მშობლების კისერზეა მოტაცებული გოგოს ცოდვა, რომელიც მოძალადესთან იმიტომ დატოვეს, "ხალხს" რომ არ ეფიქრა, სექსი ჰქონდაო
მშობლების კისერზეა მოტაცებული გოგოს ცოდვა, რომელიც მოძალადესთან იმიტომ დატოვეს, "ხალხს" რომ არ ეფიქრა, სექსი ჰქონდაო
მშობლებო, თავი დაგვანებეთ ზრდასრულ შვილებს!

29 წლის მანძილზე იმდენ გაუბედურებულ, ჩარჩოებში მოქცეულ, სხვისი სურვილებით მცხოვრებ, დაკომპლექსებულ ადამიანს შევხვდი, რომ… და დღესაც, მაჟრიალებს, როცა ყურში შემდეგი ფრაზები მხვდება (განსაკუთრებით 25+ ასაკის ადამიანებისგან.


  • მამაჩემი არ მიშვებს
  • აუ, დედაჩემმა არ გაიგოს
  • სიგარეტიანს ნუ მიღებ ფოტოს, სახლში არ იციან
  • დედაჩემს არ მოსწონს ჩემი გოგო/ბიჭი და რა ვქნა
  • ოჯახს ვერ შევარცხვენ…

პრობლემა შვილებშიც არის, გეთანხებით, მაგრამ რატომ არ შევიძლია შევიგნოთ, რომ ზრდასრულ ადამიანებს გვაქვს უფლება
ვიცხოვროთ ჩვენი, მხოლოდ ჩვენი და არა მშობლების, ნათესავების და მეზობლების ბედნიერებისთვის.

შვილი არ არის სათამაშო და არც დეკორაცია ჩვენი ცხოვრების, მათ საკუთარი სურვილები, მისწრაფებები და მიზნები აქვთ, რომლებსაც სამწუხაროდ ეგოისტი მშობლები ვერ ან არ ხედავენ და საკუთარ პრინციპებს სწირავენ.

მუცლად ყოფნის შემდეგ, დაბადებისას დედა და
შვილი ხდებიან დამოუკიდებელი ინდივიდები, ვჭრით ჭიპლარს მარტივად, თუმცა ამავე ჭიპლარის ფსიქოლოგიური გადაჭრა გაცილებით მძიმე და რთული პროცედურაა.

  • ხალხი რას იტყვის? - ამ ფრაზის გაგონებისას ჟრუანტელი მივლის და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იყოს შენი შვილის ბედნიერებაზე გაცილებით (ან თუნდაც ოდნავ) ძვირფასი, ნაცნობი თუ უცნობი საზოგადოების აზრი!

ძვირფასო დიქტატორო მშობლებო:

  • სწორედ თქვენს კისერზეა თქვენი მოტაცებული გოგონას ცოდვა, რომელიც პოტენციურ ქმართან მხოლოდ იმიტომ დატოვეთ, რომ "ხალხს" არ ეფიქრა, რომ სექსი ჰქონდა.
  • იმ დაქორწინებული გოგონას ცოდვაც, რომელსაც აიძულებთ ქმრის ფიზიკური თუ მორალური აგრესია აიტანოს, იმის შიშით, რომ განქორწინებული ქალის შებღალული სახელით ისევ და ისევ თქვენ არ "შეგარცხვინოთ"
  • იძულებით "დაოჯახებული" და ვერ დაშორებული, მოკლული თუ მკვლელი შვილების უბედურებაც
  • ის ბავშვებიც, რომელთა გამოც ოჯახის დანგრევას ეწინააღმდეგებით, უფრო სწორად თქვენს უგულობას "აპრავებთ", დარწმუნებული ვარ - ასევე ფეხებზე გკიდიათ და ისევ საზოგადოების აზრის შიშამდე მივდივართ. თქვენ რომ ბავშვი იყოთ, რომელს აირჩევდით, ორ ბედნიერ მშობელს ცალცალკე, თუ - ერთად, ყოველდღე ცემა ტყეპის თუ კივილ-წივილის სცენებით? უნდათ რო ბავშვებს ასეთი "ოჯახი"? გიფიქრიათ, რომ ასეთი ბავშვებიც პოტენციურ მოძალადეებად ყალიბდებიან და ეს მოჯადოვებული ჯაჭვი უსასრულოდ გრძელდება?
  • თქვენი უბედური ბიჭის ცხოვრების სიმძიმეც თქვენს კისერზეა, რომელსაც ცოლი თქვენი ხელით მოუყვანეთ, რომ შესაფერისობის პრინციპი დაგეცვათ და მისი ბედნიერებაც ფეხებზე გკიდიათ
  • ბავშვობაში ხომ გიყვარდით, ხომ გვანუგეშებდით, როცა რამე გვტკიოდა, გვივლიდით, ჩვენზე ზრუნავდით, შემდეგ რა მოხდა? ისევ ჩვენივე ბედნიერებაზე ზრუნავთ? ჩვენზე უკეთ იცით, რა არის ჩვენი პრიორიტეტები და ბედნიერების განმაპირობებელი კრიტერიუმები?

იქნებ დაფიქრდეთ, თქვენ ბედნიერი ხართ ამ ყველაფრით? განსაკუთრებით, როცა საზოგადოება ასეც და ისეც, თქვენზე მაინც იჭორავებს და პლუს გაუბედურებული შვილები გრჩებათ ხელში?

გავმეორდები, ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის დეფიციტის მქონე ახალგაზრდების პრობლემაა, რომლებსაც არ შეუძლიათ უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ სახლიდან, როცა მშობლებს მათი ბედნიერება საერთოდ არ ადარდებთ და საკუთარ "პრესტიჟს" შვილების ცხოვრებას სწირავენ. თუნდაც დამოუკიდებელი იყო და ყველაფერს ისე აკეთებდე, როგორც გინდა - მაინც საშინლად დამთრგუნველია, როცა ყოველ საღამოს ვიღაც, დედად თუ მამად წოდებული დაგჩხავის, რომ შენ მათ ოჯახს არცხვენ, მხოლოდ იმიტომ, სახლში გვიან მოდიხარ და ამას მეზობლები ხედავენ, ან დადიხარ ხშირად საყვარელ ადამიანთან ერთად და რამე არ იფიქროს ხალხმა, ან შენი რჩეული საზოგადოებისთვის "უღირსია"…

და მრავალი სხვა მარაზმი.

ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ ვგრძნობ, როგორ გამიმართლა და რამდენად კარგ და პროგრესულ ოჯახში გავიზარდე.

მადლობა ჩემ მშობლებს, მაგრამ რა დააშავეს იმ შვილებმა, რომლებსაც მშობლების ნაცვლად - საზოგადოების/ხალხის დაკრულზე მოცეკვავე ადამიანები შეხვდნენ?!

დაგვანებეთ თავი და თუ გვაჩენთ, დაგვიტოვეთ უფლება ვიცხოვროთ ჩვენი კომფორტის ზონაში და ვიყოთ ბედნიერები, ან საერთოდ ნუ გაგვაჩენთ.

გურამ შეროზიას ბლოგი
მკითხველის კომენტარი (66)
Man
22 ნოემბერი 2016 18:14
ავტორო ძალიან ზედაპირული მსჯელობა ხოარ გამოგივიდა? ესეთ შემთხვევებში უოველთვის არა მაგრამ 90 პროცენტი მშობლები არიან მართლები. ჭიპლრი გადაიჭრა და ის თავისთვის და მშობელი თაცისთვის ეგრე არ ხდება. და კიდევ შვილი კიარ უნდა გაზარდო უნდა აღზარდო რომ თქვენნაირი არები აღარ დაებადოს.
მკითხველი
22 ნოემბერი 2016 18:14
ვეთანხმები ავტორს,ძალიან აქტუალური პრობლემაა... გამაოგნა ზოგიერთმა კომენტარმა...ის ახალგაზრდები ვინც მშობლებს სიგარეტის,"ნაშების" და ა.შ. ფულს სთხოვს სულაც არ აქვთ ის პრობლემა, რაზეც ავტორი წერს.მშობლებმა მათ რომ ურჩიონ მსგავსი რამ,ისინი არც დაუჯერებენ.როგორ წარმოგიდგენიათ,შვილი,რომელიც მშობლებს "ნაშების" ფულს სთხოვს(და თუ მშობელმა არ მისცა-დაკლავს...),ანგარიშს იმაზე გაუწევს,თუ ვის შეხვდეს ან სახლში როდის დაბრუნდეს?! ავტორი საზოგადოების სხვა სეგმენტს გულისხმობს! საერთოდ,მსგავსი პრობლემები მეტწილად გოგონებს აქვთ(ფრაზები: სახლში გვიან რატომ დაბრუნდი,მეზობლები რას იტყვიან?! ქმარს არ გაცილდე,ხალხი რას იტყვის?!მოგვეჭრა თავი!...)და ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია!რაც შეეხება გამოთქმულ აზრს,რომ რადგან შვილი მშობლის კისერზეა,მშობელს უფლება აქვს შვილს ზემოთხსენებულად მოექცეს... საინტერესოა,აქ ოჯახურ ურთიერთობებზეა საუბარი თუ პატრონყმულზე?თუ შვილი ბიზნეს გარიგების სუბიექტია(ვინც ფულს იხდის-მუსიკასაც ის უკვეთავს)?! ჩვენ ხომ ისეთ შვილებზე არ ვსაუბრობთ,რომლებიც მშობლებს "ნაშების"ფულს სთხოვენ ან საზღვარგარეთ აგდებენ სამუშაოდ?საუბარია სხვა კატეგორიაზე,განსაკუთრებით გოგონებზე... ჩვენს ქვეყანაში სამსახურის შოვნა ძალიან ძნელია!ყველას არ ჰყავს ნაცნობობა,გავლენიანი სანათესაო და ა.შ.ყველა ქალს ან გოგონას არ შეუძლია სამსახურის გულისთვის ვიღაცის საყვარელი გახდეს ან უმდაბლესი კატეგორიის სახინკლეში მიმტანად იმუშაოს... შესაბამისად, ასეთ ადამიანს შემოსავალიც არ აქვს...და ეს ყოველივე მშობელს უფლებას უნდა აძლევდეს,რომ შვილის ცხოვრებაში ღრმად ჩაერიოს?!ნუ ვაზროვნებთ ყველაფერში დაშტამპულად(განათხოვარი,მწეველი და არაქართველი გოგონა, რომ ყველა "ბოზია", ჩვენს საზოგადოებაში აქსიომაა და ამაზე საუბარი აღარც ღირს...)და ერთი მიმართულებით!!!ნუ გვაქვს მიდრეკილება სუსტი დავჩაგროთ!
მსქროლავი ტროლი
22 ნოემბერი 2016 17:35
ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ ვგრძნობ, როგორ გამიმართლა და რამდენად კარგ და პროგრესულ ოჯახში გავიზარდე.

-----------------------------------------------------------


ასე კარგად ჯერ არ გიხუმრია, გურამჩიკ, მიყვარს ყველანაირი იუმორი, შავიც კი....
ვისწავლოთ ურთიერთგაგება
22 ნოემბერი 2016 17:02
შვილის მოვალეობებს რაც შეეხება, წაიკითხეთ შეროზიას ბლოგი ემიგრანტი დედების შესახებ და ნახავთ.რომ ამ ადამიანს არც ეს თემა დარჩენია უყურადღებოდ.თუმცა ამ სტატიაში მოყვანილ ყველა მოსაზრებასაც ვერ დავეთანხმები, არსებობს რაღაც ოქროს შუალედი,რომელიც მშობლებმაც უნდა დაიცვან დაშვილებმაც.აი იმ კომენტარების ავტორებს "ვინც მუსიკას უკვეთავს" კი ვეტყვი რომ აქ თქვენს შვილებზეა ლაპარაკი. მე და ჩემმა მეუღლემ როცა ოჯახი შევქმენით დედამთილი ცალკე "დამჩხაოდა" იმის გამო, რომ შვილი წავართვი, დედა კი ცალკე, რომ შეუფერებელს გავყევი ცოლად. ბევრი გაჭირვება გადავიტანეთ,რომ დამოუკიდებელი და დაუყვედრებელი ცხოვრება გვქონოდა.დღეს კი ორივე ცალკ-ცალკე, ერთმანეთის ჯიბრით და დიდი აგრესიულობით მოითხოვენ ჩვენგან განსაკუთრებულ მზრუნველობს,თუმც ორივე მშვენივრად გრძნობს თავს.უბრალოდ ეგოიზმს ვერ ერევიან.
Gia
22 ნოემბერი 2016 16:59
იმუშავეთ, გახდით ფინანსურად დამოუკიდებელი და დამოუკიდებლადაც იცხოვრებთ. დედ-მამის კისერზე ჯდომა და დამოუკიდებლი აზრების და ცხოვრებჯს გატარება არარეალურია და მიტომაც არ აქვს შედეგი. უცხოეთიდან მარტო ენის ტლიკინი და შვილის უფლებები რომ გადმოგაქვთ, შრომა და თავის რჩენაც გადმოიტანეთ.
ნიკოლო
22 ნოემბერი 2016 16:44
ჩვენთან კიდევ დიდხანს ვერ შეიგნებენ ჩამორჩენილი მენტალიტეტის მშობლები, რომ შვილის ბედი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჭორიკანა მეზობელ-ნათესავების აზრი.
სოფო
22 ნოემბერი 2016 15:44
100% -იანი სიმართლეა!!!!
მკითხველი
22 ნოემბერი 2016 15:13
ერთი შეროზიას აზრები გამაგონა ამ საკითხზე წლების შემდეგ, როცა მამა იქნება და სრულწლოვანი შვილები ეყოლება!
გოჩა
22 ნოემბერი 2016 14:47
ყველა კომენტარის ავტორი ბლოგის ავტორის მოსაზრებას არ ეთანხმება, არც მე..გამოდის, გურმა შეროზია ყოფილა ჭკვიანი და ჩვენ სულელები?
გახდეს სრულწლოვანი, დაიწყოს მუშაობა, ირჩინოს თავი და იყოს დამოუკიდებელი...
აბა, კარგია, მშობლებმა ვირივით იმუშაონ, ღამეები ათენონ იმისთვის, რომ შვილი დაგადგეს თავზე ღამით მოსული, ჩაძინებული გაგაღვიძოს და გითხრას, მამა, დედა, ფული მჭირდება, ტუსოვკაზე მივდივარ მეგობრებთან ერთად, ან კაზინოში მივდივარ, უნდა გავერთოო და შენ მორჩილად კითხო, რამდენი გეყოფა შვილო?
გურამ შეროზია, ეგაა დიქტატორობა?
იქნებ არ ვიცით და ვცდებით ამდენი ხალხი, გვასავლე რამე..
nino
22 ნოემბერი 2016 14:44
ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ. ცალკე ცხოვრება და სუნთქვა მინდა. მილიონჯერ რომ არ დამირეკონ და ტვინი არ ბურღონ გათხოვდიო. საკუთარი შემოსავალი მაქვს მარა მშობლებს რას მოარჯულებ. საკუთარი ცხოვრების გასალამაზებლად იყენებენ შვილებს და მათ აწყვეტენ ნერვებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები