11 ტიპის ადამიანი, რომელიც აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდება
16-03-2017
11 ტიპის ადამიანი, რომელიც აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდება
ყოველთვის ვამბობ, რომ ცუდი ადამიანები არ არსებობენ, უბრალოდ, არსებობს ცუდი მიდგომა და შესაძლებელია პოზიტივის პოვნა ყველა მათგანში, თუმცა თუ ჩავუღრმავდებით, ალბათ ყველას გამოგვეყოფა საზოგადოების ის ნაწილი, რომელთანაც ურთიერთობა ჩვენთვის შეუძლებელია…

  1. გადამგდებები/უპასუხისმგებლოები - შენი ძვირფასი დროის გარკვეული ნაწილი გამოყავი, არაფერი დაგეგმე და უცებ, შეხვედრამდე 1 საათით ადრე გეუბნება, რომ ვერ მოდის და ათას სისულელეს იგონებს. ან კიდევ უარესი, ტელეფონს თიშავს… უპასუხისმგებლობა ყველაზე მძიმე დანაშაულია, ჰოდა ამ ფაქტის რამდენჯერმე გამეორების შემთხვევაში, გიწევს
    უკვე შენ გადააგდო, თან სამუდამოდ;
  2. სექსზე "დახამებულები" - უყურებ თვალებში, ის კიდევ შენი ბარძაყებიდან ტუჩებზე გადმოდის, მერე ისევ ქვემოთ და სადღაც შუაში ჩერდება… მზერა ჯანდაბას, უბედურება ისაა, რომ სექსის იქით ვერსად მიდის ვერც საუბარი, ვერც აზროვნება და იღლები. იმითაც, რომ შენს ყველა მეგობარშიც სექს პარტნიორს
    ხედავს და მათაც თავს აბეზრებს. იმდენად, რომ ყველა გზას მიმართავ მის ჩამოსაშორებლად.
  3. დაკომპლექსებულები - მაგალითად "მსქრინავები", რომლებიც მთელ ფეისბუქს აცნობენ, როგორც სცადა მათი "დაკერვა" მავანმა, ისე, რომ მათ სახელს და გვარსაც კი არ ფარავენ. ან გიყვებიან სექსუალური პარტნიორების შესახებ, მათი "პრაივისის" ფეხებზე დაკიდებით… გრჩება შთაბეჭდილება, რომ ოდესმე შეიძლება შენი უწყინარი პირადი მიმოწერაც, სკანდალურად გასაჯაროვდეს.
  4. დროის შეგრძნების არ მქონეები - დაგვიანებულები, ასევე იდიოტები, ვისთვისაც ელემენტარული დეტალების ახსნას ათჯერ მეტი დრო სჭირდება, ვისთანაც 15 წუთში მოგვარებადი საქმიანი შეხვედრა 3 საათი გრძელდება და შენც მისტირი უაზროდ დაკარგულ დროს.
  5. ნეგატიურები - ვინც სულ იმას ყვება, როგორი უმადურია საზოგადოება, რომ არავის არ უნდა გაუკეთო სიკეთე, ემუქრებიან ყველას და ყველაფერს, გვამადლიან ყველას ყველაფერს, სულ ნეგატივს აფრქვევენ. კიდევ ეს გვინდა, ისედაც გადატვირთულ და მძიმე ყოველდღიურობაში?
  6. ეგოცენტრიკები - ვინც არასდროს ჩუმდება, ყვება მუდმივად რაღაცას, თუნდაც სისულელეს, უნდა უსმინო დაუსრულებლად, მაგრამ ის არასდროს მოგისმენს და შენც გაქვს თუ არა სათქმელი სულ ფეხებზე ჰკიდია;
  7. თავში ავარდნილები - ადამიანებს სხვადასხვა კრიტერიუმებით რომ აფასებენ, აბსურდული მიზეზებით თავი ვინმეზე მეტი რომ ჰგონიათ, შესაბამისად, მათზე რაღაცით "დაბლებს" ზემოდან რომ უყურებენ და მათზე "მაღლებს", ე.წ. საჭირო ადამიანებს ყველა შესაძლო ხვრელში რომ უძვრებიან;
  8. "მათხოვრები" - აქვთ თუ არა ფული, სულ სხვის კმაყოფაზე რომ ცდილობენ ყოფნას, ტაქსში სულ ბოლოში რომ სხდებიან და ერთი საათი იღებენ საფულეს, რომ სხვამ დაასწროს, "პარაოზები" რომ არიან, მაგრამ სულ რომ ავიწყდებათ სიგარეტის ყიდვა და სულ სხვისას რომ ეწევიან, ყველა გზას რომ მიმართავენ, ოღონდ თანხა არ გადაიხადონ. გავმიჯნოთ ოღონდ: ეკონომიისკენ მიდრეკილი ადამიანები ძალიანაც კარგები არიან, იმედია მიხვდით, რომელ სეგმენტზეა საუბარი;
  9. ლამაზი უტვინონი - რომ ჰგონიათ, რომ მათი სილამაზე საკმარისი პირობაა მთელი სამყარო ფეხქვეშ გავეგოთ, განათლებაც რომ ფეხებზე ჰკიდიათ, თავაზიანობაც, სხვა ყველაფერიც და საზოგადოებას ზემოდან უყურებენ მხოლოდ იმიტომ, რომ აქვთ სილამაზე, რომელიც დღეს არა და ხვალ სახეზევე შეაჭკნებათ და შემდეგ რას აპირებენ, ამაზე ფიქრის უნარიც ნაკლებად შესწევთ…
  10. გაუნათლებელი ტროლები - ყურადღების მისაქცევად ისღა დარჩენიათ, მუდმივად ვინმეზე იხუმრონ, ცუდ კონტექსტში. "დაასწარი, რომ არ დაგასწრონ" პრინციპით, მათ კედლებზე მუდმივად ვიღაცის ლანძღვაა, ან იუმორი, რომელიც დამამცირებელ კონტექსტს ვერ სცდება, ძირითადად მათივე მსგავსი, დაკომპლექსებული და ვერ რეალიზებული ბრბო ჰყავთ მეხოტბეებად და აი ასე, იფანტება ცხოვრების საუკეთესო წლები.
  11. ყოველთვის მართლები -ისინი არასდროს ცდებიან, სულ რომ ფაქტზე წაასწრო, მაინც იტყვიან, რომ მათი არა და სხვისი ბრალია. მუდმივად სხვას ადანაშაულებენ, ოღონდ თავი დაიძვრინონ და ბოდიში მათთვის იმაზე დამამცირებელია, ვიდრე ეს დაბალი დონის გადაბრალებები და ვერც კი ხვდებიან, როგორ რჩებიან ნელნელა მარტო…

აბა, ჩამოთვლილთაგან რამდენს დაუწყვეტია თქვენთვის ნერვები ?

გურამ შეროზიას ბლოგი
:)
29 მარტი 2018 18:10
100%
ლუხო
10 დეკემბერი 2017 16:25
ადამიანს, იმის თქმა და გაკეთებაც შეუძლია, რისი უფლებაც არა აქვს, უფლებას კი, გონიერება განსასღვრავს.
*
ნუნუ
30 ივნისი 2017 11:56
ჰოდა, ხომ გვითხრა აინშტაინმა: რა კარგია ეს გაუნათლებლობა, ყველაფერი იცი!

რედაქტორის რჩევით