მშობლების კისერზეა მოტაცებული გოგოს ცოდვა, რომელიც მოძალადესთან იმიტომ დატოვეს, "ხალხს" რომ არ ეფიქრა, სექსი ჰქონდაო
მშობლების კისერზეა მოტაცებული გოგოს ცოდვა, რომელიც მოძალადესთან იმიტომ დატოვეს, "ხალხს" რომ არ ეფიქრა, სექსი ჰქონდაო
მშობლებო, თავი დაგვანებეთ ზრდასრულ შვილებს!

29 წლის მანძილზე იმდენ გაუბედურებულ, ჩარჩოებში მოქცეულ, სხვისი სურვილებით მცხოვრებ, დაკომპლექსებულ ადამიანს შევხვდი, რომ… და დღესაც, მაჟრიალებს, როცა ყურში შემდეგი ფრაზები მხვდება (განსაკუთრებით 25+ ასაკის ადამიანებისგან.


  • მამაჩემი არ მიშვებს
  • აუ, დედაჩემმა არ გაიგოს
  • სიგარეტიანს ნუ მიღებ ფოტოს, სახლში არ იციან
  • დედაჩემს არ მოსწონს ჩემი გოგო/ბიჭი და რა ვქნა
  • ოჯახს ვერ შევარცხვენ…

პრობლემა შვილებშიც არის, გეთანხებით, მაგრამ რატომ არ შევიძლია შევიგნოთ, რომ ზრდასრულ ადამიანებს გვაქვს უფლება
ვიცხოვროთ ჩვენი, მხოლოდ ჩვენი და არა მშობლების, ნათესავების და მეზობლების ბედნიერებისთვის.

შვილი არ არის სათამაშო და არც დეკორაცია ჩვენი ცხოვრების, მათ საკუთარი სურვილები, მისწრაფებები და მიზნები აქვთ, რომლებსაც სამწუხაროდ ეგოისტი მშობლები ვერ ან არ ხედავენ და საკუთარ პრინციპებს სწირავენ.

მუცლად ყოფნის შემდეგ, დაბადებისას დედა და
შვილი ხდებიან დამოუკიდებელი ინდივიდები, ვჭრით ჭიპლარს მარტივად, თუმცა ამავე ჭიპლარის ფსიქოლოგიური გადაჭრა გაცილებით მძიმე და რთული პროცედურაა.

  • ხალხი რას იტყვის? - ამ ფრაზის გაგონებისას ჟრუანტელი მივლის და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იყოს შენი შვილის ბედნიერებაზე გაცილებით (ან თუნდაც ოდნავ) ძვირფასი, ნაცნობი თუ უცნობი საზოგადოების აზრი!

ძვირფასო დიქტატორო მშობლებო:

  • სწორედ თქვენს კისერზეა თქვენი მოტაცებული გოგონას ცოდვა, რომელიც პოტენციურ ქმართან მხოლოდ იმიტომ დატოვეთ, რომ "ხალხს" არ ეფიქრა, რომ სექსი ჰქონდა.
  • იმ დაქორწინებული გოგონას ცოდვაც, რომელსაც აიძულებთ ქმრის ფიზიკური თუ მორალური აგრესია აიტანოს, იმის შიშით, რომ განქორწინებული ქალის შებღალული სახელით ისევ და ისევ თქვენ არ "შეგარცხვინოთ"
  • იძულებით "დაოჯახებული" და ვერ დაშორებული, მოკლული თუ მკვლელი შვილების უბედურებაც
  • ის ბავშვებიც, რომელთა გამოც ოჯახის დანგრევას ეწინააღმდეგებით, უფრო სწორად თქვენს უგულობას "აპრავებთ", დარწმუნებული ვარ - ასევე ფეხებზე გკიდიათ და ისევ საზოგადოების აზრის შიშამდე მივდივართ. თქვენ რომ ბავშვი იყოთ, რომელს აირჩევდით, ორ ბედნიერ მშობელს ცალცალკე, თუ - ერთად, ყოველდღე ცემა ტყეპის თუ კივილ-წივილის სცენებით? უნდათ რო ბავშვებს ასეთი "ოჯახი"? გიფიქრიათ, რომ ასეთი ბავშვებიც პოტენციურ მოძალადეებად ყალიბდებიან და ეს მოჯადოვებული ჯაჭვი უსასრულოდ გრძელდება?
  • თქვენი უბედური ბიჭის ცხოვრების სიმძიმეც თქვენს კისერზეა, რომელსაც ცოლი თქვენი ხელით მოუყვანეთ, რომ შესაფერისობის პრინციპი დაგეცვათ და მისი ბედნიერებაც ფეხებზე გკიდიათ
  • ბავშვობაში ხომ გიყვარდით, ხომ გვანუგეშებდით, როცა რამე გვტკიოდა, გვივლიდით, ჩვენზე ზრუნავდით, შემდეგ რა მოხდა? ისევ ჩვენივე ბედნიერებაზე ზრუნავთ? ჩვენზე უკეთ იცით, რა არის ჩვენი პრიორიტეტები და ბედნიერების განმაპირობებელი კრიტერიუმები?

იქნებ დაფიქრდეთ, თქვენ ბედნიერი ხართ ამ ყველაფრით? განსაკუთრებით, როცა საზოგადოება ასეც და ისეც, თქვენზე მაინც იჭორავებს და პლუს გაუბედურებული შვილები გრჩებათ ხელში?

გავმეორდები, ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის დეფიციტის მქონე ახალგაზრდების პრობლემაა, რომლებსაც არ შეუძლიათ უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ სახლიდან, როცა მშობლებს მათი ბედნიერება საერთოდ არ ადარდებთ და საკუთარ "პრესტიჟს" შვილების ცხოვრებას სწირავენ. თუნდაც დამოუკიდებელი იყო და ყველაფერს ისე აკეთებდე, როგორც გინდა - მაინც საშინლად დამთრგუნველია, როცა ყოველ საღამოს ვიღაც, დედად თუ მამად წოდებული დაგჩხავის, რომ შენ მათ ოჯახს არცხვენ, მხოლოდ იმიტომ, სახლში გვიან მოდიხარ და ამას მეზობლები ხედავენ, ან დადიხარ ხშირად საყვარელ ადამიანთან ერთად და რამე არ იფიქროს ხალხმა, ან შენი რჩეული საზოგადოებისთვის "უღირსია"…

და მრავალი სხვა მარაზმი.

ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ ვგრძნობ, როგორ გამიმართლა და რამდენად კარგ და პროგრესულ ოჯახში გავიზარდე.

მადლობა ჩემ მშობლებს, მაგრამ რა დააშავეს იმ შვილებმა, რომლებსაც მშობლების ნაცვლად - საზოგადოების/ხალხის დაკრულზე მოცეკვავე ადამიანები შეხვდნენ?!

დაგვანებეთ თავი და თუ გვაჩენთ, დაგვიტოვეთ უფლება ვიცხოვროთ ჩვენი კომფორტის ზონაში და ვიყოთ ბედნიერები, ან საერთოდ ნუ გაგვაჩენთ.

გურამ შეროზიას ბლოგი
მკითხველის კომენტარი (66)
...
23 ნოემბერი 2016 23:43
Shvils roca damoukidebloba unda,mashin damoukidebladac unda iarsebos.
...
23 ნოემბერი 2016 23:32
Mshoblebis asrs ar gaucion angarishi.?ase ratom unergavt axalgasrdebs.gansacdelshi yvela miatovebs.mshobeli ki shvils arasodes ar sheaqcevs surgs.martalia sxvisi asris gamo mec bevrjer davsaralebulvar,magram maincmimahnia,shvils mshobelse uketesi mrheveli ar yavs.kargia tu ertmanetis asrs ccemen pativs.asec minaxia ,upatronos bevrjer rom moutexia kiseri.
naTia
23 ნოემბერი 2016 20:38
მშობლების უპირველესი მოვალეობაა თავად ჰქონდეთ ერთმანეთთან, ქმარს და ცოლს კარგი ურთიერთობა, თუ უფროსები ერთმანეთს პატივს სცემენ, ერთმანეთზე ზრუნავენ და ერთმანეთის აზრს ითვალისწინებენ მათი შვილები ძალიან იშვიათ შემთხვევაში იზრდებიან თავნებები და უხეშები. თუ შვილი ხედავს იმას სანამ მამა არ მოვა დედა Fანჯარასთან დგას და ელოდება,ის არასდროს არ დაიგვიანებს სახლში მისვლას, თუ მამას დედა ყოველ დღე ახვედრებს სადილს, არ აცმევს დაჭმუჭნულ და დახეულს, მის მეგობრებს პატივს სცემს და მის გარეშე არასდროს არ დადის არსად, შვილი მათ ასეთ დამოკიდებულებას ყოველთვის გაუწევს ანგარიშც. თუ ერთი მეოთხედი, დედა მიდის სკოლაში და კითხულობს შვილის ამბავს და მერე მეოთხედი მამა აკითხავს, ამასაც ყურადღებად უთვლის ბავშვი და ცდილობს ორივეს ანგარიში გაუწიოს. ახლა დაქორწინებაზე ვთქვაY|თ ერთი სიტყვა, სანამ გათხოვდებით იკითხეთ ვინ არის თქვენი რჩეულის დედა, განსაკუთრებით ვაჟის, შვილები მშობლების განმეორებაა, ისინი თითქმის ყველა ჩვევით ემსგავსებიან მათ და განსაკუთრებით დედას.15 16 წლის ასაკში მივეცი ჩემს შვლებს თავიანთი დამოუკიდებელი აზრით მოქმედება, არცერთისთვის არასდროს არ მიმიცია შენიშვნა, ყველგან სადაც კი ვხვდებოდით ერთად, მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რა კარგი აღზრდილები არიანო, ჩემს ვაჟს ხშირად ირჩევდნენ თამადად და ერთერთის მეგობრის დედამ მითხრა, რა ბედნიერი ქალი ხარო. მე არ ვიცი ამას რატომ მეუბნებოდა, მაგრამ მე მინდა თქვენ გითხრათ, თქვენ, მეუღლეები უნდა იყოთ ერთმანეთთან კარგად და შვილები თავად გაიზრდებიან ისეთები როგორიც საჭიროა.თუ გათხოვებისას შვილის გულისთქმას არ უსმენს მისი დედა, თქვენ მოგისმენთ? F\ფრთხილად გოგოებო, მშობლებს მეტი ესმით თქვენზე, მათ მეტი ნახეს და განიცადეს, ხანდახან მათაც უნდა მოუსმინოთ.
qabato
23 ნოემბერი 2016 20:32
სრული თავისუფლება--გიჯებს შეიძლება ქონდეთ!!პირადად ძალიან მეგობრულად ვზრდიდი 3 შვილს და ყველას მისი ნიჭის მიხედვით ვუწყობდი ხელს მაგრამ რა შედეგი??თავისუფლება ისე ბოროტად გამოიყენეს --მეც დამღუპეს და საკუთარი თავებიც!!ყველაფერი გაანიავეს ,რასაც 50 წელი ვიძენდი--დარჩნენ უბინაოდ, ბიჭმა კაზინოში წააგო--გაყიდა ჩემი აშენებული ბინა--ვალი დაფარა და რაც დარჩა ის ცოლმა წაართვა!!გოგომ გაყიდა ჩემი ნაყიდი ბინა --მშენებარე ბინაში შევიდა--ფული გაუსესხებია--ვერ შეიტანა 3 თვე თანხა და 8 000-- $--ც დაკარგა და ბინაზე უფლებაც!!მე 10 წელია წასული ვარ--(უფროს შვილს დასჭირდა,რომელიც 2002 წელს წავიდა საზღვარგარეთ) გამომიყენა და მიმაგდო ბედის ანაბარა!!აი ეგაა თქვენი თავისუფლება!!შეროზია--ჯერ ცხოვრება შეისწავლე და მერე დამოძრვრე ხალხი!!დილეტანტი ხარ ამ საქმეში და შეეშვი!!
არ დაბლოკოთ!
23 ნოემბერი 2016 19:53
18 წლის შემდეგ წავიდნენ სახლიდან, დაიქირაონ ბინა და იცხოვრონ დამოუკიდებლად. მშობელმა უნდა აჭამოს და ასვას, ჩააცვას და დაახუროს, სწავლის, გართობის ფული გადაუხადოს, ცოლიც მშობლების სახლში უნდა მიიყვანოს და თანაც მშობელმა მოკეტოს, ჩუმად იყოს და ხმა არ ამოიღოს. ასე არ არის, სრულასაკოვნების მერე მიბრძანდით სახლიდან, ასეთ შემთხვევაში თქვენს ჭკუაზე იცხოვრებთ!
nukolozi
23 ნოემბერი 2016 19:16
Vai guramchik.rava yvelafers godousvi xazi bicho? Me sofelshi vcxovrob cnobisatvis.sami taoba vart ertad.mec vartmev mamachems pensiis fuls xandaxan da sulac ar mrcxvenia amis tkmis.ratom vartmev? Imitom rom ojaxs chirdeba.mec vxarjav chems xelfass mistvis da sulac ar vuyenebt angarishebs ertmanets.ar vkadreb amas chvens ojaxs! Chiplari axsene wegan da me var mibmuli im udidesi chiplarit im udides sagandzurs rasac ojaxi qvia.es chiplari ki siyvarulia!!! Coli rom momyavda saqmis yursshi chavayene da tavadac ar dauwyia nataciebi,ar mkadrebda da imitom!!! Jvriswerit noviyvane meugle shin.sxvatashoris qalishvili da qorwinebamde ar gvqonia sexi. Ubralo eklesiashi daviweret jvari. erti ubralo "gawewili mgvdeli"asrulebda am saidumlos.nanao ronelic dzalian gviyvars ara imitom mxolod rom is namaoa,aramed imitom rom zbeobis etalobia.dges ertad vcxovrobt ojaxshi sami taoba.me meugkit,ori patara da chemi mshoblebi.ici ntel shen vlogs ra mirchevnia? Siyvarulit natkvami:"rogora xar dee?" damijere es metad migirss
edka
23 ნოემბერი 2016 16:43
ეჰ, გურამ -გურამ, მაგას თუ ვერ ხვდები რატომ უშლიან შვილებს, მშობლები, ცუდი საქმის კეთებას, უფროსწორად ჰოლივუდურ მიმბაძველობას, რაღაზე უნდა გელაპარაკოს და აგიხსნას კაცმა.
nino
23 ნოემბერი 2016 16:37
რატომ ეჩხუბებით და ამცირებთ ავტორს, რა მართალს არ წერს? ის რა თემასაც შეეხო სამწუხაროდ ბევრგან კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში და თუ თქვენ ეს არ გეხებათ არ ნიშნავს რომ არავის აწუხებს. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.
მარი
23 ნოემბერი 2016 14:32
100%-ით ვეთანხმები Gia-ს.მარტო უფლებებში ერკვევიან, მოვალეობებში მოიკოჭლებენ!
:-)
23 ნოემბერი 2016 14:23
გურამ კარგად დაუკვირდი სანამ დაწერ რამეს,ოთხმოციანებში მსგავსი რამ ხშირი იყო,დღეს სხვა პრობლემები გვაქვს აშკარად...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები