რატომ ვრჩებით "შინაბერები" და როგორ გადავჭრათ "პრობლემა" მარტივად?
რატომ ვრჩებით "შინაბერები" და როგორ გადავჭრათ "პრობლემა" მარტივად?
სად აქვთ ამ ბიჭებს/გოგონებს თვალები, ან როდემდე უნდა ვიარო მარტო?! მსგავსი შეკითხვები გარშემო ხშირად გვხვდება, ისევე, როგორც ქორწინებას, ან უბრალოდ სასიყვარულო ურთიერთობას მოწყურებული გოგო-ბიჭები, ვიმეორებ: გოგონებიც და ბიჭებიც, მათი რაოდენობა არც ისე მცირეა, თუმცა ისინი მაინც მარტო არიან და ელიან…

  • წლიდან წლამდე
  • ნაოჭიდან ნაოჭამდე
  • თმის ერთი გაცვენილი ღერიდან მეასემდე, სრულ გამელოტებამდე და შემდეგაც…
თუ სადმე ყურს მოვკრავ, რომ სწორი თვითშეფასების ტრენინგი ტარდება – აუცილებლად დავესწრები (იქნებ მეც ვცდები რამეში) და
You must have Flash Player installed in order to see this player.
მინიმუმ მესამედ საქართველოსაც მოვუწოდებ დაესწრონ.
რატომ? პასუხი მარტივია, ყველას პრინცესა და პრინცი გვინდა: მომხიბვლელი გარეგნობის, განათლებული, წარმატებული, კარგი იუმორით, გემოვნებიანი, კომუნიკაბელური და მეგობრული, ნიჭიერი და გვავიწყდება ორი რამ:

1. ამავე კრიტერიუმებით საკუთარი თავის შეფასება, სადაც მომენტალურად დავინახავთ მომაკვდინებელ კონტრასტს
2. და გვავიწყდება ისიც,
რომ მოლოდინის რეჟიმში მყოფი ადამიანი უამრავია, ამ ფოტორობოტის სრულად დამკმაყოფილებელი კი – მხოლოდ ერთი, გურამ შეროზია და ისიც დაკავებული.

ხუმრობა იქით იყოს და საკითხს მეორე მხრიდან თუ შევხედავთ სრულიად საპირისპირო შედეგს მივიღებთ: ჩვენ ყველანი პრინცები/პრინცესები ვართ, მერე რა, რომ ცხენის ნაცვლად გაქუცულ ვირზე ვზივართ, ან ჩვენი სასურველობა უბრალოდ აქსიომაა, რომელიც უტყუარ მოცემულობად გვაქვს მიღებული და დამადასტურებელი არგუმენტები არც კი გვაინტერესებს. დაგვაინტერესებს და მით უარესი ჩვენთვის, ისინი უბრალოდ არ
არსებობენ.

  • რას ჰგავს ეს, საერთოდ არ არის ლამაზი – იწუნებს მორიგი პრინცი/პრინცესა და ავიწყდება, რომ თვითონ ათჯერ უფრო ულამაზოა
  • სხვის მუცელზე ზედმეტი ცხიმი გრამების სიზუსტით გვხვდება თვალში და საკუთარზე კილოგრამებს და ნაკეცებსაც ვერ ვხედავთ
  • სხვისი კბილების ფერთა გამა დეტალებში გვაქვს შესწავლილი და კომენტარებსაც ხმამაღლა ვაკეთებთ, როცა შეიძლება ჩვენ საერთოდ არც გვქონდეს კბილები… და მრავალი სხვა!
  • მე მხოლოდ განათლებული "მეორე ნახევარი" შემეფერება – გავიძახით ხმამაღლა, როცა ჯამში ორი წიგნი გვაქვს
    წაკითხული და/ან დათვალიერებული: დედა ენა და კამა სუტრა.
  • გვერდით წარმატებული ადამიანი მჭირდება! ვამბობთ და ჯერ კიდევ გაურკვეველ "მეგზურს" წინასწარ ვაკისრებთ ჩვენი რჩენის ვალდებულებას

გარეგნული ნიშნით აპელირება, თუ დისკრიმინაცია მარაზმია, დამეთანხმებით, მაგრამ გაუგებარი, რატომ ვიმსახურებთ ყველანი იდეალურებს, ამ შემთხვევაში გარეგნულად, როცა იდეალურთან ახლოსაც კი არ ვართ არსებული მონაცემით და სხვა შემთხვევაში – ათასი სხვა კრიტერიუმითაც.

მოდით, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ერთად დავეშვათ მიწაზე. უფრო დანარცხების ფორმატში გამოგვივა და გვეტკინება კიდეც, მაგრამ სჯობს ერთხელ გვეტკინოს ძალიან, ვიდრე მთელი ცხოვრება ყრუ ტკივილში გავატაროთ და ჩვენთან მოსული ერთადერთი პრინცი/პრინცესა არც ისე ელეგანტურ შავ სამოსში გამოწყობილი სიკვდილი აღმოჩნდეს.

P.S. იმასაც ვერ ვხვდები, რატომ არის ვინმეს "პოვნა" ადამიანების ნაწილის ცხოვრების კრედო, როცა თავისუფლებაშიც არანაკლები (ზოგჯერ მეტი) ბედნიერებაა… ეს სტატია მათთვისაა, ვინც ეძებს, ეძებს და ვერ პოულობს, უფრო სწორად ელოდება და ჰორიზონტზე არაფერი ჩანს.

გურამ შეროზიას ბლოგი

 

gogi
23 თებერვალი 2017 09:19
გურამ ზალიან მომწონს ეს და სხვა შენი წერილები, საინტერესო და გარკვეულ წილად ჩემეულიც, სწორია ზოგი ასე იტყვის, ზოგიც ისე, ცხოვრება კი მიდის
eka
26 ნოემბერი 2016 20:24
აქ ვიღაცა სისულელეებს აფრქვევს,არ გათხოვდეს და შვილი გააჩინოსო.აბა კითხოს მერე იმ ბავშვს(განსაკუტრებით ტუ ბიჭია) უნდა უმამოდ ცხოვრება?და საერთოდაც ვერ ვიტან მხოლოდ ქალების გაზრდილ ბიჭებს.არასრულფასოვნები არიან.სადაც ბიჭი იზრდება,იქ აუცილებლად უნდა იყოს კაცი.
შინაბერას დედა
23 ნოემბერი 2016 20:57
ჩემი შვილი უმალ მიხვდება რომ ეს ჩემი დაწერილია,მაგრამ მაინც ვწერ.სკოლაში ბრწყინავდა, უნივერსიტეტშიდაც ძალიან კარგად სწავლობდა, ლექტორები ეუბნებოდნენ , რომ მას დახვეწილი ანალიტიკური აზროვნება ქონდა და თქვენ რა გგონიათ მე მიხაროდა? პირველი წინააღმდეგობა პროფესიის არჩევის დროს გამიწია, უხმოდ დავეთანხმე, ვიცოდი ვერას გავხდებოდი, დაამთავრა უნივერსიტეტი და წავიდა სკოლაში მასწავლებლად. ხალხი ხელებს ირტყამდა თავში ეს რა გააკეთაო, მაგრამ ყურსაც არ უგდებდა მათ გოდებას. 26 წელია სკოლაში მუშაობს, ვინც მხვდება რა ქენი ქალო, რატომ არ გაათხოვეო ეს გოგო, ვერ გავათხოვე, საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოვძებნე კაცი, რომელიც მას მოეწონა, ერთი ბიჭი მოეწონა, უთხრეს იმ ბიჭს მგონია მოეწონე და სთხოვეო ხელი, რას ამბობ, მაგისთანა ქალს სხვანაირი მოვლა უნდა, მაგის თავი სად მაქვსო. ამ დროს სულ არ არის ასე წარმოუდგენლად განსაკუთრებული, ძალიან მინდა გავათხოვო, მაგრამ ისეთს ეძებს ახლა ისეთები აღარ არიან, არა და ძალიან მინდა გავათხოვო....
mirabellas
17 ნოემბერი 2016 17:36
ქალს არ აქვს უფლება შვილს გადაუწყვიტოს უმამოდ ცხოვრება. შენი სიამოვნების გამო ანუ შვილი მოგინდა ერთ დღეს და ასე გააჩინო უმამოდ, მგონი მაგარი უპასუხიმგებლობაა. მარტო ქალი ვერ გაზრდის სრულფასოვან ადამიანს. ;) ყველა იმსახურებს ოჯახს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა