მე სამარცხვინო ბიჭი ვარ...!
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ...!
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ, აი შენი და შენი მახინჯი საზოგადოების შექმნილ ყველა სტერეოტიპს რომ ვამსხვრევ ისეთი…

დედაშენი ბებიაჩემს შეძრწუნებული რომ დაურეკავს და საბჭოთა კავშირისთვის შეუფერებელ ვაჟკაცად შემრაცხავს - ისეთიც.

  • მე ის ბიჭი ვარ, ყველაზე დიდ ცხოვრებისეულ სიძნელეებს უშიშრად რომ ლახავს, მაგრამ კალიების და მიცვალებულების რომ ეშინია
  • ის ბიჭიც მე ვარ, უფრო მეტი გოგონა მეგობარი რომ ჰყავს და ბირჟაზე ფურთხების რადიუსის სიგრძეში შეჯიბრების ნაცვლად, სახლში მარტო ფორტეპიანოზე
    დაკვრა, ათივე თითით აკვარელში ამოთხვრა და ხატვა ან სევდიანი ლექსის ან პროზის წერა რომ ურჩევნია
  • მე ის ბიჭი ვარ, "ფეხბურთი და ლუდი კაცს რომ არ უყვარს ის რა კაცია" და მაინც რომ თქვენზე ძლიერია
  • როცა ტკივა ტირილითაც რომ გამოხატავს
    და ამის რომ არ ეშინია, არც რცხვენია
  • სახლში საოჯახო საქმეებს თანაბრად რომ იყოფს ცოლთან და კაცის და ქალის ფუნქციებს ცა და დედამიწის კონტექსტში არ განიხილავს, საერთოდ რომ არ განიხილავს.
  • ზოგჯერ სუსტიც რომ არის და იმდენად ძლიერია, რომ ამ სისუსტის აღიარების არ ეშინია
  • მე ის ბიჭი ვარ, სექსუალური პარტნიორების რაოდენობით რომ არ ამაყობს, ყველას და ყველაფერს სექსის ობიექტად რომ არ აღიქვამს და უარიც ბევრჯერ უთქვამს
  • ცოლიც რომ ჰყავს, საყვარელიც, მეგობარი გოგონაც, "ნაშაც" და ეს ყველაფერი მისთვის ერთადერთ ქალში რომ არის მოქცეული
  • სითბოსაც რომ გამოხატავს, გოგოსაც ჩახუტებია, ბიჭსაც, მოფერება რომ არ ერიდება და ყველანაირ პოზიტივს პირდაპირ რომ გამოხატავს
  • გეისთან ერთ ოთახშიც და ერთ საწოლშიც რომ უძინია და არ შეშინებია, რომ ღამით ვინმე ფარულად "გააბახებდა" (ვტფ)
  • მე ის ბიჭი ვარ, რომელიც ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში გიჩივლებთ და ციხეში ამოგალპობთ, ნაცვლად ჩაცუცქული, "კაიბიჭური" საუბრებისა. არავაჟკაცურად გეჩვენებათ? აბა ხელი მოისვით…
  • მე ის ბიჭი ვარ, ვისთვისაც საზღვრების გადმოწევა არის პრობლემა და არა ათი ლესბოსელის ლოზუნგებით გასეირნება რუსთაველის გამზირზე
  • ის ბიჭიც ვარ, გულზე მჯიღს რომ არ იცემს ფეისბუქზე მოჭარბებული პატრიოტიზმისგან და ომის დროს ბუნკერებში არ იმალება, უბრალოდ მშვიდად დგება და მის წილს პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის წინაშე.
  • მე ის ბიჭი ვარ, რომელიც ბედნიერია, იმიტომ რომ ზუსტად ისეთია, როგორიც სინამდვილეში, ტკბება თავისუფლებით და მისი ბედნიერების ყველა რეცეპტორი გამოკვებილია, განსხვავებით "ქართველი ვაჟკაცის" ნიღბის უკან დამალული მხდალი და სუსტი "კაცებისა"
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ, თმაც რომ შეუღებავს, საყურეც რომ გაუკეთებია და არც პლასტიკური ქირურგია მიაჩნია სირცხვილად - აი ისეთი.

ჰო, მე სტერეოტიპული, მარწუხებში მოქცეული, ყალბი და სახეზე მტკივნეულად შემოჭერილ ნიღბებში მცხოვრები საზოგადოებისთვის სამარცხვინო ბიჭი ვარ და ეს მეამაყება.

…საკმაოდ ბევრი წელი მანგრევდნენ სტერეოტიპები, დადგა დრო, რომ ახლა უკვე მე დავანგრიო ისინი.


ჰოდა, წარმატება მისურვეთ!

გურამ შეროზიას ბლოგი
მკითხველის კომენტარი (79)
kuku
08 დეკემბერი 2017 14:30
გურამ, უდაოდ ის ხარ რაც დაწერე? :) ბევრს შესაძლოა მოსწონდე ბევრს არა, ეგ შენ საერთოდ არ უნდა გაღელვებდეს. მაინტერესებს უბრალოდ ეს შენი ბოლო დროინდელი პიარი სხვა და სხვა ფრონტზე და ილია ჭავჭავობონას თამაში რაში გჭირდება? რა გაქვს ჩაფიქრებული და რა მიზნისკენ მიდიხარ?
ინგა ნ.
08 დეკემბერი 2017 12:25
D შენ ერთი პატარა "ტრიპაჩი" ბიჭი ხარ.): D
nino
07 დეკემბერი 2017 22:57
rtulia ar daetanxmo.dasaertot vin ra vicit sxvebs rom vakritikebs maradiulad xels vishvert kvelasken.adamiani cers imasracacuxebs,chasaprebulebi ki cuxan amaod
ლუხო
07 დეკემბერი 2017 20:43
გამოცნობა იმათი, ვისაც ჩვენი სულიერების ჩამოქნა -ჩამოძერწვაში მიუღიათ მონაწილეობა იქნებ შეუძლებელიცაა მაგრამ, შესძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ, რაც ჩვენში კეთილად მოგვაჩნია, კიდევ უფრო გავაკეთილშობილოთ, რომ მომავალ თაობებს, ჩვენი მოგონებისას სახეზე სასიამოვნო ღიმილმა გადაურბინოთ, ჩვენ სულიერებას კი, მაცხოვრის ათი მცნების შუქზე გავხედოთ ხშირად.
me
07 დეკემბერი 2017 17:36
შენ ის ნარცისი ხარ, სხვას რომ დაუშლის, მაგრამ თვითონ - თუ დასჭირდა - ტროტუარზეც დააპარკინგებს. :)
ლეონარდო
07 დეკემბერი 2017 11:35
შენისთანები არიან ზუსტად რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიბრძანდნენ აქედან სადმე შორს, მაგალითად ოკეანის გაღმა კონტინენტზე, მიბაძე ზემლიაკ შაფათავას ეგეც შენისთანა ,,თანამედროვე,, და ,,გამოსულია,, , შენ კიდე იმის მაგივრად რომ ჩალაგებულ ჩემოდანზე თვითმფრინავის ბილეთით იჯდე აქ რეებს წერ, მოკლედ სულ წახვედი ხელიდან
ოლი
07 დეკემბერი 2017 09:03
გავიგეთ, რომ ხარ სელფმეიდმენი და თანაც ძალიან პროგრესული. ყოველ შენს ბლოგში ან ერთს ამტკიცებ, ან მეორეს, ან ორივეს ერთად. როგორ ნეიტრალურ თემასაც არ უნდა ეხებოდე, სტროფებს შორის მაინც ერთი ფრაზა იკითხება- უხ, რა მაგარი ვარ, ხალხნო, ძალიან მაგარი. ყოველ ჯერზე ღიმილით ვკითხულობ შენს ბლოგს მოლოდინით, ეხლა დაიწყებს!!! ინტერესითაც, როდის ამოწურავ თემას -მე, ისეთი კარგი ვარ, გული თვითონ მიჩუყდება))). ჩემი რჩევაა, თვითირონია შეაპარე, უკეთ მუშაობს))).
პ.ს. ნიკით-ნუ გეშინიათ, შენ ხარ? ასე გაგიჭირდა?(((
ნინო
06 დეკემბერი 2017 22:36
უკეთესებიც ბევრი არიან, ხარ რა :)
jei
06 დეკემბერი 2017 21:37
ეს ყველაპერი კარგი.ვისაც რა სურს ის წეროს და იკიტხოს ბატონო, არა მაკ საწინააგმდეგო მარა, ბატონო გურამ დაპარკინგება ტუ დაამუგამეტ ეს მაინტერესებს ამ ბოლო დროს?
lali
06 დეკემბერი 2017 19:28
თბილისელი, გოიმი" ხოხბების" "პარადი"!

რუბრიკის სხვა სიახლეები