9 ამოუხსნელი ქართული ფენომენი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ
9 ამოუხსნელი ქართული ფენომენი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ
დედამიწაზე უამრავი ამოუხსნელი მოვლენაა, რაზეც ადამიანებს პასუხი არ გვაქვს, ფიქრით თავსაც ნაკლებად ვიღლით, ან ტვინს ვიჭყლეტთ და პასუხს ვეღარ ვპოულობთ.
თუმცა ამ მოვლენებს ემატება კიდევ უფრო უცნაური, ამოუხსნელი ფენომენი, რომელიც მისტიკურიც არის, საოცარიც და საერთოდ - რომ ვერ წარმოგედგინათ, მაგრამ ისინი რეალურად არსებობენ, თუმცა პირადად ჩემთვის, ისინი მაინც ზებუნებრივ, პასუხგაუცემელ მოვლენად რჩებიან:

  1. ბავშვის "ფეისბუკის" გამხსნელი დედები (ხანდახან მამებიც), რომლებიც ალაიქებენ, აკომენტარებენ, შემდეგ სტილში: ბებომ (დედამთილთან პირფერობა) ახალი ბაჩები გვიყიდაო! ლა
    კალგები ვალთო, დედიკო გვიკვარსო… ა.შ. მომკალით და ვერ ვიგებ!
  2. ყველაფრით უკმაყოფილოები - მაგალითად:

მოკლედ, ვერაფრით აამებ, ვერასდროს, არც იოცნებო!

3. რადიოში მრეკავები, ჯერ რომ იწყებენ: პირველ რიგში შენ გიძღვნი ჩემო კარგო (წამყვანს), მერე ყველა კარგ ადამიანს და…. რომ მოიკითხავენ ადამის მოდგმას და მერე სიმღერას რომ უკვეთავენ. ფულს რომ იხდიან ამაში. იუთუბი, საუნდ ქლაუდი და ა.შ. რომ არ გაუგიათ რა არის, სულ რომ რეკავენ და რეკავენ.
4. ნებისმიერი ჯვრის ფორმის ფოტოზე, თუ გამოსახულებაზე - ისტერიულად რომ წერენ:
  • AMIN
  • Amen
  • Амин
  • ამმიიინნნ

და მართლა რომ ჰგონიათ, რომ სასწაული მოხდება და ციდან მირონის წვიმა წამოვა

5. შუქნიშანთან შენს უკან რომ დგანან და წითელი აინთება თუ არა რომ გისიგნალებენ. ანუ, ანთება და შენი გაფრენა ერთი რომ უნდა იყოს, პრინციპულად რომ მიზოზინებ და ლამის საჭეს რომ ურახუნებს თავის ისტერიჩკა თავს.
აქვე ისინიც, "პროწივზე" რომ მოდიან, წინ რომ აეტუზები და არ ატარებ, ან ფანჯარას რომ ჩაუწევ "გასაიასნებლად" და სანამ ხმას ამოიღებ, მიბნედილი თვალებით და ჩახრინწული ხმით რომ გეკითხება: რამე პრობლემაა ძმაააა?

6. სამშენებლო კომპანიას აქცია რომ აქვს და უწერიათ, რომ 100 კვადრატული ბინა იყიდება 70,000 დოლარად და რომ დაეყრებიან კომენტარებში:

  • Ra girs kvadratuli
  • Kvadrati ra Xiiirs?
  • квадратулис фаси рамдениаа????
  • Mipasuxeeeettt?

თან შესაშური მოთმინების მქონე ადმინმა სათითაოდ რომ უპასუხა და კიდევ და კიდევ რომ წერენ.

რომ გინდა ბღავილით აღმოგხდეს: შვიდასი, შვიდასი, შვიდასიიიიიი!!!! და მერე იქვე რომ დაასხმევინო არარსებული ტვინები!

7. ლათინურ შრიფტიანი ბრძენები, უზარმაზარ სტატუსებს რომ წერენ, აბდაუბდა პუნქტუაციით და სინტაქსით და ლათინური შრიფტით. აქაც ორი უკიდურესობაა, ძალიან "ქაჯები", მაგ: sixvaruli, hemodi feisbukze, xaxachosa sihitlita xana daumhwenebia… და მეორეები, მეტისმეტად "მოწესრიგებულები":rogor khar? Gantskhadeba, tskheli da tsivi და ა.შ.

8. ტუტუცი ბავშვების მშობლები, ძირითადად დედები, ან ახალგაზრდა ბებია-ბაბუები - აი სადმე შორს რომ მიდიხარ და ბავშვი ზედ რომ გივლის, ფეხებს გაწმენდს და მშვიდად რომ ეუბნება "მორჩი დათუნა, დედა/ბიძიას ნუ აწუხებ ნინუცა" და თავის საქმეს რომ აგრძელებს, ნაცვლად იმისა, რომ გადასვას ბავშვი, ან ბოდიში მაინც მოგიხადოს მსგავსი "პატივისთვის".

9. mail.ru-ს მეილიანები. კაცმა არ იცის, როდის გახსნეს მეილი, იქნებ იმ დროს არ იყო ჯიმეილი, ან არ ვიცი, მაგრამ შე დალოცვილო, აი რაღა დროს მეილ.რუ-ა! პატრიოტების რისხვას ცალკე დაიმსახურებთ, რუსული პროდუქტის მოხმარებისთვის... სულ მგონია, რომ ეს ის ხალხია, гамаржоба гурам рогор хар??? ტექსტს რომ მომწერენ და მერე რომ მკითხავენ, როგორ ვარ ოდნოზე, დრუზიაში რომ დამამატონ მერე და აცენკები დამიწერონ.

ჰოდა, ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა - ეს ყველაფერი ჩემთვის ამოუცნობ ფენომენად დარჩა და ამოხსნას უკვე აღარ ვეძებ…

გურამ შეროზიას ბლოგი
მკითხველის კომენტარი (75)
pragmati
22 მაისი 2018 21:07
დღეს დაბანილი ტანი ვიღასუ კვირს, 100 დან 100-ს განვადებით ნაყიდი წყლის გამათბობელი აქვს სახლში.
და წარბს რა პონტში იკორექტირებ შოუმენი ხარ, ეკრანზე ჩანხას, საზოგადოების თვალწინ საქმიანობ და ესთეტიკას აწვები თუ ვინმემ დაგიწუნა წარბების გამო? და მაგნიტურსაყურეს ხაზი რატომ გაუსვი? გულის სიღრმეში მაინც გაკომპლექსებს არა გახვრეტილი ყური? :დ
მე ვიცი საქმე რაშია, არავინ შენ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე არ გაწუხებს, ჩაწვა შენი პროდუქცია და მარკეტინგს აწვები ახლა, თავს ახსენებ აგრესიული ტონით ირიბ ჰომოფობიური თემით. :)
ღიპი არ ტეხავს, არც პლოსკი მუცელი, არც აიქიუს ნაკლებობა და არც მისი სიჭარბე, ვისაც როგორ უნდა ისე ცხოვრობს, თავს იცავ კი არა რამდენ კატეგორიას დაესხი ახლა თავს თუ შეატყვე ჰაილეველ ბიჭო?
zaza
30 მარტი 2018 17:44
ისიც დაგეწერათ დედა ბავშვს თეფშიდან ხელით რომ აჭმევს ზღვაში შესული მუცლამდე
temida
29 მარტი 2018 02:23
წლებია mail.ru-ს ვიყენებ და ქართველობა დავკარგე თუ სირცხვილის დერეფანს გამიკეთებთ გამოშეროზიავებულებო?
me
27 მარტი 2018 16:14
კარად ვიხალისე
we
27 მარტი 2018 15:07
მე posta.ge-ს ვიყენებ
თამარი
17 იანვარი 2018 16:38
ისაა ძალიან მაგარი, შვილებს (ზოგჯერ ძალიან მცირეწლოვნებს), დედებს, მამებს, რძლებს, სიძეებს, დედამთილ-მამამთილებ და ა.შ რომ ულოცავენ დაბადების დღეებს სოციალურ ქსელში. ძალიან დიდხანს ვხალისობ ხოლმე!!!!!!!!!!!!!
გ.აფაქია
06 დეკემბერი 2017 09:31
ასეთი ცრუპატრიოტებით სავსეა ქვეყანა. მაილუს ჩამოაღრჩობენ, ეს შეუძლიათ. იარაღის ხელში აღება და ჯარში წასვლა არავის სურს.
თამარ
13 აგვისტო 2017 22:19
გამარჯობა.თითქმის გეთანხმები,მაგრამ მაილ რუს გამოყენება და პატრიოტიზმი სულ სხვა რაღაცაა,ანუ თუ პატრიოტი ვარ დოსტოევსკი არ უნდა წავიკითხო რადგან რუსია?!ჯერ სად იყო ინტერნეტი,იშვიათად,რომ ვაწყდებოდით სადმე მაგ დროს ვარ დარეგისტრირებული და კარგადაც ვსარგებლობ,თუმცა ჯ მაილიც მაქვს...არ ვაპირებ გაუქმებას იმიტომ,რომ არ ვთლი ამას მნიშვნელოვნად
MAR
13 აგვისტო 2017 18:28
მომეწონა სტატია, 100% სიმართლეა თითქმის მთელ სტატიაში, ყველაფერი ცუდი ავიტაცეთ ქართველებმა, რა ვიცი რააა
ჰაჰა
13 აგვისტო 2017 13:49
საღოლ,კარგია! მეც მეშლება ნერვები მაგ:რუსის შეგინებაზე,როცა არც იცის რუსი როგორ გამოიყურება,არ იცის მათი ენა,არასდროს არ უნახავს და ამასობაში არის 17 წლის,თან "გულით სამხედროა"! ვერ იტანენ რუსს იმიტომ,რომ რუსმა წაართვა ტერიტორია. სამაგიეროდ იტანენ იმ ხალხს ვინც რუსს მიჰყიდა იგივე ტერიტორია და ახლაც აგრძელებს მიყიდვას.ვერ იტანენ თურქს და ამასობაში ანტალიაში მიდიან. ჩვენი უბედურება უსწავლელობაშია,რომელიც 1991 წლიდან დაიწყო და არ თავდება.მარტო შური და გაუტანლობაა დამკვიდრებული.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა