მშობლების კისერზეა მოტაცებული გოგოს ცოდვა, რომელიც მოძალადესთან იმიტომ დატოვეს, "ხალხს" რომ არ ეფიქრა, სექსი ჰქონდაო
მშობლების კისერზეა მოტაცებული გოგოს ცოდვა, რომელიც მოძალადესთან იმიტომ დატოვეს, "ხალხს" რომ არ ეფიქრა, სექსი ჰქონდაო
მშობლებო, თავი დაგვანებეთ ზრდასრულ შვილებს!

29 წლის მანძილზე იმდენ გაუბედურებულ, ჩარჩოებში მოქცეულ, სხვისი სურვილებით მცხოვრებ, დაკომპლექსებულ ადამიანს შევხვდი, რომ… და დღესაც, მაჟრიალებს, როცა ყურში შემდეგი ფრაზები მხვდება (განსაკუთრებით 25+ ასაკის ადამიანებისგან.


  • მამაჩემი არ მიშვებს
  • აუ, დედაჩემმა არ გაიგოს
  • სიგარეტიანს ნუ მიღებ ფოტოს, სახლში არ იციან
  • დედაჩემს არ მოსწონს ჩემი გოგო/ბიჭი და რა ვქნა
  • ოჯახს ვერ შევარცხვენ…

პრობლემა შვილებშიც არის, გეთანხებით, მაგრამ რატომ არ შევიძლია შევიგნოთ, რომ ზრდასრულ ადამიანებს გვაქვს უფლება
ვიცხოვროთ ჩვენი, მხოლოდ ჩვენი და არა მშობლების, ნათესავების და მეზობლების ბედნიერებისთვის.

შვილი არ არის სათამაშო და არც დეკორაცია ჩვენი ცხოვრების, მათ საკუთარი სურვილები, მისწრაფებები და მიზნები აქვთ, რომლებსაც სამწუხაროდ ეგოისტი მშობლები ვერ ან არ ხედავენ და საკუთარ პრინციპებს სწირავენ.

მუცლად ყოფნის შემდეგ, დაბადებისას დედა და
შვილი ხდებიან დამოუკიდებელი ინდივიდები, ვჭრით ჭიპლარს მარტივად, თუმცა ამავე ჭიპლარის ფსიქოლოგიური გადაჭრა გაცილებით მძიმე და რთული პროცედურაა.

  • ხალხი რას იტყვის? - ამ ფრაზის გაგონებისას ჟრუანტელი მივლის და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იყოს შენი შვილის ბედნიერებაზე გაცილებით (ან თუნდაც ოდნავ) ძვირფასი, ნაცნობი თუ უცნობი საზოგადოების აზრი!

ძვირფასო დიქტატორო მშობლებო:

  • სწორედ თქვენს კისერზეა თქვენი მოტაცებული გოგონას ცოდვა, რომელიც პოტენციურ ქმართან მხოლოდ იმიტომ დატოვეთ, რომ "ხალხს" არ ეფიქრა, რომ სექსი ჰქონდა.
  • იმ დაქორწინებული გოგონას ცოდვაც, რომელსაც აიძულებთ ქმრის ფიზიკური თუ მორალური აგრესია აიტანოს, იმის შიშით, რომ განქორწინებული ქალის შებღალული სახელით ისევ და ისევ თქვენ არ "შეგარცხვინოთ"
  • იძულებით "დაოჯახებული" და ვერ დაშორებული, მოკლული თუ მკვლელი შვილების უბედურებაც
  • ის ბავშვებიც, რომელთა გამოც ოჯახის დანგრევას ეწინააღმდეგებით, უფრო სწორად თქვენს უგულობას "აპრავებთ", დარწმუნებული ვარ - ასევე ფეხებზე გკიდიათ და ისევ საზოგადოების აზრის შიშამდე მივდივართ. თქვენ რომ ბავშვი იყოთ, რომელს აირჩევდით, ორ ბედნიერ მშობელს ცალცალკე, თუ - ერთად, ყოველდღე ცემა ტყეპის თუ კივილ-წივილის სცენებით? უნდათ რო ბავშვებს ასეთი "ოჯახი"? გიფიქრიათ, რომ ასეთი ბავშვებიც პოტენციურ მოძალადეებად ყალიბდებიან და ეს მოჯადოვებული ჯაჭვი უსასრულოდ გრძელდება?
  • თქვენი უბედური ბიჭის ცხოვრების სიმძიმეც თქვენს კისერზეა, რომელსაც ცოლი თქვენი ხელით მოუყვანეთ, რომ შესაფერისობის პრინციპი დაგეცვათ და მისი ბედნიერებაც ფეხებზე გკიდიათ
  • ბავშვობაში ხომ გიყვარდით, ხომ გვანუგეშებდით, როცა რამე გვტკიოდა, გვივლიდით, ჩვენზე ზრუნავდით, შემდეგ რა მოხდა? ისევ ჩვენივე ბედნიერებაზე ზრუნავთ? ჩვენზე უკეთ იცით, რა არის ჩვენი პრიორიტეტები და ბედნიერების განმაპირობებელი კრიტერიუმები?

იქნებ დაფიქრდეთ, თქვენ ბედნიერი ხართ ამ ყველაფრით? განსაკუთრებით, როცა საზოგადოება ასეც და ისეც, თქვენზე მაინც იჭორავებს და პლუს გაუბედურებული შვილები გრჩებათ ხელში?

გავმეორდები, ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის დეფიციტის მქონე ახალგაზრდების პრობლემაა, რომლებსაც არ შეუძლიათ უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ სახლიდან, როცა მშობლებს მათი ბედნიერება საერთოდ არ ადარდებთ და საკუთარ "პრესტიჟს" შვილების ცხოვრებას სწირავენ. თუნდაც დამოუკიდებელი იყო და ყველაფერს ისე აკეთებდე, როგორც გინდა - მაინც საშინლად დამთრგუნველია, როცა ყოველ საღამოს ვიღაც, დედად თუ მამად წოდებული დაგჩხავის, რომ შენ მათ ოჯახს არცხვენ, მხოლოდ იმიტომ, სახლში გვიან მოდიხარ და ამას მეზობლები ხედავენ, ან დადიხარ ხშირად საყვარელ ადამიანთან ერთად და რამე არ იფიქროს ხალხმა, ან შენი რჩეული საზოგადოებისთვის "უღირსია"…

და მრავალი სხვა მარაზმი.

ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ ვგრძნობ, როგორ გამიმართლა და რამდენად კარგ და პროგრესულ ოჯახში გავიზარდე.

მადლობა ჩემ მშობლებს, მაგრამ რა დააშავეს იმ შვილებმა, რომლებსაც მშობლების ნაცვლად - საზოგადოების/ხალხის დაკრულზე მოცეკვავე ადამიანები შეხვდნენ?!

დაგვანებეთ თავი და თუ გვაჩენთ, დაგვიტოვეთ უფლება ვიცხოვროთ ჩვენი კომფორტის ზონაში და ვიყოთ ბედნიერები, ან საერთოდ ნუ გაგვაჩენთ.

გურამ შეროზიას ბლოგი
მკითხველის კომენტარი (66)
თამარა
25 ნოემბერი 2016 11:46
შვილს 10 წლის ასაკში უნდა ასწავლო კარგის და ცუდის გარჩევა. უნდა ასწავლო რომ კაცი და ქალი თანასწორია. ორივე უნდა იყოს რეალიზებული და ბედნიერი. ორივე ერთნაირად არის პასუხისმეგებლი რომ სახლში იყოს ბედნიერება. ორივე უნდა მოუშაობდეს, ალაგებდეს სახლს, რეცხავდეს და ხეხავდეს, ასეირნებდეს ძაღლს. რომ აუცილებელი არ არის იჯახის შექმნიდან 3 წელიწადში ყავდეთ 3 შვილი. რომ შეცდომა ყველას მოსდის და ყოველთვის შეიძლება მისი გამოსწორება. რომ არავის გამო არ უნდა თქვას უარი საკუთარ ბედნიერებაზე. გაუშვით შვილები 18 წლის რომ გახდებიან, მაგრამ მანამდე აღზარდეთ. და თუ თქვენი შვილი ცხოვრებას ვერ ახერხებს, ეს მხოლოდ თქვენი ბრალია, ჩასაფრებული დედიკოების და მამიკოების, სხვის შვილებზე ჭორაობაში რომ საკუთარ შვილებს კარგავთ.
კატო
24 ნოემბერი 2016 13:38
რა კარგი კომენტარი ვნახე...
უნდა გავამეორო:

,,არ დაბლოკოთ!
23 ნოემბერი 2016 19:53
18 წლის შემდეგ წავიდნენ სახლიდან, დაიქირაონ ბინა და იცხოვრონ დამოუკიდებლად. მშობელმა უნდა აჭამოს და ასვას, ჩააცვას და დაახუროს, სწავლის, გართობის ფული გადაუხადოს, ცოლიც მშობლების სახლში უნდა მიიყვანოს და თანაც მშობელმა მოკეტოს, ჩუმად იყოს და ხმა არ ამოიღოს. ასე არ არის, სრულასაკოვნების მერე მიბრძანდით სახლიდან, ასეთ შემთხვევაში თქვენს ჭკუაზე იცხოვრებთ!"

ძაან მაგარია
აბა შვილებო, რომელსაც თქვენს ჭკუაზე გაწყობთ ცხოვრება, ესეც გაითვალისწინეთ.
ციცო
24 ნოემბერი 2016 12:46
ბატონო გურამ თქვენმა შვილმა რომ ქუჩის მეძავი ცოლად მოიყვანოს და გითხრათ ეს ჩემი არჩევანია და პატივი ეციო? გესიამოვნებათ? ან გოგონა რომ ნარკომანს გაყვეს საყვედურსაც არ ეტყვით იმის გამო რომ არასწორი არჩევანი გააკეთა, თუ სიძესთან თქვენთც სიამოვნებით გააბოლებთ ან ,,გაიჩხირავთ""?რას გვერჩით მშობლებს, განა ცხოვრებისეული გამოცდილება საკმარისი არ არის იმისათვის რომ შვილებს სწორ გზაზე სიარული მივუთითოთ? დღეს ის ცხოვრება არ არის ძალით ვინმე გაათხოვონ ან ძალით ცოლი მოაყვანინონ. მაგრამ მთელი ცხოვრება ხომ თხოვა-გათხოვება არ არის? ცხოვრება არის სწავლა, განათლება, შრომა, შენება და ყველა ამ საქმეში ახალგაზრდებს მშობლების რჩევა და თანადგომა სჭირდებათ. თავისუფლება კარგია, მაგრამ ბუნებაში თავისუფალი და დამოუკიდებელი არაფერი არ არსებობს
R
24 ნოემბერი 2016 10:54
ბატონი შეროზია წარსულშია ჩარჩენილი. "სწორედ თქვენს კისერზეა თქვენი მოტაცებული გოგონას ცოდვა, რომელიც პოტენციურ ქმართან მხოლოდ იმიტომ დატოვეთ, რომ "ხალხს" არ ეფიქრა, რომ სექსი ჰქონდა" - ეს ეხლა არ ხდება ან თითქმის არ ხდება. დაგვიანებული "კულტურტრეგერი"!))))
avtors
24 ნოემბერი 2016 10:08
რასაც ეს გურამ შეროზია წერს, ბოდიალია და მეტი არაფერი. შვილს რომ სიგარეთის მოწევა დაუშალო და უთხრა, რომ ეს მავნებელია ჯანმრთელობისათვისდა გააკონტროლო, ეს დიქტატია? შვილს რომ ურჩიო, რომ ნარკომანს და ქურდული მენტალიტეტის მქონეს არ გაჰყვეს ცოლად და ცხოვრება არ აირიოს, ესეც დიქტატია? ახალგარზრდებს რა გამოცდილება აქვთ ცხოვრებისეული იმნაირი, რომ შეცდომა არ დაუშვან მომავალი გზის არჩევაში. ისინი რომ თავის ნებაზე მიუშვა, ცხრა-ცხრაჯერ გათხოვდებიან და გაცილდებიან ცოლებს. იქნებ ეს მოსწონს ავტორს, 15 წლის ბავშვები, რომ ქმნიან ოჯახებს ერთი ღამის გულისთვის და მერე ცალ-ცალკე გარბიან და ახალ თაყვანისმცემლებს ეძებენ? შვილები კი უმამოდ იზრდებიან და თავიდანვე კომპლექსდებიან? შენ შვილს რას ურჩედი შეროზია, სიგარეტი მოსწიოს, წამალსაც გაუსინჯოს გემო, სანამ გათხოვდება, ერთი ათ კაცთან მაინც გაიზიაროს სარეცელი, სექსუალურად თუ ეწყობიან ერთმანეთს, თუ რას?
ადამიანი
24 ნოემბერი 2016 09:51
ვაშა !! გურამა გამოჩნდა :))))
gautxovari
24 ნოემბერი 2016 09:15
მართალს წერს ეს კაცი

ამგვარი მიდგომის გამო ბევრი უგვანი ოჯახია დღეს ჩვენ ქვეყანაში

და ამგვარი ჩამოუყალიბებელი ოჯახები კარგ მოქალაქეს ვერ გაზრდიან
eteri
24 ნოემბერი 2016 02:23
იცეტ გაუბედურებულ და დაკცეულ კვეყანასჰი ,ცადაც ყოველდგე მკვლელობა ,გაუპატიურება და ატაცი უბედურება ხდება,როგორ უნდა მიცე სჰვილც ტავიცუპლება და გამიც 12 ა, 1 ცაატამდე კუცჰასჰი ყოპნიც ნება,მე არ ვეტანხმები ავტორც
თ49
24 ნოემბერი 2016 00:52
გურამ!ასეთი ბლოგებით შენ რეიტინგს ვერ აიმაღლებ.ნუ ცდილობ მშობლებსა შვილებს შორის უფსკრულის გაჩენას და გაღრმავებას.შენ რომ "სტაჟიანი"მშობელი გახდები,მაშინ დაწერე ასეთი სტატია.როგორ ოჯახში გაიზარდე!?....
24 ნოემბერი 2016 00:23
ვაი საცოდავო მშობლებო.როგორ გინდა უყურო მშვიდად როგორ იტეხავენ შვილები კისერს.წლების შემდეგ გადააფასებენ და შემდეგ მიხვდებიან როგორ ცდებოდნენ..რატომღაც იგავი გამახსენდა გოდორზე.....წლების შემდეგ დაგჭირდებათ.....საზოგადოების აზრის გამო შვილის უღირსთან დატოვება კი შეცდომად მიმაჩნია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები