მშობლების კისერზეა მოტაცებული გოგოს ცოდვა, რომელიც მოძალადესთან იმიტომ დატოვეს, "ხალხს" რომ არ ეფიქრა, სექსი ჰქონდაო
მშობლების კისერზეა მოტაცებული გოგოს ცოდვა, რომელიც მოძალადესთან იმიტომ დატოვეს, "ხალხს" რომ არ ეფიქრა, სექსი ჰქონდაო
მშობლებო, თავი დაგვანებეთ ზრდასრულ შვილებს!

29 წლის მანძილზე იმდენ გაუბედურებულ, ჩარჩოებში მოქცეულ, სხვისი სურვილებით მცხოვრებ, დაკომპლექსებულ ადამიანს შევხვდი, რომ… და დღესაც, მაჟრიალებს, როცა ყურში შემდეგი ფრაზები მხვდება (განსაკუთრებით 25+ ასაკის ადამიანებისგან.


  • მამაჩემი არ მიშვებს
  • აუ, დედაჩემმა არ გაიგოს
  • სიგარეტიანს ნუ მიღებ ფოტოს, სახლში არ იციან
  • დედაჩემს არ მოსწონს ჩემი გოგო/ბიჭი და რა ვქნა
  • ოჯახს ვერ შევარცხვენ…

პრობლემა შვილებშიც არის, გეთანხებით, მაგრამ რატომ არ შევიძლია შევიგნოთ, რომ ზრდასრულ ადამიანებს გვაქვს უფლება
ვიცხოვროთ ჩვენი, მხოლოდ ჩვენი და არა მშობლების, ნათესავების და მეზობლების ბედნიერებისთვის.

შვილი არ არის სათამაშო და არც დეკორაცია ჩვენი ცხოვრების, მათ საკუთარი სურვილები, მისწრაფებები და მიზნები აქვთ, რომლებსაც სამწუხაროდ ეგოისტი მშობლები ვერ ან არ ხედავენ და საკუთარ პრინციპებს სწირავენ.

მუცლად ყოფნის შემდეგ, დაბადებისას დედა და
შვილი ხდებიან დამოუკიდებელი ინდივიდები, ვჭრით ჭიპლარს მარტივად, თუმცა ამავე ჭიპლარის ფსიქოლოგიური გადაჭრა გაცილებით მძიმე და რთული პროცედურაა.

  • ხალხი რას იტყვის? - ამ ფრაზის გაგონებისას ჟრუანტელი მივლის და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იყოს შენი შვილის ბედნიერებაზე გაცილებით (ან თუნდაც ოდნავ) ძვირფასი, ნაცნობი თუ უცნობი საზოგადოების აზრი!

ძვირფასო დიქტატორო მშობლებო:

  • სწორედ თქვენს კისერზეა თქვენი მოტაცებული გოგონას ცოდვა, რომელიც პოტენციურ ქმართან მხოლოდ იმიტომ დატოვეთ, რომ "ხალხს" არ ეფიქრა, რომ სექსი ჰქონდა.
  • იმ დაქორწინებული გოგონას ცოდვაც, რომელსაც აიძულებთ ქმრის ფიზიკური თუ მორალური აგრესია აიტანოს, იმის შიშით, რომ განქორწინებული ქალის შებღალული სახელით ისევ და ისევ თქვენ არ "შეგარცხვინოთ"
  • იძულებით "დაოჯახებული" და ვერ დაშორებული, მოკლული თუ მკვლელი შვილების უბედურებაც
  • ის ბავშვებიც, რომელთა გამოც ოჯახის დანგრევას ეწინააღმდეგებით, უფრო სწორად თქვენს უგულობას "აპრავებთ", დარწმუნებული ვარ - ასევე ფეხებზე გკიდიათ და ისევ საზოგადოების აზრის შიშამდე მივდივართ. თქვენ რომ ბავშვი იყოთ, რომელს აირჩევდით, ორ ბედნიერ მშობელს ცალცალკე, თუ - ერთად, ყოველდღე ცემა ტყეპის თუ კივილ-წივილის სცენებით? უნდათ რო ბავშვებს ასეთი "ოჯახი"? გიფიქრიათ, რომ ასეთი ბავშვებიც პოტენციურ მოძალადეებად ყალიბდებიან და ეს მოჯადოვებული ჯაჭვი უსასრულოდ გრძელდება?
  • თქვენი უბედური ბიჭის ცხოვრების სიმძიმეც თქვენს კისერზეა, რომელსაც ცოლი თქვენი ხელით მოუყვანეთ, რომ შესაფერისობის პრინციპი დაგეცვათ და მისი ბედნიერებაც ფეხებზე გკიდიათ
  • ბავშვობაში ხომ გიყვარდით, ხომ გვანუგეშებდით, როცა რამე გვტკიოდა, გვივლიდით, ჩვენზე ზრუნავდით, შემდეგ რა მოხდა? ისევ ჩვენივე ბედნიერებაზე ზრუნავთ? ჩვენზე უკეთ იცით, რა არის ჩვენი პრიორიტეტები და ბედნიერების განმაპირობებელი კრიტერიუმები?

იქნებ დაფიქრდეთ, თქვენ ბედნიერი ხართ ამ ყველაფრით? განსაკუთრებით, როცა საზოგადოება ასეც და ისეც, თქვენზე მაინც იჭორავებს და პლუს გაუბედურებული შვილები გრჩებათ ხელში?

გავმეორდები, ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის დეფიციტის მქონე ახალგაზრდების პრობლემაა, რომლებსაც არ შეუძლიათ უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ სახლიდან, როცა მშობლებს მათი ბედნიერება საერთოდ არ ადარდებთ და საკუთარ "პრესტიჟს" შვილების ცხოვრებას სწირავენ. თუნდაც დამოუკიდებელი იყო და ყველაფერს ისე აკეთებდე, როგორც გინდა - მაინც საშინლად დამთრგუნველია, როცა ყოველ საღამოს ვიღაც, დედად თუ მამად წოდებული დაგჩხავის, რომ შენ მათ ოჯახს არცხვენ, მხოლოდ იმიტომ, სახლში გვიან მოდიხარ და ამას მეზობლები ხედავენ, ან დადიხარ ხშირად საყვარელ ადამიანთან ერთად და რამე არ იფიქროს ხალხმა, ან შენი რჩეული საზოგადოებისთვის "უღირსია"…

და მრავალი სხვა მარაზმი.

ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ ვგრძნობ, როგორ გამიმართლა და რამდენად კარგ და პროგრესულ ოჯახში გავიზარდე.

მადლობა ჩემ მშობლებს, მაგრამ რა დააშავეს იმ შვილებმა, რომლებსაც მშობლების ნაცვლად - საზოგადოების/ხალხის დაკრულზე მოცეკვავე ადამიანები შეხვდნენ?!

დაგვანებეთ თავი და თუ გვაჩენთ, დაგვიტოვეთ უფლება ვიცხოვროთ ჩვენი კომფორტის ზონაში და ვიყოთ ბედნიერები, ან საერთოდ ნუ გაგვაჩენთ.

გურამ შეროზიას ბლოგი
მკითხველის კომენტარი (66)
ობოლი
23 ნოემბერი 2016 14:06
მე მშობლები ცოტა ადრეულ ასაკში საკმაოდ მოულოდნელად დამეღუპა და იძულებული გავხდი მესწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება, თუმცა ადვილი არ იყო იმ ფონზე, რომ ერთი თეთრიც კი არ მქონდა დამოუკიდებლად ნაშოვნი ჩემი მშობლების წყალობით. ალბათ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ ახერხებეს ახალგაზრდობის უმრავლესობა დამოუკიდებლობისაკენ ნაბიჯის გადადგმას, მშობლები კი მოუმზადებელი შვილების მიშვებას.
NINO
23 ნოემბერი 2016 10:56
რეებს ცერტ , დგეს არავის ატხოვებენ ზალიტ. ახლანდელი ტაობა ზალიტ არსად დარჩება. ,,ძვრლმოდური სტატიაა
11
23 ნოემბერი 2016 10:35
რატომ გვახვევ თავზე ავადმყოფურ აზრებს შე .... არ მინდა ცუდი სიტყვა დავწერო. შენთვის შეინახე და შენ შვილს მოუყევი
irakli
23 ნოემბერი 2016 09:57
ძალიან ბნელები ვართ ისევ!
ქართველი
23 ნოემბერი 2016 09:50
ცალმხრივი სტატაა.

ავტორს ოჯახის საზოგადოებისა და ტრადიციების ზოგიერთ უკიდურესობებზე უნდა გაეკეთებინა აქცენტი.

მან კი მშობლები ცალსახად მოძალადეებად გამოიყვანა ისე რომ შვილების პასუხისმგებლობებზე არაფერს იძახის.

ეს პრობლემა ყველა ქვეყანაში მეტნაკლებად შეინიშნება და ძირითადად ფსევდო თავისუფლების მაპროვოცირებელი ღირებულებების გავრცელებასთანაა დაკავშირებული.
მსხვერპლი
23 ნოემბერი 2016 09:28
მეც იძულებით გამათხოვეს.წლების შემდეგ მამამ რომ გაიგოო რა პირობებში. ვცხოვრობდი წნევამ დაარტყადა დაიღუპა.
23 ნოემბერი 2016 05:37
გადაუარა საქართველოს და მშობლების კულტს დედა უტირა, ნუ რაზე წერს ნაკლებ საინტერესოა მისი ტონის მერე, ესს არის საკუთარი აზროს მქონე კი არა ,უბრალოდ ჯიუტი თინეიჯერის ნააზრევი, საერთოდ როცა ერთ მხარეს იცავთ აუცილებელი არაა მეორე გააცამტვეროთ
Mar
23 ნოემბერი 2016 05:17
ვერ გავიგე რას ედავები მშობლებს, ნახევარზე მეტი საქართველ;ოში ახალგაზრდები ანგრევენ ოჯახებს, თავის ნებაზეც დადიან და არც მშობლებს არ ეკითხებიან არაფერს, სიგარეტის მოწევა კი ეს არის ჰიგიენის და ჯანმრთელობისთვის საზიანო, გოგოს რომ ვერ მიეკარები და საშინელი სუნი უდის ეს მოგწონს პირადად შენ?
rrrr
23 ნოემბერი 2016 04:01
მთავარია შვილი აღზარდო და კი არ გაზარდო?თორემ აგერ ქუჩაში იზრდებინ ციგნის ბავშშვები აქეთ იქით.
truker
23 ნოემბერი 2016 02:19
არ ეშვება ეს კაცი ჩურჩუტს .მას არაფერი არ მოწონს.ასეთი წერილები შეიძლება დაძეროს 15 წლის ახალგაზრდამ .რომელმაც ჯერ არ იცის კიდე თეთრი და შავი.კარგად და წესიერად.ამ ხნის კაცს კიდე რა გჭირს შე ოჯახ აშენებულო რო ვერ მოგინელებია ქართველად დაბადება

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები