მე სამარცხვინო ბიჭი ვარ...!
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ...!
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ, აი შენი და შენი მახინჯი საზოგადოების შექმნილ ყველა სტერეოტიპს რომ ვამსხვრევ ისეთი…

დედაშენი ბებიაჩემს შეძრწუნებული რომ დაურეკავს და საბჭოთა კავშირისთვის შეუფერებელ ვაჟკაცად შემრაცხავს - ისეთიც.

  • მე ის ბიჭი ვარ, ყველაზე დიდ ცხოვრებისეულ სიძნელეებს უშიშრად რომ ლახავს, მაგრამ კალიების და მიცვალებულების რომ ეშინია
  • ის ბიჭიც მე ვარ, უფრო მეტი გოგონა მეგობარი რომ ჰყავს და ბირჟაზე ფურთხების რადიუსის სიგრძეში შეჯიბრების ნაცვლად, სახლში მარტო ფორტეპიანოზე
    დაკვრა, ათივე თითით აკვარელში ამოთხვრა და ხატვა ან სევდიანი ლექსის ან პროზის წერა რომ ურჩევნია
  • მე ის ბიჭი ვარ, "ფეხბურთი და ლუდი კაცს რომ არ უყვარს ის რა კაცია" და მაინც რომ თქვენზე ძლიერია
  • როცა ტკივა ტირილითაც რომ გამოხატავს
    და ამის რომ არ ეშინია, არც რცხვენია
  • სახლში საოჯახო საქმეებს თანაბრად რომ იყოფს ცოლთან და კაცის და ქალის ფუნქციებს ცა და დედამიწის კონტექსტში არ განიხილავს, საერთოდ რომ არ განიხილავს.
  • ზოგჯერ სუსტიც რომ არის და იმდენად ძლიერია, რომ ამ სისუსტის აღიარების არ ეშინია
  • მე ის ბიჭი ვარ, სექსუალური პარტნიორების რაოდენობით რომ არ ამაყობს, ყველას და ყველაფერს სექსის ობიექტად რომ არ აღიქვამს და უარიც ბევრჯერ უთქვამს
  • ცოლიც რომ ჰყავს, საყვარელიც, მეგობარი გოგონაც, "ნაშაც" და ეს ყველაფერი მისთვის ერთადერთ ქალში რომ არის მოქცეული
  • სითბოსაც რომ გამოხატავს, გოგოსაც ჩახუტებია, ბიჭსაც, მოფერება რომ არ ერიდება და ყველანაირ პოზიტივს პირდაპირ რომ გამოხატავს
  • გეისთან ერთ ოთახშიც და ერთ საწოლშიც რომ უძინია და არ შეშინებია, რომ ღამით ვინმე ფარულად "გააბახებდა" (ვტფ)
  • მე ის ბიჭი ვარ, რომელიც ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში გიჩივლებთ და ციხეში ამოგალპობთ, ნაცვლად ჩაცუცქული, "კაიბიჭური" საუბრებისა. არავაჟკაცურად გეჩვენებათ? აბა ხელი მოისვით…
  • მე ის ბიჭი ვარ, ვისთვისაც საზღვრების გადმოწევა არის პრობლემა და არა ათი ლესბოსელის ლოზუნგებით გასეირნება რუსთაველის გამზირზე
  • ის ბიჭიც ვარ, გულზე მჯიღს რომ არ იცემს ფეისბუქზე მოჭარბებული პატრიოტიზმისგან და ომის დროს ბუნკერებში არ იმალება, უბრალოდ მშვიდად დგება და მის წილს პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის წინაშე.
  • მე ის ბიჭი ვარ, რომელიც ბედნიერია, იმიტომ რომ ზუსტად ისეთია, როგორიც სინამდვილეში, ტკბება თავისუფლებით და მისი ბედნიერების ყველა რეცეპტორი გამოკვებილია, განსხვავებით "ქართველი ვაჟკაცის" ნიღბის უკან დამალული მხდალი და სუსტი "კაცებისა"
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ, თმაც რომ შეუღებავს, საყურეც რომ გაუკეთებია და არც პლასტიკური ქირურგია მიაჩნია სირცხვილად - აი ისეთი.

ჰო, მე სტერეოტიპული, მარწუხებში მოქცეული, ყალბი და სახეზე მტკივნეულად შემოჭერილ ნიღბებში მცხოვრები საზოგადოებისთვის სამარცხვინო ბიჭი ვარ და ეს მეამაყება.

…საკმაოდ ბევრი წელი მანგრევდნენ სტერეოტიპები, დადგა დრო, რომ ახლა უკვე მე დავანგრიო ისინი.


ჰოდა, წარმატება მისურვეთ!

გურამ შეროზიას ბლოგი
მკითხველის კომენტარი (79)
aburjga
06 დეკემბერი 2017 14:34
ბიჭო, რადგანაც შენ თავს თითონ ასე უწოდებ მეც ასე მოგმართე! საზღვრების გადმოწევაზე რომ ლაპარაკობ, ვითომ გული შეგტკივა, იმდენს მაინც ვერ ხვდები, რომ როცა რუსთაველზე ათი (რაც მეტი?!) ლესბოსელი გაივლის, გააპარადებს, მაშინ საზღვრები არამც თუ გადმოწეულია, არამედ საერთოდ წაშლილია?! და კიდევშეკითხვა მაქვს
ნათელა
06 დეკემბერი 2017 13:59
ვისურვებდი ასეთი ახალგაზრდები ბევრი გვყავდეს!
მეფე333
06 დეკემბერი 2017 13:31
გურამიკო ჯერ მანქანის სწორად გაჩერება ისწავლე, შემდეგ შენიშვნის მიღების კულტურა გამოიმუშავე, მერე საკუთარი მეს იქითაც გაიხედე და შემდეგ მოიცალე სხვების დარიგებისთვის. (ისე ჩვენში დარჩეს და რა გჭირს მეგობარო, თვითგანდიდების გარდა სხვა საზრუნავი და საწერი არ გაქვს ამ ქვეყანაში?) :)
ხოხობი
06 დეკემბერი 2017 13:26
სამარცხვინო ბიჭი კი არა, კლასიკური პროვინციელი ხარ, შენისთანები "ვედრა ლარადაა" თბილისში
ირაკლი ქუთაისელი
06 დეკემბერი 2017 13:23
ლექსების წერა არ გაწყენდა, ისე მართლა რა გინდა?
გიო
06 დეკემბერი 2017 13:18
იყოს მერე ვინ უშლის, ან ვის დაკარგვია ან ვისი ტიკიტომარაა
???????????
06 დეკემბერი 2017 12:58
ამან ხომ წაიგო ტვინი რა?ხო კარგი ბიჩი ხარ ,კარგიიიიი და თავი დაგვანებე რაა?
ნატა
06 დეკემბერი 2017 12:42
თატია სამხარაძის ბლოგის კოპირება გააკეთა, ოღონდ გოგოს ნაცვლად ბიჭი ჩაწერა. ისე, გურამის ნაწერი უფრო სენსაციებზე და ძალად სკანდალებზეა ყოველთვის გათვლილი და არა სიმართლეზე, რაც რეალურად სათქმელია ჩვენს ქვეყანაში, ან რაც თვითონ არის სინამდვილეში და რა გინდა, კი მოსწონთ ფანებს(:
ნანა
06 დეკემბერი 2017 12:32
მოკლედ,შენ ყოფილხარ რაც ყოფილხარ,ვავა ჩქიმი ცოდა,ეს რა გავიგე დღეს
lia
06 დეკემბერი 2017 12:26
აუუუ,რა რებუსებით გვაბნევს ვითომ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა