მე სამარცხვინო ბიჭი ვარ...!
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ...!
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ, აი შენი და შენი მახინჯი საზოგადოების შექმნილ ყველა სტერეოტიპს რომ ვამსხვრევ ისეთი…

დედაშენი ბებიაჩემს შეძრწუნებული რომ დაურეკავს და საბჭოთა კავშირისთვის შეუფერებელ ვაჟკაცად შემრაცხავს - ისეთიც.

  • მე ის ბიჭი ვარ, ყველაზე დიდ ცხოვრებისეულ სიძნელეებს უშიშრად რომ ლახავს, მაგრამ კალიების და მიცვალებულების რომ ეშინია
  • ის ბიჭიც მე ვარ, უფრო მეტი გოგონა მეგობარი რომ ჰყავს და ბირჟაზე ფურთხების რადიუსის სიგრძეში შეჯიბრების ნაცვლად, სახლში მარტო ფორტეპიანოზე
    დაკვრა, ათივე თითით აკვარელში ამოთხვრა და ხატვა ან სევდიანი ლექსის ან პროზის წერა რომ ურჩევნია
  • მე ის ბიჭი ვარ, "ფეხბურთი და ლუდი კაცს რომ არ უყვარს ის რა კაცია" და მაინც რომ თქვენზე ძლიერია
  • როცა ტკივა ტირილითაც რომ გამოხატავს
    და ამის რომ არ ეშინია, არც რცხვენია
  • სახლში საოჯახო საქმეებს თანაბრად რომ იყოფს ცოლთან და კაცის და ქალის ფუნქციებს ცა და დედამიწის კონტექსტში არ განიხილავს, საერთოდ რომ არ განიხილავს.
  • ზოგჯერ სუსტიც რომ არის და იმდენად ძლიერია, რომ ამ სისუსტის აღიარების არ ეშინია
  • მე ის ბიჭი ვარ, სექსუალური პარტნიორების რაოდენობით რომ არ ამაყობს, ყველას და ყველაფერს სექსის ობიექტად რომ არ აღიქვამს და უარიც ბევრჯერ უთქვამს
  • ცოლიც რომ ჰყავს, საყვარელიც, მეგობარი გოგონაც, "ნაშაც" და ეს ყველაფერი მისთვის ერთადერთ ქალში რომ არის მოქცეული
  • სითბოსაც რომ გამოხატავს, გოგოსაც ჩახუტებია, ბიჭსაც, მოფერება რომ არ ერიდება და ყველანაირ პოზიტივს პირდაპირ რომ გამოხატავს
  • გეისთან ერთ ოთახშიც და ერთ საწოლშიც რომ უძინია და არ შეშინებია, რომ ღამით ვინმე ფარულად "გააბახებდა" (ვტფ)
  • მე ის ბიჭი ვარ, რომელიც ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში გიჩივლებთ და ციხეში ამოგალპობთ, ნაცვლად ჩაცუცქული, "კაიბიჭური" საუბრებისა. არავაჟკაცურად გეჩვენებათ? აბა ხელი მოისვით…
  • მე ის ბიჭი ვარ, ვისთვისაც საზღვრების გადმოწევა არის პრობლემა და არა ათი ლესბოსელის ლოზუნგებით გასეირნება რუსთაველის გამზირზე
  • ის ბიჭიც ვარ, გულზე მჯიღს რომ არ იცემს ფეისბუქზე მოჭარბებული პატრიოტიზმისგან და ომის დროს ბუნკერებში არ იმალება, უბრალოდ მშვიდად დგება და მის წილს პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის წინაშე.
  • მე ის ბიჭი ვარ, რომელიც ბედნიერია, იმიტომ რომ ზუსტად ისეთია, როგორიც სინამდვილეში, ტკბება თავისუფლებით და მისი ბედნიერების ყველა რეცეპტორი გამოკვებილია, განსხვავებით "ქართველი ვაჟკაცის" ნიღბის უკან დამალული მხდალი და სუსტი "კაცებისა"
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ, თმაც რომ შეუღებავს, საყურეც რომ გაუკეთებია და არც პლასტიკური ქირურგია მიაჩნია სირცხვილად - აი ისეთი.

ჰო, მე სტერეოტიპული, მარწუხებში მოქცეული, ყალბი და სახეზე მტკივნეულად შემოჭერილ ნიღბებში მცხოვრები საზოგადოებისთვის სამარცხვინო ბიჭი ვარ და ეს მეამაყება.

…საკმაოდ ბევრი წელი მანგრევდნენ სტერეოტიპები, დადგა დრო, რომ ახლა უკვე მე დავანგრიო ისინი.


ჰოდა, წარმატება მისურვეთ!

გურამ შეროზიას ბლოგი
მკითხველის კომენტარი (79)
ლოგიკური კითხვა
11 დეკემბერი 2017 13:32
ბატონო კახიიიი............... ეშველებაა ამას რამეეე?!
zoro
11 დეკემბერი 2017 13:03
გეისთან ვწოლილვარ ერთ საწოლშიო.......... ხოდა კარგად გაწმენდილი ,,ჭვარტლიანი ბუხრით,, უფრო ,,პროგრესული,, და ,,გამოსულიც,, გამხდარხარ და ეგაა, შეგვეშვი ჩვენ ,,ბნელებს,, შენ დასავლური სტანდარტებით ,,განათლებული,, კაცი. ხოო კიდე შენს საყვარელ თემაზეც დაწერე რამე, ღიპიანი ღრუზინები დიდი ხანია არ გიხსენებია.
444444
11 დეკემბერი 2017 11:57
დაკომპლექსებული ნარცისი!
გიორგი
11 დეკემბერი 2017 08:17
გურამ! თუ ძმა ხარ, შენი ავტობიოგრაფია მოგვაწოდე, სად დაიბადე, სად გაიზარდე, სად სწავლობდი, მუშაობდი, რა გარემოში ჩამოყალიბდი ასეთი "ვაჟკაცი და განათლებული". სამი ბიჭი მყავს და მინდა შენისთანა "ვაჟკაცები" გავზარდო, თუ ქვეყანას არ გამოადგება, შორეულ დასავლეთში, მოუსვლელში გავგზავნო.
AVOIEEE-ს
11 დეკემბერი 2017 01:15
იცხოვრე შენთვის და ვინ გეკითხება ვის რა მოსწონსო,წერ... გეთანხმები! იცხოვროს ყველამ როგორც მოსწონს (რაც კანონის ფარგლებში ჯდება) და არავინ დაიწყოს შემდეგ მორალისტობა:"ქმარს გაცილდი და კიდევ რატომ გათხოვდი? ეს ხომ უზნეობაა?!", "ქალი "კუხნაში" უნდა იყოს!", "თუ არატრადიციული ორიენტაციის ხარ, იყავი, ოღონდ ჩუმად და ხმა არ ამოიღო!", "დახეული ჯინსი ბოზებს აცვიათ!" და ა.შ...შეროზიას ეკითხები, შენ ვინმე გეხებაო... შეროზიას ნაცვლად მე პასუხს ვერ გაგცემ,არ ვიცი,მას პირადად ვინ ეხება, თუმცა ის საზოგადოება, ვისაც ის თავის ბლოგში აკრიტიკებს, მუდმივად მორალის კითხვითაა დაკავებული, მუდმივად მოძღვრავს ყველას თუ რა ჩაიცვას,რა სიგრძის კაბა შეარჩიოს,რა ასაკში გათხოვდეს, ზუსტად ეს საზოგადოება უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც ზღვაზე საცურაო კოსტიუმში ფოტოებს იღებენ და გარყვნილებად იხსენიებს მას, ავალდებულებს ქალებს ოჯახი იმ შემთხვევაშიც არ დაანგრიონ, როდესაც ქმარი აგრესიულია, ფიზიკურად უსწორდება ცოლ-შვილს და არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია ოჯახის მიმართ,ეს საზოგადოება იწონებს ძალადობას, ლინჩის წესით გასამართლებას,ხოლო ძალადობის მსხვერპლის მიმართ შემდეგ სიტყვებს არ იშურებს:"რადგან სცემა, ე.ი. დაიმსახურა!"ან "ქმარმა ცოლი მოკლა?-ალბათ ცოლი ბოზობდა! ყოფილიყო თავისთვის და არ მოკლავდა!" და ა.შ. და ა.შ...მოკლედ, თუ ჩუმად და თავისთვის ცხოვრებაზეა საუბარი,ეს თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე!!!ხოლო თუ კრიტიკაა, მაშინ შეროზიას და შეროზიას მსგავსად მოაზროვნეებსაც აქვთ სრული უფლება თავისი აზრი გამოთქვან! თორემ, ცალ კარში თამაში ნამდვილად არც დემოკრატიულია და არც სამართლიანი!
ვაჟა
11 დეკემბერი 2017 00:36
რა გინდა გურამ? იქნებ ლოგიკურად აგვიხსნა რა გინდა?
?
10 დეკემბერი 2017 03:50
ამ ადამიანს უნდა რომ არაფერს აზრი არ ქონდეს სულერთი იყოს ასე არ იქნება არასდროს და მითუმეტეს საქართველოში.აბა როგორი უნდა იყოს კარგი ბიჭი?ალბათ ისეთი რომ შეხედავ ვერ მიხვდე ქალია თუ კაცი?ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.მაგრამ ახლანდელ დროში ყველაფერი მოსულია და ესეც არაა კარგი.

სტუმარი
09 დეკემბერი 2017 23:04
სტერეოტიპების დანგრევას რომ დაიწყებ მაინც ფრთხილად იყავი, ათასი უბედურება ხდება მშენებლობაზე. თან ბოლოს რომ ვიყავი მანდ ბლომად პეროები ეყარა.
AVOIEEE:))
09 დეკემბერი 2017 17:19
ეხლა ამას რომ კითხო პერსონის პიროვნული თავისუფლების იდეალის აპოლოგეტია მთელი თავის ფსიქო-სოციალური კაპიტალით:) არადა ამ დროს, სხვა ადამიანების ცხოვრებისეულ მრწამსს თუ შეხედულებებს ისე ეხება, ვერ ხვდება რომ თავად ეწინააღმდეგება ადამიანის ნების თავისუფლების ხელშეუხებელ იდეას რომელსაც თავად იცავს ამ სტატიაში:) იცხოვრე რა შენთვის, ვინ გეკითხება ვის "ჩაცუცქვა" მოსწონს, ვის ლუდი და ფეხბურთი, მოწონდეს შენ რას აფათურებ იმ ადამიანების სულში და გაგებაში ხელებს ვინც ისე ცხოვრობს როგორც სჯერა და სწამს. შენ გეხებიან ისინი?:))) რაც შენთვის მიუღებელია - ის შესაძლოა სხვისთვის მისაღებია - ამიტომ დაწყნარდი და იცხოვრე ისე შენ როგორც გესმის!!!
Lasha
09 დეკემბერი 2017 15:46
გურამ დროებითია ამ ფემინიზმის, ლგბტ-იზმის და სხვა გარყვნილებათა ნორმალიზების დამკვიდრების მცდელობები, დროებითია საკუთარი ცუდის დრამატიზებაც, ცოდნა და ერუდიცია რაც შენ გაქვს სულ ამ საქართველოს აუგებში ნუ გაფლანგავ ძმაო ჩემო, ნიჭიერი კაცი ხარ დასაფასებელია, სამართლიანობის განცდა გაქვს, შემდგარი პიროვნება ხარ მაგრამ მასე თუ გძაგს შენი ძირი, რაზეც დგახარ და ესე ტექნიკურად ილანძღები, ეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ სერიოზული მოპასუხე არ გამოჩენილა, არ მოგისმენია, არ დაუფიქრებიხარ მის მოკლედ ნათქვამ გრძელ სიტყვას...

რუბრიკის სხვა სიახლეები