დაუნი, ძუნწი, სოფლელი... - 10 სიტყვა, რომელიც ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ
დაუნი, ძუნწი, სოფლელი... - 10 სიტყვა, რომელიც ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ
1. ბოზი - ბოზები არ არსებობენ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სექსუალური შეზღუდვები და ტკბებიან თავისუფლებით. სექსის ბიზნესად გადამქცევებს კიდევ - მეძავები ეწოდებათ. შესაძლებელია "ბოზი" კოლექციონერითაც ჩავანაცვლოთ. ვიღაც მარკების კოლექციას აგროვებს, ვიღაც ქვეყნების, სადაც იმოგზაურა, ჰოდა არსებობენ ადამიანები, ვისაც ქალების/მამაკაცების კოლექციის შეგროვება ანიჭებთ ბედნიერებას, თქვენ ამით არაფერს გიშავებენ

2. ძუნწი - მათ სინამდვილეში ეკონომიისკენ/დაზოგვისკენ მიდრეკილი ადამიანები ჰქვიათ, თუ ბევრი ფული გვაქვს და კიდევ უფრო გასაოცარია მომჭირნეობა ჩვენგან - დაფიქრდით იმაზეც,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომ მფლანგველობით ვერასდროს გავმდიდრდებოდით, ჰოდა, შეგვარგეთ.

3. სოფლელი
- მძაგს ამ სიტყვის მოსმენა სალანძღავ კონტექსტში და გამოუსვლელობის, სიბნელის, უკულტურობის სინონიმთან გაიგივება. ტერიტორიულ ლოკაციას, დაბადების ადგილს - არ აქვს არანაირი მნიშვნელობა და ვისაც თბილისის ცენტრალურ უბანში დაბადება გეამაყებათ - ჩემთვის ისინი ხართ ყველაფერი ის, რასაც "სოფლელში" გულისხმობთ.

4. გოიმი - არავის დაუწესებია, რომ მხოლოდ "ასეთი" ჩაცმულობაა გემოვნებიანი და "ისეთი" უგემოვნებო. თქვენ ვისაც გოიმებს უწოდებთ, მათ უბრალოდ ინდივიდუალური შეხედულებები აქვთ, რომელთანაც ჩვენ არაფერი გვესაქმება. ანალოგიურად მუსიკაზე, ზოგად შეხედულებებზე და ა.შ.

5. გასათხოვრები/გაუთხოვრები - გაგიკვირდებათ და არც სანტა კლაუსი არსებობს და არც ქალის ცხოვრების მიზანია "გათხოვება", უფრო ცივილურად რომ ვთქვათ - ქორწინება. შესაბამისად, სიტყვა "გათხოვება" საერთოდ ამოვიღოთ ლექსიკონიდან და დავუტოვოთ ადამიანებს არჩევანის თავისუფლება,
სამზარეულოში ბზრიალი ურჩევნიათ, სამსახურში ღამეების გათენება, მკლავიდან მკლავზე გადაწოლა, თუ ნებისმიერი სხვა რამ…

6. ძმა/და - აღნიშნული ფორმით შეგიძლიათ ბიოლოგიურ ან არაბიოლოგიურ დედმამიშვილებს, თუ დედის ან მამის შვილებს მიმართოთ, სხვა დანარჩენების მიმართვისთვის - გვაქვს სახელები და მათი გამოყენება ჩვენთან ურთიერთობასაც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

7. "ქალის" გამოყენება დამაკნინებელ კონტექსტში, მაგ: ქალივით ჭორიკანა, ქალაჩუნა, "რა გატირებს ქალივით", ა.შ. ქალი არ არის სალანძღავი სიტყვა და ვისთვისაც არის, სერიოზული პრობლემაა.

8. "ცხოველი"! - ცხოველები სინამდვილეში
ძალიან საყვარლები არიან და მათთან შედარება რატომ უნდა იყოს ნეგატიური? ბევრი ადამიანისთვის, ცხოველების სიყვარული - ჰუმანურობის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ჰო და, ნუ გვაფიქრებინებთ, რომ უგულო და ცივსისხლიანები ხართ.

9. "დაუნი" - სალანძღავ კონტექსტში. აი, რატომ არ ვყიდულობ "ყაზბეგის" პროდუქციას და ზოგადად, მეც და ბევრ სხვასაც, ამ სიტყვის დამაკნინებელ კონტექსტში მოსმენისთანავე - მომენტალურად გვეკარგება წარმოდგენა წარმომთქმელზე.

10. თავში აუვარდა/ამპარტავანი - დაუშვით ის ფაქტი, რომ თუ თქვენ უსაქმური ხართ და შეგიძლიათ მთელი დღე ფეისბუქ ჩეთში თუ სმს ინბოქსში გაატაროთ - არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ყველა დანარჩენიც მსგავსად მოცლილები ვართ. ჩაანაცვლეთ სიტყვა "დაკავებულით" და შეეგუეთ ფაქტს, რომ ყოველთვის (ან არასდროს) მომენტალურად და ენაწყლიანად ვერ ვუპასუხებთ დღეში სამჯერ მოკითხვას, თუ უბრალოდ მსუბუქი "ჭორაობის" გაბმის მცდელობას.

გურამ შეროზიას ბლოგი

კატო
08 თებერვალი 2017 11:59
მე-10 რაღაც ვერ ჩამოაყალიბე, რა შუაში ამპარტონობა/თავში ავარდნა დაკავებულოვასთან,ბევრი დაკავაებული თავში ავზრდნილ ამპარტავნიც ვიცით.
მანანა
31 იანვარი 2017 16:10
თქვენი გამკვირვებია, ბატონო გურამ, როცა ამბობ "გათხოვება" საერთოდ ამოვიღოთ ლექსიკონიდან და დავუტოვოთ ადამიანებს არჩევანის თავისუფალებაო, მაშინ როცა თქვენს ერთ-ერთ წინა ბლოგში ამბობდით რატომ ვრჩებით "შინაბერები" ? თუ "გათხოვება" უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან, მაშინ რატომ უნდა გვერქვას "შენაბერები". კარგი იქნებოდა, ბატონო გურამ, ცოტა ლოგიკურად თუ დააკავშირებთ თქვენს ბლოგებს
გიორგიპირველი
08 დეკემბერი 2016 16:29
შენ, გურამ ბატონო, დავით გურამიშვილი გეცოდინება ვინაა. წაკითხულიც კი გექნება შიგადაშიგ. ჰოდა, იმ ცხონებულმა თქვა, "ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელად რა დავარქვაო" და რა ვიცი...
ისე, რაც შენ ქართველებს ლანძღავ, შენი ლექსიკაც რომ გადაგემოწმებინა, ცუდი არ იქნებოდა.
d
08 დეკემბერი 2016 12:59
ისე რომ ვთქვათ,ქალაქს უხდება ერთი სულელი. მაგრამ უბედურება ისაა,რომ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან.შეგნებულად ხდება საზოგადოების გარყვნა. კაზინოების მეპატრონეებს ბიზნესმენებად მოიხსენიებენ,"პატივცემულ წამლის ბარიგებს" ინელიგენციად (ციხეს როგორ აკადრებენ) და ა.შ. პოლიტიკოსები "პლანის" თესვას იწყებენ, ბოზები კოლექციონერობას და იხარე ერო!!!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?