მე სამარცხვინო ბიჭი ვარ...!
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ...!
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ, აი შენი და შენი მახინჯი საზოგადოების შექმნილ ყველა სტერეოტიპს რომ ვამსხვრევ ისეთი…

დედაშენი ბებიაჩემს შეძრწუნებული რომ დაურეკავს და საბჭოთა კავშირისთვის შეუფერებელ ვაჟკაცად შემრაცხავს - ისეთიც.

  • მე ის ბიჭი ვარ, ყველაზე დიდ ცხოვრებისეულ სიძნელეებს უშიშრად რომ ლახავს, მაგრამ კალიების და მიცვალებულების რომ ეშინია
  • ის ბიჭიც მე ვარ, უფრო მეტი გოგონა მეგობარი რომ ჰყავს და ბირჟაზე ფურთხების რადიუსის სიგრძეში შეჯიბრების ნაცვლად, სახლში მარტო ფორტეპიანოზე
    დაკვრა, ათივე თითით აკვარელში ამოთხვრა და ხატვა ან სევდიანი ლექსის ან პროზის წერა რომ ურჩევნია
  • მე ის ბიჭი ვარ, "ფეხბურთი და ლუდი კაცს რომ არ უყვარს ის რა კაცია" და მაინც რომ თქვენზე ძლიერია
  • როცა ტკივა ტირილითაც რომ გამოხატავს
    და ამის რომ არ ეშინია, არც რცხვენია
  • სახლში საოჯახო საქმეებს თანაბრად რომ იყოფს ცოლთან და კაცის და ქალის ფუნქციებს ცა და დედამიწის კონტექსტში არ განიხილავს, საერთოდ რომ არ განიხილავს.
  • ზოგჯერ სუსტიც რომ არის და იმდენად ძლიერია, რომ ამ სისუსტის აღიარების არ ეშინია
  • მე ის ბიჭი ვარ, სექსუალური პარტნიორების რაოდენობით რომ არ ამაყობს, ყველას და ყველაფერს სექსის ობიექტად რომ არ აღიქვამს და უარიც ბევრჯერ უთქვამს
  • ცოლიც რომ ჰყავს, საყვარელიც, მეგობარი გოგონაც, "ნაშაც" და ეს ყველაფერი მისთვის ერთადერთ ქალში რომ არის მოქცეული
  • სითბოსაც რომ გამოხატავს, გოგოსაც ჩახუტებია, ბიჭსაც, მოფერება რომ არ ერიდება და ყველანაირ პოზიტივს პირდაპირ რომ გამოხატავს
  • გეისთან ერთ ოთახშიც და ერთ საწოლშიც რომ უძინია და არ შეშინებია, რომ ღამით ვინმე ფარულად "გააბახებდა" (ვტფ)
  • მე ის ბიჭი ვარ, რომელიც ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში გიჩივლებთ და ციხეში ამოგალპობთ, ნაცვლად ჩაცუცქული, "კაიბიჭური" საუბრებისა. არავაჟკაცურად გეჩვენებათ? აბა ხელი მოისვით…
  • მე ის ბიჭი ვარ, ვისთვისაც საზღვრების გადმოწევა არის პრობლემა და არა ათი ლესბოსელის ლოზუნგებით გასეირნება რუსთაველის გამზირზე
  • ის ბიჭიც ვარ, გულზე მჯიღს რომ არ იცემს ფეისბუქზე მოჭარბებული პატრიოტიზმისგან და ომის დროს ბუნკერებში არ იმალება, უბრალოდ მშვიდად დგება და მის წილს პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის წინაშე.
  • მე ის ბიჭი ვარ, რომელიც ბედნიერია, იმიტომ რომ ზუსტად ისეთია, როგორიც სინამდვილეში, ტკბება თავისუფლებით და მისი ბედნიერების ყველა რეცეპტორი გამოკვებილია, განსხვავებით "ქართველი ვაჟკაცის" ნიღბის უკან დამალული მხდალი და სუსტი "კაცებისა"
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ, თმაც რომ შეუღებავს, საყურეც რომ გაუკეთებია და არც პლასტიკური ქირურგია მიაჩნია სირცხვილად - აი ისეთი.

ჰო, მე სტერეოტიპული, მარწუხებში მოქცეული, ყალბი და სახეზე მტკივნეულად შემოჭერილ ნიღბებში მცხოვრები საზოგადოებისთვის სამარცხვინო ბიჭი ვარ და ეს მეამაყება.

…საკმაოდ ბევრი წელი მანგრევდნენ სტერეოტიპები, დადგა დრო, რომ ახლა უკვე მე დავანგრიო ისინი.


ჰოდა, წარმატება მისურვეთ!

გურამ შეროზიას ბლოგი
მკითხველის კომენტარი (79)
გავაზელი
06 დეკემბერი 2017 18:26
გურამ, ასეთი განათლებული ბიჭი ხარ და ერთი ქართული ანდაზა არ გისწავლია? თავის ქება კიტრადა, კიტრი ორ შაურადაო.
გეისთან იქნება თუ ღრუზინ ვაჟკაცთან, ერთ საწოლში რატო უნდა დაწვე? ამაში საამაყოს ვერაფერს ვხედავ.
beo
06 დეკემბერი 2017 17:51
ესეთი დებილობა კაი ხანია არაფერი არ წამიკითხია
natali
06 დეკემბერი 2017 17:41
ხოხობი -"სამარცხვინო ბიჭი კი არა, კლასიკური პროვინციელი ხარ, შენისთანები "ვედრა ლარადაა" თბილისში". როგორი საწყენიც არ უნდა იყოს, როცა ასეთ "ნააზრევს" ეცნობი, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რა განათლების დონეა ჩვენს ერში. აი ესაა დღევანდელი, თანამედროვე, "ინტელექტუალი" ქართველის ნააზრევი. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ...... ესაა რაცაა...
მაია
06 დეკემბერი 2017 17:24
ჩემი აზრით თავისუფალი კი არა ზიდმეტად დაკომპლექსებული ხარ. სულ მაინც იმას უსვამ ხაზს რომ გეი არ ხარ,
2x2
06 დეკემბერი 2017 16:49
შენ ხარ გლახა რომ მაგ ბჟუტურით ამაყობ
444444
06 დეკემბერი 2017 16:49
შენ ის ბიჭი ხარ, ვინც თავდაჟერებულია, რომ სხვაზე უკეთესია და პროგრესულია. ერთი სიტყვით - ნარცისი.
ნუ გეშინიათ!
06 დეკემბერი 2017 16:29
წავიკითხე კომენტარები... პრაქტიკულად ყველას აზრი იდენტურია: ირონია,ცინიზმი, განსხვავებული აზრის მიუღებლობა და ა.შ...შეროზიას "დაკომპლექსებულს" უწოდებთ და იმას ვერ უკვირდებით, რომ თითოეული თქვენგანი თავად ხართ დაკომპლექსებული... ყველა ცდილობთ ერთნაირი აზრები აფრქვიოთ,ამტკიცოთ,რომ ერთი და იმავე "ფასეულობები" გაქვთ, რადგან რაიმე ოდნავ განსხვავებული რომ დაწეროთ ან თქვათ, მაშინ "ხალხი" რას იტყვის?! მაშინ ხომ მოგეჭრებათ თავი?!აი ეს კომპლექსი გაქვთ ყველას!!! მუჭში გაქვთ მოქცეული თქვენი სიხარულიც,განცდაც,გრძნობაც,სურვილიც,მსოფლმხედველობაც,ღირსებაც,თავმოყვარეობაც... მუჭში გაქვთ ყველაფერი მომწყვდეული და ამის გამო ხართ აგრესიულები და ცინიკურები!გიჯობთ საკუთარ ცხოვრებას მიხედოთ და სხვები ნაკლებად აკრიტიკოთ,ისწავლეთ თავისუფლად,შიშის გარეშე სუნთქვა! საბჭოთა კავშირი დაინგრა,არ არის საჭირო ყველა ერთნაირები იყოთ!დაანგრიეთ საკუთარ თავში საბჭოთა კავშირი!ნუ გეშინიათ!
dato
06 დეკემბერი 2017 15:58
ორ საკითხში ვუთანაგრძნობ:1. ზოგჯერ სუსტიც რომ არის და იმდენად ძლიერია, რომ ამ სისუსტის აღიარების არ ეშინია. 2.ცოლიც რომ ჰყავს, საყვარელიც, მეგობარი გოგონაც, და ეს ყველაფერი მისთვის ერთადერთ ქალში რომ არის მოქცეული.
დათა
06 დეკემბერი 2017 15:36
დოდო ხარ - დოდო!
kaci
06 დეკემბერი 2017 15:11
ერთი ის ამიხსენი საყვარელი, ცოლი და ნაშა სხვადასხვა რომ ჰყავს შენზე ნაკლები რითია, ან ლუდი და ფეხბურთი რომ უყვარს, ან ჭურჭლის რეცხვა რომ არ უყვარს და არც რეცხავს, ან სხვა სტერეოტიპით რომ ცხოვრობს, ან ის გეისთან ერთ ლოგინში წოლა რომ არ სიამოვნებს, ან სხვას რომ გადაფურთხების რადიუსში ეჯიბრება და ბირჟაზე დგას? რატომ გგონია რომ რომელიმე მათგანზე უკეთესი ხარ და მეტი ღირებულება გაგაჩნია. ვინმე გაძალებს ისეთი იყო როგორიც არ ხარ? თუ მასეთი ადამიანების შენს შესახებ გამოთქმული აზრი გაღიზიანებს, მაშინ იმასაც შეეგუე,რომ შენი აზრიც აღიზიანებს სხვას. თუ გეის აქვს უფლება საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს, მეც მაქვს უფლება ის არ მომწონდეს. ლესბოსელების მარში მაღიზიანებს, და საზღვრის გადმოწევა მაცოფებს,ერთი მეორეს არ გამორიცხავს. პირად საუბარში ხელის მოსმას თუ ვინმეს ურჩევ დაგაინვალიდებს და პატიოსნად მოიხდის სასჯელს, შენ რა გგონია ის უკეთესია შენისთანისგან ეგეთი რჩევა ისმინო თუ ჩაჯდე დამსახურებულად, თან ხომ იცი იქ არ დარჩები.... ნებისმიერი ქართველი ვაჟკაცი გჯობია და როგორც არ უნდა ცდილობდნენ შენისთანები კაცის ფემინიზაციას აქ ეგ არ გამოგივათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები