მშობლების კისერზეა მოტაცებული გოგოს ცოდვა, რომელიც მოძალადესთან იმიტომ დატოვეს, "ხალხს" რომ არ ეფიქრა, სექსი ჰქონდაო
მშობლების კისერზეა მოტაცებული გოგოს ცოდვა, რომელიც მოძალადესთან იმიტომ დატოვეს, "ხალხს" რომ არ ეფიქრა, სექსი ჰქონდაო
მშობლებო, თავი დაგვანებეთ ზრდასრულ შვილებს!

29 წლის მანძილზე იმდენ გაუბედურებულ, ჩარჩოებში მოქცეულ, სხვისი სურვილებით მცხოვრებ, დაკომპლექსებულ ადამიანს შევხვდი, რომ… და დღესაც, მაჟრიალებს, როცა ყურში შემდეგი ფრაზები მხვდება (განსაკუთრებით 25+ ასაკის ადამიანებისგან.


  • მამაჩემი არ მიშვებს
  • აუ, დედაჩემმა არ გაიგოს
  • სიგარეტიანს ნუ მიღებ ფოტოს, სახლში არ იციან
  • დედაჩემს არ მოსწონს ჩემი გოგო/ბიჭი და რა ვქნა
  • ოჯახს ვერ შევარცხვენ…

პრობლემა შვილებშიც არის, გეთანხებით, მაგრამ რატომ არ შევიძლია შევიგნოთ, რომ ზრდასრულ ადამიანებს გვაქვს უფლება
ვიცხოვროთ ჩვენი, მხოლოდ ჩვენი და არა მშობლების, ნათესავების და მეზობლების ბედნიერებისთვის.

შვილი არ არის სათამაშო და არც დეკორაცია ჩვენი ცხოვრების, მათ საკუთარი სურვილები, მისწრაფებები და მიზნები აქვთ, რომლებსაც სამწუხაროდ ეგოისტი მშობლები ვერ ან არ ხედავენ და საკუთარ პრინციპებს სწირავენ.

მუცლად ყოფნის შემდეგ, დაბადებისას დედა და
შვილი ხდებიან დამოუკიდებელი ინდივიდები, ვჭრით ჭიპლარს მარტივად, თუმცა ამავე ჭიპლარის ფსიქოლოგიური გადაჭრა გაცილებით მძიმე და რთული პროცედურაა.

  • ხალხი რას იტყვის? - ამ ფრაზის გაგონებისას ჟრუანტელი მივლის და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იყოს შენი შვილის ბედნიერებაზე გაცილებით (ან თუნდაც ოდნავ) ძვირფასი, ნაცნობი თუ უცნობი საზოგადოების აზრი!

ძვირფასო დიქტატორო მშობლებო:

  • სწორედ თქვენს კისერზეა თქვენი მოტაცებული გოგონას ცოდვა, რომელიც პოტენციურ ქმართან მხოლოდ იმიტომ დატოვეთ, რომ "ხალხს" არ ეფიქრა, რომ სექსი ჰქონდა.
  • იმ დაქორწინებული გოგონას ცოდვაც, რომელსაც აიძულებთ ქმრის ფიზიკური თუ მორალური აგრესია აიტანოს, იმის შიშით, რომ განქორწინებული ქალის შებღალული სახელით ისევ და ისევ თქვენ არ "შეგარცხვინოთ"
  • იძულებით "დაოჯახებული" და ვერ დაშორებული, მოკლული თუ მკვლელი შვილების უბედურებაც
  • ის ბავშვებიც, რომელთა გამოც ოჯახის დანგრევას ეწინააღმდეგებით, უფრო სწორად თქვენს უგულობას "აპრავებთ", დარწმუნებული ვარ - ასევე ფეხებზე გკიდიათ და ისევ საზოგადოების აზრის შიშამდე მივდივართ. თქვენ რომ ბავშვი იყოთ, რომელს აირჩევდით, ორ ბედნიერ მშობელს ცალცალკე, თუ - ერთად, ყოველდღე ცემა ტყეპის თუ კივილ-წივილის სცენებით? უნდათ რო ბავშვებს ასეთი "ოჯახი"? გიფიქრიათ, რომ ასეთი ბავშვებიც პოტენციურ მოძალადეებად ყალიბდებიან და ეს მოჯადოვებული ჯაჭვი უსასრულოდ გრძელდება?
  • თქვენი უბედური ბიჭის ცხოვრების სიმძიმეც თქვენს კისერზეა, რომელსაც ცოლი თქვენი ხელით მოუყვანეთ, რომ შესაფერისობის პრინციპი დაგეცვათ და მისი ბედნიერებაც ფეხებზე გკიდიათ
  • ბავშვობაში ხომ გიყვარდით, ხომ გვანუგეშებდით, როცა რამე გვტკიოდა, გვივლიდით, ჩვენზე ზრუნავდით, შემდეგ რა მოხდა? ისევ ჩვენივე ბედნიერებაზე ზრუნავთ? ჩვენზე უკეთ იცით, რა არის ჩვენი პრიორიტეტები და ბედნიერების განმაპირობებელი კრიტერიუმები?

იქნებ დაფიქრდეთ, თქვენ ბედნიერი ხართ ამ ყველაფრით? განსაკუთრებით, როცა საზოგადოება ასეც და ისეც, თქვენზე მაინც იჭორავებს და პლუს გაუბედურებული შვილები გრჩებათ ხელში?

გავმეორდები, ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის დეფიციტის მქონე ახალგაზრდების პრობლემაა, რომლებსაც არ შეუძლიათ უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ სახლიდან, როცა მშობლებს მათი ბედნიერება საერთოდ არ ადარდებთ და საკუთარ "პრესტიჟს" შვილების ცხოვრებას სწირავენ. თუნდაც დამოუკიდებელი იყო და ყველაფერს ისე აკეთებდე, როგორც გინდა - მაინც საშინლად დამთრგუნველია, როცა ყოველ საღამოს ვიღაც, დედად თუ მამად წოდებული დაგჩხავის, რომ შენ მათ ოჯახს არცხვენ, მხოლოდ იმიტომ, სახლში გვიან მოდიხარ და ამას მეზობლები ხედავენ, ან დადიხარ ხშირად საყვარელ ადამიანთან ერთად და რამე არ იფიქროს ხალხმა, ან შენი რჩეული საზოგადოებისთვის "უღირსია"…

და მრავალი სხვა მარაზმი.

ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ ვგრძნობ, როგორ გამიმართლა და რამდენად კარგ და პროგრესულ ოჯახში გავიზარდე.

მადლობა ჩემ მშობლებს, მაგრამ რა დააშავეს იმ შვილებმა, რომლებსაც მშობლების ნაცვლად - საზოგადოების/ხალხის დაკრულზე მოცეკვავე ადამიანები შეხვდნენ?!

დაგვანებეთ თავი და თუ გვაჩენთ, დაგვიტოვეთ უფლება ვიცხოვროთ ჩვენი კომფორტის ზონაში და ვიყოთ ბედნიერები, ან საერთოდ ნუ გაგვაჩენთ.

გურამ შეროზიას ბლოგი
მკითხველის კომენტარი (66)
ქალი
22 ნოემბერი 2016 14:44
გურამ როგორც ყოველთვის 100000000000000000000% მართალი ხართ,დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი თქვენთან.
gvanca
22 ნოემბერი 2016 14:24
თავისუფლება უზრდელობაში და თავხედობაში აგრევიათ. როგორ უხეშად მოიხსენიებთ მშობლებს. თქვენი ფრაზა: "...როცა ყოველ საღამოს ვიღაც, დედად თუ მამად წოდებული დაგჩხავის....", ასე როგორ გეზიზღებათ მშობლები. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი თუ სხვისი. კარგი იქნება, თუ ცოტა მეტს დაფიქრდებით, როდესაც მშობლების საკითხს განიხილავთ.
22 ნოემბერი 2016 14:23
Avtors vetanchmebi, es problema arsebobs saqartveloshi samtuxarod.
irina
22 ნოემბერი 2016 13:45
ნამდვილად ჯერ უნდა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები მერე წაიყვანონ პარადი.
111
22 ნოემბერი 2016 13:28
თუ გვარჩენთ-დაგვიტოვეთ უფლება. პრობლემაც მანდაა,თუ გარჩენ იძულებული ხარ დამემორჩილი,არადა თავისუფლება თუ გინდა წადი,სრულწლოვანი ხარ,არავინ,არაფერს გეტყვის. ლიბერალების პრობლემა ეგაა,თქვენ გინდათ უფლებები,მაგრამ არ გინდათ მოვალეობები. უფლებას მოპოვება უნდა,გაიჭირვე და არავინ არაფერს არ გეტყვის,გოგონა დაუტოვეს,ბიჭის ცოლი მოუყვანეს, როგორ ფიქრობ,თუ მათ,თავად ვერ შეძლეს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება,მზად არიან დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის? თუ არ არიან მზად,მაშინ კეთილი უნდა ინებონ და ყოველი ნაბიჯი შემითანხმონ,ეს ერთგვარი გამოცდაა,თუ ჩააბარებ-მიიღებ თავისუფლებას. მართალია ვინც იხდის,მუსიკასაც ის უკვეთავს,ეს სამართლიანიცაა,არ გინდა? გადაიხადე მეტი და შეუკვეთე შენი მუსიკა ან გადი შენობიდან,თუ ჩემი შეკვეთილი მუსიკა არ მოგწონს.რა უფლებით მაძალებ ის მუსიკა შევუკვეთო,რომელიც მე არ მომწონს?
DDD
22 ნოემბერი 2016 13:25
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ყველაფერი, რაც მამაჩემმა მირჩია ისე ამიცხადდა, როგორც დაბარებული. მიუხედავად იმისა, რომ არც მე ვიყავი გამოუცდელი და გაუნათლებელი.
არ არის საჭირო ასეთი, მხოლოდ ახალგაზრდების თავმოყვარეობაზე გათვლილი სტატიები.
რომელ მშობელს უნდა შვილის ცუდი?
ავტორო, შენ გინდა? შენ არ ურჩევდი შენს შვილს უკეთეს გზას, თუ ხედავ, რომ აშკარად ეშლება? და თუ საჭიროა, დააძალბდი კიდეც? "ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი" - არ წაგიკითხია? არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომხდარიდან დიდი ხნის შემდეგ შვილს უხსენებია - კიდევ კარგი, ისე არ გამაკეთებინეთო?
მე მქონია ასეთი შემთხვევა და თანაც არაერთი.
კრავაი
22 ნოემბერი 2016 12:57
დიდაქტიკურ აღმზრდელობით ბლოგების წერას თავი დაანებე და თუ რაიმე განათლება ან ცხოვრებისეული გამოცდილება გაგაჩნია შენი კარიერის წინსვლას მოახმარე. მედალს ორი მხარე აქვს და სკითხის ასე ცალსახად წარმოჩენა სიჩერჩეტის მეტი არაფერია.
mm
22 ნოემბერი 2016 12:57
შვილებმა მეტი იკონტაქტონ მშობლებთან და იყონ გახსნილები.რომელ მშობელს უნდა შვილისთვის ცუდი, თუმცა არიან გამონაკლისებიც სხვისი აზრი რომ შვილზე ძვირფასია. ვერ გაიგებ რა უნდათ და მერე .......... ორივე თაობას უნდა ჰქონდეს ურთიერთ პატივისცემა.შვილები გახსნილები უნდა იყვნენ, მშობლები კი არა დიქტატორები, არამედ მრჩევლები და უნდა შეიგნონ ეს. იმეგობრეთ ძველმა და ახალმა თაობებმა,აღარ იქნება დეპრესია და სუიციდები.მშობელს თუ არ ესმის ,ბაბუას ან ბებიას გაუზიარე ან შენზე უფროსი ასაკის ადამიანს ვისაც ენდობი .იმ მომენტში ცოტა შვებას იგრძნობ და გაბრაზებულზე არაფერი გადაწყვიტოთ! არ ამართლებს! წარმატებები ყველას.
MIRABELLA
22 ნოემბერი 2016 12:49
არ ვეთანხმები ავტორს..ახალგაზრდების 99% თავისუფლებას აღვირახსნილობისა და თავხედობისგან ვერ არჩევს...თავისუფლება =პასუხისმგებლობას და შენივე შექმნილი პრობლემების გადაჭრის ტ...ი უნდა გქონდეს, არ უნდა იჯდე საპენსიო ასაკამდე მშობლების კისერზე. რაც შეეხება მეზობლების აზრს,ეს პრობლემა ისე როგორც საქართველოში, მგონი მსოფლიოში არსად არ არის და სრულ იდიოტიზმად მიმაჩნია..
ნატალია
22 ნოემბერი 2016 12:47
ვეთანხმები ნინისრო კომენტარს მაგრამ მედალს ხომ აქვს მეორე მხარე ჰოდა ეს მეორე მხარეა როცა ახალგაზრდას ყოველმხრივ თავისუფლებას აზლევ როცა ოჯახში შემოდის და ჰოი საოცრება თურმე ეს ამას იმსახურებს და შენ აღარაფერს არ წარმოადგენ ამ ცხოვრებასი მისი მეუღლეც ციდან ჩამოფრინდა ისე არავის გაუზრდია და საერთოდ ყველაფერი უსრომველ უზრუნველად მოვიდა რაც დაახვედრეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები