მშობლების კისერზეა მოტაცებული გოგოს ცოდვა, რომელიც მოძალადესთან იმიტომ დატოვეს, "ხალხს" რომ არ ეფიქრა, სექსი ჰქონდაო
მშობლების კისერზეა მოტაცებული გოგოს ცოდვა, რომელიც მოძალადესთან იმიტომ დატოვეს, "ხალხს" რომ არ ეფიქრა, სექსი ჰქონდაო
მშობლებო, თავი დაგვანებეთ ზრდასრულ შვილებს!

29 წლის მანძილზე იმდენ გაუბედურებულ, ჩარჩოებში მოქცეულ, სხვისი სურვილებით მცხოვრებ, დაკომპლექსებულ ადამიანს შევხვდი, რომ… და დღესაც, მაჟრიალებს, როცა ყურში შემდეგი ფრაზები მხვდება (განსაკუთრებით 25+ ასაკის ადამიანებისგან.


  • მამაჩემი არ მიშვებს
  • აუ, დედაჩემმა არ გაიგოს
  • სიგარეტიანს ნუ მიღებ ფოტოს, სახლში არ იციან
  • დედაჩემს არ მოსწონს ჩემი გოგო/ბიჭი და რა ვქნა
  • ოჯახს ვერ შევარცხვენ…

პრობლემა შვილებშიც არის, გეთანხებით, მაგრამ რატომ არ შევიძლია შევიგნოთ, რომ ზრდასრულ ადამიანებს გვაქვს უფლება
ვიცხოვროთ ჩვენი, მხოლოდ ჩვენი და არა მშობლების, ნათესავების და მეზობლების ბედნიერებისთვის.

შვილი არ არის სათამაშო და არც დეკორაცია ჩვენი ცხოვრების, მათ საკუთარი სურვილები, მისწრაფებები და მიზნები აქვთ, რომლებსაც სამწუხაროდ ეგოისტი მშობლები ვერ ან არ ხედავენ და საკუთარ პრინციპებს სწირავენ.

მუცლად ყოფნის შემდეგ, დაბადებისას დედა და
შვილი ხდებიან დამოუკიდებელი ინდივიდები, ვჭრით ჭიპლარს მარტივად, თუმცა ამავე ჭიპლარის ფსიქოლოგიური გადაჭრა გაცილებით მძიმე და რთული პროცედურაა.

  • ხალხი რას იტყვის? - ამ ფრაზის გაგონებისას ჟრუანტელი მივლის და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იყოს შენი შვილის ბედნიერებაზე გაცილებით (ან თუნდაც ოდნავ) ძვირფასი, ნაცნობი თუ უცნობი საზოგადოების აზრი!

ძვირფასო დიქტატორო მშობლებო:

  • სწორედ თქვენს კისერზეა თქვენი მოტაცებული გოგონას ცოდვა, რომელიც პოტენციურ ქმართან მხოლოდ იმიტომ დატოვეთ, რომ "ხალხს" არ ეფიქრა, რომ სექსი ჰქონდა.
  • იმ დაქორწინებული გოგონას ცოდვაც, რომელსაც აიძულებთ ქმრის ფიზიკური თუ მორალური აგრესია აიტანოს, იმის შიშით, რომ განქორწინებული ქალის შებღალული სახელით ისევ და ისევ თქვენ არ "შეგარცხვინოთ"
  • იძულებით "დაოჯახებული" და ვერ დაშორებული, მოკლული თუ მკვლელი შვილების უბედურებაც
  • ის ბავშვებიც, რომელთა გამოც ოჯახის დანგრევას ეწინააღმდეგებით, უფრო სწორად თქვენს უგულობას "აპრავებთ", დარწმუნებული ვარ - ასევე ფეხებზე გკიდიათ და ისევ საზოგადოების აზრის შიშამდე მივდივართ. თქვენ რომ ბავშვი იყოთ, რომელს აირჩევდით, ორ ბედნიერ მშობელს ცალცალკე, თუ - ერთად, ყოველდღე ცემა ტყეპის თუ კივილ-წივილის სცენებით? უნდათ რო ბავშვებს ასეთი "ოჯახი"? გიფიქრიათ, რომ ასეთი ბავშვებიც პოტენციურ მოძალადეებად ყალიბდებიან და ეს მოჯადოვებული ჯაჭვი უსასრულოდ გრძელდება?
  • თქვენი უბედური ბიჭის ცხოვრების სიმძიმეც თქვენს კისერზეა, რომელსაც ცოლი თქვენი ხელით მოუყვანეთ, რომ შესაფერისობის პრინციპი დაგეცვათ და მისი ბედნიერებაც ფეხებზე გკიდიათ
  • ბავშვობაში ხომ გიყვარდით, ხომ გვანუგეშებდით, როცა რამე გვტკიოდა, გვივლიდით, ჩვენზე ზრუნავდით, შემდეგ რა მოხდა? ისევ ჩვენივე ბედნიერებაზე ზრუნავთ? ჩვენზე უკეთ იცით, რა არის ჩვენი პრიორიტეტები და ბედნიერების განმაპირობებელი კრიტერიუმები?

იქნებ დაფიქრდეთ, თქვენ ბედნიერი ხართ ამ ყველაფრით? განსაკუთრებით, როცა საზოგადოება ასეც და ისეც, თქვენზე მაინც იჭორავებს და პლუს გაუბედურებული შვილები გრჩებათ ხელში?

გავმეორდები, ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის დეფიციტის მქონე ახალგაზრდების პრობლემაა, რომლებსაც არ შეუძლიათ უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ სახლიდან, როცა მშობლებს მათი ბედნიერება საერთოდ არ ადარდებთ და საკუთარ "პრესტიჟს" შვილების ცხოვრებას სწირავენ. თუნდაც დამოუკიდებელი იყო და ყველაფერს ისე აკეთებდე, როგორც გინდა - მაინც საშინლად დამთრგუნველია, როცა ყოველ საღამოს ვიღაც, დედად თუ მამად წოდებული დაგჩხავის, რომ შენ მათ ოჯახს არცხვენ, მხოლოდ იმიტომ, სახლში გვიან მოდიხარ და ამას მეზობლები ხედავენ, ან დადიხარ ხშირად საყვარელ ადამიანთან ერთად და რამე არ იფიქროს ხალხმა, ან შენი რჩეული საზოგადოებისთვის "უღირსია"…

და მრავალი სხვა მარაზმი.

ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ ვგრძნობ, როგორ გამიმართლა და რამდენად კარგ და პროგრესულ ოჯახში გავიზარდე.

მადლობა ჩემ მშობლებს, მაგრამ რა დააშავეს იმ შვილებმა, რომლებსაც მშობლების ნაცვლად - საზოგადოების/ხალხის დაკრულზე მოცეკვავე ადამიანები შეხვდნენ?!

დაგვანებეთ თავი და თუ გვაჩენთ, დაგვიტოვეთ უფლება ვიცხოვროთ ჩვენი კომფორტის ზონაში და ვიყოთ ბედნიერები, ან საერთოდ ნუ გაგვაჩენთ.

გურამ შეროზიას ბლოგი
მკითხველის კომენტარი (66)
მაია
22 ნოემბერი 2016 12:40
ბატონო შეროზია იქნებ პარალელურად შვილის მოვალეობაზეც ისაუბროდ?!
ლამარა ბებო
22 ნოემბერი 2016 12:08
ხო, რა თქმა უნდა, შვილს შენიშვნა როგორ უდა გაუბედო. ღამე გარეთაა, დღე სძინავს, გაიღვიძებს უნდა აჭამო, სიგარეტის და "ნაშების" ფულს მოგთხოვს. არ მისცემ და დაგკლავს ღორივით, გულ-ღვიძლის ყაურმასაც გააკეთებს და, ვაი შენს პატრონს შეროზია.
თუ მაგდენ უფლებებს თხოულობ, მაშინ ვალდებულებებიც აიღე შენს თავზე და კი ბატონო, იცხოვრე როგორც გაგეხარდება.
დიქტატორო შვილებო!
22 ნოემბერი 2016 11:32
დიქტატორო შვილებო, 60–იანი ვარ, რუსის ჯარი მოვიარე და დავოჯახდი, მერე შვილები წამოვზარდე, მერე 90–იანების არეულობა გადავიტანე, მერე ომები, შვილებს არაფერი მოვაკელი, მერე მიშას რეპრესიები და შვილის ციხე, როგორც გენერალი კობალაძე ამბობს, საეჭვოც კია ის ოჯახი ვინც მიშას რეპრესიები არ გადაიტანა, წაროიდგინეთ რა დაჯდა 7 წელი 17 წლის შვილი რომ ციხეში აღმოჩნდება, მერე ორი ქალიშვილი, ერთი სტუდენტი, მეორე ვითომ ხელფასს იღებს, ქირას ორივეს მე უხდი, ან რომელი ვაჟკაცი იყიდის მშობლის გარეშე ეხლა ბინას, რა თქმა უნდა ჩემი ბინა გაუყავი, ეს ხომ მოგწონთ? ჩემს გარშემო ვინც შვილი გაათხოვა, 90 პროცენტს შვილიც სახლში უზის, და სიძესაც ინახავს. ეს ხომ მოგწონთ, დამოუკიდებლობა თუ გინდათ პირველ რიგში ფინანსური დამოუკიდებლობა ისწავლეთ, ფულს ვინ იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს, ეხლა იტყვით შენ როგორ მოიქეციო, მე რვა კლასიდან სახლიდან წამოვედი, მშიოდა, მციოდა მწყუროდა, ხუთებზე ვსწავლობდი, კომაროვის გასაუბრებაც ჩავაბარე, ვერ ვისწავლე იმიტო რომ ქირა არავინ გადამიხადა, სამხედროდან ლიმიტი წამოვიღე კარგი ქცევისთვის, ჩავაბარე სასოფლოზე, აქაც ქირის და ფინანსების პრობლემები, მერე ვიმუშავე და ჩემს თავს სწავლაც მივეცი და ეკონომიური კეთილდღეობაც.
გურამ შეროზიას....
22 ნოემბერი 2016 11:08
შენ გყავდეს ეგეთი შვილები, სხვაც თავი დაანებე ....
nino
22 ნოემბერი 2016 10:56
სრულიად ვეთანხმები ავტორს, კარგად ჩამოყალიბებული წერილია, მაგრამ ვინც ეს უნდა წაიკითხოს სამწუხაროდ არ წაიკითხავს, ან თავის თავს სულ ვერ დაინახავს. თურმე რა კარგი მშობლები მყოლია არც ვიცოდი სანამ ჩემი მეუღლის მონსტრი დედა გავიცანი, არ მეგონა ასეთი საშინელებები თუ არსებობდნენ. ცუდი ყოფილა თავისუფლებაში გაზრდილი ადამიანის შებოჭვა. თქვენ არ იცით რა ცუდია, ასაკიანი ადამიანი, რომელსაც გინდოდა რომ პატივი გეცა როგორც გამზრდელ დედას, მის ასაკს და ამ დროს ყველაფერი ისე თუ არ იქნება როგორც თვითონ სურს ისეთ რამეს გაგიკეთებს აზრად რომ არ მოგივა. ყველაზე უარესი კიდევ ისაა თავისი შვილი ყურმოჭრილი მონა რომ ყავს. რაც არ უნდა თქვა დედაა მართალი, კი აქვს აზრი ასეთი ოჯახის შენარჩუნებას?
gulnazi
22 ნოემბერი 2016 10:50
გეთანხმები მაგრამ რა ვქნათ. შვილები თვითონ არიან მშობლებზე დამოკიდებულები, სანამ ახალგაზრდებს არ ექნებათ ნორმალური სამსახური, ისე რომ ფინანსურად დამოუკიდებლები იყვნენ, და მშობლებს არ შესცქეროდნენ. ამაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს მშობლების არაფერი ბრალია,

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები