამთილს, მულებს, თუ ვინც იქნება და ბოლოს ისევ განივთებული პატარძალი გეცოდება და მხრებს იჩეჩავ, ან მის "კრასავიცობას" თავის დაქნევით ადასტურებ …
4. გადაპრამჭულ-გადაყვავილებული მანქანებით მთელი ქალაქის სიგნალიებით და კივილ-წივილით შემორბენა, "გონკაობა"
5. თეთრ კაბიანი, კაბის ბოლოს მიწაზე მთრეველი პატარძალი და ორი, ერთნაირ ფერებში გამოწყობილი მეჯვარე (ნუ ძირითადად კრემისფერებში) და დაუსრულებელი განხილვა ჭორიკანა სტუმრების მიერ:

. პატარძალი სჯობს, მარჯვენა მეჯვარე თუ შუა?
. გოგო უკეთესია, თუ ბიჭი?
. პატარაძალი ლაივში უკეთესია, თუ ფოტოებზე უფრო კარგი ჩანდა?
. კოჭი რაღაც მსხვილი აქვს? კბილები ოდნავ წინ წამოწეული? იდაყვები არ აქვს დახვეწილი? რატომღაც სიძე არ ხვდება მსგავსი კრიტიკის თუ განხილვის ქარცეცხლში, ანუ სექსიზმი ამ ნაწილშიც მძვინვარებს

6. თამადა, თავისი ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოებით და მამაკაცების ყოველ მეორე სადღეგრძელოზე, ფეხზე წამოდგომა. ასევე, რელიგიური, მართლმადიდებლური სადღეგრძელოების მთელი სერია, როცა არავინ კითხულობს შენს სარწმუნოებას, იქნება და რა სარწმუნოების ვარ… არ დაგვავიწყდეს ნეფე-დედოფლის მშობლების სცენაზე გამოყვანა და ისე დალოცვა, მერე დედმამიშვილების ჯერიც დადგება. ვაი და რომელიმეს და არ ჰყავდეს და "უდოს" იარყილი აეკრას (პატარძალს ამას არ აკადრებენ, შესაბამისად ხუმრობის ადრესატი სიძეა ხოლმე)… ამ გაცვეთილ ხუმრობაზეც, ჩაბჟირებით სიცილ-კისკისი და "უი შენ რა ენა გაქვს", ან "ენა რომ არ გქონდეს ყვავი წაგიღებდა" კომენტარები;
7. თეთრი სკამები, თეთრი მაგიდა, ყველაფერი თეთრი, აბრეშუმის თუ ატლასის, ყველაფერი საზეიმო, ყველაფერი გადაპრანჭული, ყველაფერი ბრჭყვიალა და ბრდღვიალა…
8. ხანდახან სიძე ბატონი ჩოხით, მაგრამ პატარძალი მაინც იმ თეთრი, უზარმაზარ ბოლოიანი კაბით, როგორ უხდება ეს ორი ჩაცმულობა ერთმანეთს!
9. პატარძალ-მეჯვარეების სახე-გულ-მკერდში დაუნანებლად ჩაცლილი მბრწყინავი ნივთიერებები, რომ გადაკოცნი და მერე სახიდან ვერასდროს რომ ვერ იშორებ.
10. პატარძლის გამოცუნცულება და თაიგულის სროლის რიტუალი. აქაც დოგმა, ორჯერ "ვითომ სროლა" და ღადაობა, გათხოვებას (დაოჯახებას არა, იმენნა "გათხოვებას") მოწყურებულ გოგონებთან და რამდენიმე ბიჭთან (ვერასდროს ვხვდებოდი, რატომ დგებოდნენ ყვავილთა დამჭერის რიგებში) და მესამე და სამართალი. ჰა, ვიღაცამ დაიჭირა, უკვე მეხუთე ქორწილია ზედიზედ ეგ იჭერს, მაგრამ ვაი რომ არც პრინცი ჩანს და არც თეთრი რაში, არც ერთად და არც ცალცალკე?
11. მერე (ან მანამდე) "გორკა, გორკააა" ძახილი და წყვილის საჯარო მტლაშა-მტლუში, ენების ტრიალით, ან გარეშე.
12. უამრავი საჭმელი და სასმელი, რომელთა მეოთხედიც კი საკმარისი იქნებოდა, ყველა სტუმრის დასაპურებლად, მაგრამ მთავარია სუფრა იყოს გადახუნძლული, მერე ხომ ყველა ეს სტუმარი იჭორავებს და დაე კარგი ილაპარაკონ!
13. სულ ბაჯაღლოებით დახუნძლული პატარძალი, აქაოდა ვინმემ არ თქვას, რამე დააკლესო, ან ფული არ გვაქვს საკმარისიო. ისე რომ არის დამძიმებული, ძლივს რომ მოძრაობს, მაგრამ სამაგიეროდ ოჯახია ამაყი და ბედნიერი!
14. ფოტოსესიები მოაჯირთან, ნავში, გამოქცეული პატარაძალი, ხელში აყვანა – პრინციპში გაუმჯობესებული ფორმებია, სიძის აწეულ ხელისგულზე შესმული – შორს მდგომი პატარძლის ფოტოსთან შედარებით…
15. 1000 სტუმარი, რომელთა ნახევარს ვერც კი ცნობენ სახეზე, ერთმანეთს ეკითხება ყველა, ეს "სიძისიანია თუ პატარძლისიანი" და პასუხი არავის აქვთ, სამაგიეროდ ქორწილია გრანდიოზული!
16. დადგმული ცეკვა, სიძის ბაჯბაჯი და პატარძლის ფარფატი. მერე, ვიღაც ოფლიანი და შეზარხოშებული ყოფილი მოცეკვავის გამოვარდნა სცენაზე და სულ ჰაერში ბზრიალი, გაბადრული სახით (ქართულ ცეკვას რომ ეკადრება ისეთით) და მხუქარე აპლოდისმენტები!!
17. ბოლოს ვიღაც შალახოსაც იცეკვებს, ცხვირსახოცს ძლივს აიღებს, ან შარვალი გაერღვევა უკან, მოშპაგატო პოზისგან… ამასობაში "ვაგონი მიჰქრის" ჩაირთვება, ყველანი ვაგონურ ფერხულში ჩაებმებიან და წავა ბედნიერი ძუნძული წრეზე. მომღერალი კდემამოსილი აღმოჩნდება და ნაწილს: შნირო ხომ გესმის, პლედი და თესლი – ამ წინადადების ბოლო სიტყვის ნაცვლად დუმილი აღმოხდება. ყველაზე აქტიური და ცეცხლოვანი ცეკვებით "მაჯანჯა" და "მაია მულატკა" გამოირჩევა. (იმდენად ახლობელი გახდა ეს ორი სიმღერა ჩემთვის, რომ შესავალზევე ვცნობ და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ საცეკვაოდ+პირის ასაყოლებლად)
18. პარალელურად, სადღაც პატარა ოთახში შეკრებილ ქალბატონს/ხალხს მოვძებნით, ეს ფულის ჩაწერის წმინდათაწმინდა პროცედურაა. ოჯახის უმფროსის სახელს და გვარს უთითებ (ალბათ კითხვაც კი არ გაჩენილა და ყველა ერთად შევთანხმდით, რომ ეს აუცილებლად კაცია) და მის სახელზე თანხას "ვწერთ". მერე, ჩვენც დავოჯახდებით, ეს ახლობელი ამ რვეულს გადაშლის, მოძებნის რამდენი ჩაუწერეთ და თქვენც იგივეს ჩაგიწერთ… ინფლაცია და ეკონომიკური კრიზისი არავის აინტერესებს, 10 წლის წინ 300 ლარი, ათი წლის შემდეგაც სამასი ლარის ჩაწერას გულისხმობს. ანუ, რაც გვიან ოჯახდები, ზარალდები, ან ვალუტის შეზღუდვა უნდა მოახდინო ჩაწერისას.
19. სანამ მობრუნდები, უკვე ჩოჩქოლი დაგხვდება, ვიღაცამ ვიღაცას ცუდად შეხედა, ან ცეკვის დროს ზედმეტად მჭიდროს მოჰხვია ხელი წელზე, ან არ დალია სადღეგრძელო, ან თამადას არ მოუსმინა, მოკლედ მიდის ჩხუბი და გაწევ-გამოწევა…
20. ამასობაში, ვიღაც "მუზიკანტებს" 10 ლარს ჩაუკუჭავს და "ასეთია ქურდი კაცის ბედი", ან რამე სიყვარულით აღსავსეს შეუკვეთავს, წამყვანი, თუ თამადა, თუ ვინც არის – ამას ბედნიერად გაცნობებთ და თქვენც გაინაბებით ამაყად.
21. ქორწილი დასასრულს უახლოვდება და პატარძლის მღელვარება პიკს აღწევს, რომელსაც ამაღამ საქალწულე აპკი უნდა გაურღვიონ, თუმცა სიძე ისე ილეშება, 29 წლის ნაფერებ-ნალოლიავები აპკი კი არა, მაქსიმუმ ობობას ქსელი გაარღვიოს აბაზანაში, ისიც დაცემისას ხელის შემთხვევითი აკვრით.

ჰო და, აი ეს ქორწილი, ამდენი ღირსებით შემკული, ზემოთ ჩამოთვლილი ნიშან-თვისებებით, უფრო მარტივ თუ რთულ ფორმებში, არის ის…

რაც


არასდროს მექნება!

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო და ფქვილი – ორივე იქა. (აბა 1000+ ადამიანს გამასპინძლება ხომ უნდა).

გურამ შეროზიას ბლოგი


irma
31 მარტი 2017 10:51
Iwit..sheuzleba zigjer zetneti mogvdis nagram esew chveni sveni shinaganudan modus...ar migwobt ar gaaketot..nagram arw imus upleba gajct ase agdebulad gaakrutikit is raw aris..daweret magram agdebulad ara...imitom rom aset mowkobil korwilshi dakrzalcaze tu natlovaze ragaw mwiredi erovnuli mainw aris..raw ar moishleba..
თამუნა
24 ნოემბერი 2016 09:29
პრინციპში სიმართლე დაწერა, რა არის აქ გასაკრიტიკებელი, როგორც ვუყურებთ ყველა ქვეყანაშია პატარძლის და სიძის საგულდაგულოდ გამოწყობა , ცეკვა თამაში და სიმღერა , საჩუქრებსაც ჩუქნიან , ავტორი ზოგადად მსოფლიოზეა გაბრაზებული და უკამაყოფილო რა ვქნათ ჩვენთან უფრო გოიმურად , რომ გამოიყურებიან ავტორმა შეხედოს მის ახლობლებს არავიზე მეტნი არ არიან,მაგას თუ არ მოწონს სტუმრების მოწვევა , ქეიფი და საჩუქრები იყოს მისტვის კიკოსავით კუთხეში და ჩვენ ვიქეიფოთ. ყველაფერზე ნუ ვიბოღმებით. შეროზია ნუ გადაიხდი ქორწილს, რამ დაგბოღმა ასე ,შეყვარებული ხომ არ გაგითხოვდა და დიდი ქორწილი ხომ არ გადაიხადა
aeee
21 ოქტომბერი 2016 02:32
ქარტული ქორწილი ეს 15 წელიწადია კიდევ დახვეწეს თორე კომუნისტების დროს იკო მაგარი ქორწილს და ქელეხს მხოლოდ მუსიკის ხმაზე გაარჩევდიტ და ასევე პა;ატკის ბოლოს ხალიჩაზე წარწერიტ იბედნიერეტ კვნატავ და კვნუტავ.
ამერიკაშიც არის ასეტი სპექტაკლებივიტ დადგმული ქორწილები. დზალიან ჰგავს ერტმანეტისას და ასევე დზალიან მოსაწყენია. საპატარდზლო კაბები? პატარდზლის გემოვნებაზეა დამოკიდებული .ზოგი კაბა 4000 სი დოლარი ჯდება .ბევრჯერ გოგოები ჩამოპასებაზე ყიდულობენ ისიც ტაციაობაა ტუ გაუმარტლდატ .ზომაა ???იშიმშილებენ და კაბის ზომაზე დაიყვანენ სხეულს.
ქარტული ქორწილები სჯობია წესრიგის დაცვიტ რატქმაუნდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები