წართმეული ქართველობის დაბრუნება - "ქართულად"!
წართმეული ქართველობის დაბრუნება - "ქართულად"!
რამდენიმე დღის წინ, ვინმე ნაციონალისტების მიერ მოხდა აღმაშენებლის გამზირზე არც ისე მშვიდობიანი მსვლელობა, თურქული ბანერების ჩამოყრა, ადამიანების შევიწროვება და ამით "ქართველობის დაბრუნების" მცდელობა…

რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურად, დაიმახსოვრეთ, რომ:


  • რუსი ტურისტების დაჭერით და "პუტინ ხუილოს" ძახილის იძულებით
  • იანდექსის ტაქსის მძღოლის ცემით
  • თურქების, ჩინელების და არაბების ქვეყნიდან გაძევებით
  • ქალაქის დარბევით…
  • ა.შ.
შედეგად მხოლოდ იმას მიიღებთ, რომ საქართველო აღარ იქნება უსაფრთხო ქვეყანა
და ნელნელა ტურისტებიც გაიკრიფებიან, ან რა შუაშია ეს უდანაშაულო ადამიანები და რატომ გვგონია, რომ მათზე ძალადობა გმირობაა? წადით და ასეთივე შემართებით საზღვრების გადმოწევა გააპროტესტეთ! თუნდაც მართლა იყოს ქვეყნებს შორის მტრობა, წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობებს აქვთ ცივი ომი და ამის გამო, ბაქოში დაგიჭირეს და გცემეს, სამართლიანად ჩათვლით?

თურქულ სკოლებზე, რესტორნებზე და სხვა ობიექტებზე რომ
წიკვინებთ, გავუშვათ მაშინ ქვეყნიდან ფრანგული, ინგლისური, ამერიკული სკოლები და დაწესებულებებიც, იქნებ მათაც ჩვენი დაპყრობა უნდათ?!

  • და კიდევ, თურქეთში სამუშაოდ წასული დედების და ცოლების ფულით რომ მოგაქვთ კაცად თავი, იცით, რომ ეს ის იშვიათი ქვეყანაა, სადაც ქართველ ემიგრანტებს შედარებით ადამიანურად ექცევიან?
  • ან ის რატომ გავიწყდებათ, რომ როცა შენგენის ვიზას შორიდანაც კი არ დაგანახებენ, ამ დროს თურქეთში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იაფად დასვენება, იმათაც ასე რომ გამოგყარონ თავისივე კურორტებიდან – რა რეაქცია გექნებათ?

თუმცა რა უნდა ვესაუბრო/შთავაგონო ადამიანებს, სადაც:

  • ერთი თვის წინ, საზეიმოდ გახსნილი ქუჩების ლამაზი კედლები უკვე პულივიზატორით მიდღაბნილი "ნინო მიყვარხაააარ"-ებითაა სავსე;
  • ან სადაც ზებრაზე მშვიდობიანი გადასვლა შესაძლოა შენი "აკაპოტებით" სიკვდილის მიზეზი გახდეს;
  • სადაც ადამიანებს ერთმანეთი პოლიტიკური, ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით სძულთ…
  • სადაც რუსი ტურისტიც კი ოკუპანტია და გვძულს, მაგრამ მეორე წამს ამავე ეროვნების ქალებს მუხლზე ჩაჩოქილები ვემუდარებით სხეულის ნებისმიერ ნაწილზე დორბლიანი პირი დაგვაკარებინოს!
  • სადაც გუშინ ნაცემი ცოლის სადღეგრძელოს სკამზე შემდგარები, მისივე ფეხსაცმლიდან ვსვამთ!
  • სადაც ყველა ტუალეტის კედელი სავსეა წარწერებით: ჩარეცხეთ! ან კიდევ, ქუჩის კედლები: ნაგავს ნუ დაყრით!
  • სადაც ბიჭისთვის საყურე, გოგონასთვის განქორწინებულობა და სხვა მრავალი – მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება…
  • სადაც თავს ესხმიან აფროამერიკელს, ვინ იცის რა მიზეზით (ა.წ. თებერვალი)
  • სადაც არბევენ ვეგანურ კაფეს!

და სადაც რომის პაპის ვიზიტს ვაპროტესტებთ, როგორც ქართული სარწმუნოებისთვის დამანგრეველ მოვლენას!..

არ შეიძლება ასე, დავასრულოთ ეს მარაზმი ერთხელ და სამუდამოდ!

P.S. თუ რამე სიჩქარეში და ემოციის ფონზე – ცუდად/უხეშად გამომივიდა – მომიტევეთ.

გურამ შეროზიას ბლოგი

.
ერეკლე
12 ნოემბერი 2016 20:01
ყველაფერი რომ მისაღებად მიგაჩნიათ ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა ამ დღეში.გადახედეთ ისტორიაეს თავმოყვარგეობა არა გაქვთ გიხარიაათ რომ თურქს თუ არაბს ჰყავს თავის–ჰარამხანაში–ქართველი გოგო?მართლა თავმოყვარეობაე დაკარგულნო!იმის მაეგიერ რომ იფიქროთ ქვეყნის გადარჩენაზე და დაიცვათ ქართველი გოგონები იცავთ ამ სიბინძურეს?მერე კი ნებიერად გძინავთ ხომ?ოღონდაც ინებივროთ და ყველაფერი რაც ხდება ნორმალურია?გამოსავალია რომ ქალი მეძავი იყოს ან კაცი სხვა ორიენტაციის და ესაა თქვენთვის თანამედროვეობა მართლა უსირცხვილეობა..ეს სარეველა წალეკავს საქართველოს და არ სჭირდებათ თქვენი დაცვა ვინაიდან ვეღაცა ფულს აკეთებს ამათ დაბინავებაზე..სანამ ამ მომთაბარე ტომთა მსხვერპლი არ გახდებით მანამდე არ ვერ შეიცნობთ რომ იღუპება ქვეყანა..ყველა ქვეყნებში გზა ჩაურაზეს –ყოფილი საებჭოთა ქვეყნები მაექვს მხედველობაში...იმიტომ რომ თავიანთი სამშობლო უყვართ..თქვენ ერთ გროშს თუ ვინმე გადმოგიგდებთ კაზ–ინოში შესასვლელად საქართველოს უფეშქაშებთ ..მაინტერესებს ხართ თუ არა საერთოდ ქართველები?ან გაგაჩნიაათ კაცური თავმოყვარეობა...არა ..საუბედუროდ..ვინაიდან არც ისტორია იცით და არც მომავალი გაინტერესებთ თქვენი ქვეყნსა სადაც ალბათ უდარდელად სხვისი ნაშრომით ან მაქინაციებით ნაშოვნი ფულით გძინავთ და რაში გაინტერესებთ საქართველო ან ქვეყნის ბედი..თურქი არაბი თუ ჩინელი ქალაქის შუაგულში რომ ნათურებიან –საროსკიპოს–ხსნის და დაგცინით და გაფურთხებთ დაცვად კი ქართველი ჰყავს –მიმიფურთხებია ასეთი ქართველებისთვის და ზოგიერთი თქვენნაირისთვის რომლებიც მართლა საბჭოთა ეპოქას ვერ გასცილდით ..რომ ყველაფერი მისაღებია და ხმა არ უნდა ამოვიღოთ...შემოიარეთ აბა ევროპის ქვეყნები თუ აძლევენ ამდენ კაზინოს და საროსკიპოს გახსნას ქალაქებში?ან თუ აპარპაშებენ ასე რომგორც ჩვენთან?არაფერს არ აკეთებთ ხმას მაინც ნუ იღებთ..თქვენნაირების ამარა საქართველო განწირულია..ქართველები მეძავეებად და მუშებად უნდა ჩამოყალიბდნენ?მართლა უსირცხვილოებო!ამას როცა წერთ..მთავრობას უნდა მიმართოთ მიტინგებით აიძულოთ შეცვალონ კანონი რომ არ დაიღუპოს ქვეყანა თქვენ ყველაფერს ამას ამართლებთ..რაპმდენი კვდებაე უცხოეთში რამდენს კლავენ თურქეთში ..:ჩვენთან ვკლათ ვინმეეს?გამოფხიზლდით ყოველთვის ყველაფერში ქართველია დამნაშავე თურმე...
ლია
13 ოქტომბერი 2016 15:40
არაფერი ისე არ მაღიზიანებს როგორც სხვადასხვა ენოვანი წარწერები მთელი საქართველოს მაშტაბით,არცერთ ქვეყანაში არ ხდება ადგილობრივი ენის ისეთი შეურაცხყოფა როგორც საქართველოში,ზოგან მხოლოდ ინგლისური წარწერები გვხვდება,გაურკვეველი დასახელებები,ზოგან მორიდებულად ქართული წარწერები მცირე ზომის ასოებით,აქაოდა ინგლისური უპირატესიაო-დიდი,მაშტაბური ასოებით,შეროზია ამაზე თუ გაგიმახვილებია ყურადღება, თურქულ ბანერებზე რომ მოსთქვამ?
ალეკსანდრე
01 ოქტომბერი 2016 17:03
სახელს არ წერ, ამიტომ მიხვდება ვისაც ვპასუხობ,შენი განატლების დონე გასაგებია, შენი კომენტარიდან გამომდინარე, ამიტომ შევეცდები მარტივად აგიხსნა, მე ვწერ უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც თურქები და სხვები ჩადიან,თურქულ სკოლაზე დავწერე, ასევე ეგრეთ წოდებულ "ღამის კლუბები", რომელიც პროსტიტუციის ბუდედ აქციეს, სადაც ბევრი შემტხვევაა არასრულწლოვანების "მუშაობის", ჯერ ყველაფერს ტავი რომ დაანებო, 12-13 წლის ბავშვს სხვანაირად, ავადმყოფის და პედოფილის მეტი ვინ შეხედავს? აი ეს არის ზუსტად ველურობა, ესენი სხვას ველურს რომ დაუძAხებენ, სასაცილოა, ალბატ მიხვდი რაც დავწერე?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა