მე სამარცხვინო ბიჭი ვარ...!
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ...!
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ, აი შენი და შენი მახინჯი საზოგადოების შექმნილ ყველა სტერეოტიპს რომ ვამსხვრევ ისეთი…

დედაშენი ბებიაჩემს შეძრწუნებული რომ დაურეკავს და საბჭოთა კავშირისთვის შეუფერებელ ვაჟკაცად შემრაცხავს - ისეთიც.

  • მე ის ბიჭი ვარ, ყველაზე დიდ ცხოვრებისეულ სიძნელეებს უშიშრად რომ ლახავს, მაგრამ კალიების და მიცვალებულების რომ ეშინია
  • ის ბიჭიც მე ვარ, უფრო მეტი გოგონა მეგობარი რომ ჰყავს და ბირჟაზე ფურთხების რადიუსის სიგრძეში შეჯიბრების ნაცვლად, სახლში მარტო ფორტეპიანოზე
    დაკვრა, ათივე თითით აკვარელში ამოთხვრა და ხატვა ან სევდიანი ლექსის ან პროზის წერა რომ ურჩევნია
  • მე ის ბიჭი ვარ, "ფეხბურთი და ლუდი კაცს რომ არ უყვარს ის რა კაცია" და მაინც რომ თქვენზე ძლიერია
  • როცა ტკივა ტირილითაც რომ გამოხატავს
    და ამის რომ არ ეშინია, არც რცხვენია
  • სახლში საოჯახო საქმეებს თანაბრად რომ იყოფს ცოლთან და კაცის და ქალის ფუნქციებს ცა და დედამიწის კონტექსტში არ განიხილავს, საერთოდ რომ არ განიხილავს.
  • ზოგჯერ სუსტიც რომ არის და იმდენად ძლიერია, რომ ამ სისუსტის აღიარების არ ეშინია
  • მე ის ბიჭი ვარ, სექსუალური პარტნიორების რაოდენობით რომ არ ამაყობს, ყველას და ყველაფერს სექსის ობიექტად რომ არ აღიქვამს და უარიც ბევრჯერ უთქვამს
  • ცოლიც რომ ჰყავს, საყვარელიც, მეგობარი გოგონაც, "ნაშაც" და ეს ყველაფერი მისთვის ერთადერთ ქალში რომ არის მოქცეული
  • სითბოსაც რომ გამოხატავს, გოგოსაც ჩახუტებია, ბიჭსაც, მოფერება რომ არ ერიდება და ყველანაირ პოზიტივს პირდაპირ რომ გამოხატავს
  • გეისთან ერთ ოთახშიც და ერთ საწოლშიც რომ უძინია და არ შეშინებია, რომ ღამით ვინმე ფარულად "გააბახებდა" (ვტფ)
  • მე ის ბიჭი ვარ, რომელიც ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში გიჩივლებთ და ციხეში ამოგალპობთ, ნაცვლად ჩაცუცქული, "კაიბიჭური" საუბრებისა. არავაჟკაცურად გეჩვენებათ? აბა ხელი მოისვით…
  • მე ის ბიჭი ვარ, ვისთვისაც საზღვრების გადმოწევა არის პრობლემა და არა ათი ლესბოსელის ლოზუნგებით გასეირნება რუსთაველის გამზირზე
  • ის ბიჭიც ვარ, გულზე მჯიღს რომ არ იცემს ფეისბუქზე მოჭარბებული პატრიოტიზმისგან და ომის დროს ბუნკერებში არ იმალება, უბრალოდ მშვიდად დგება და მის წილს პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის წინაშე.
  • მე ის ბიჭი ვარ, რომელიც ბედნიერია, იმიტომ რომ ზუსტად ისეთია, როგორიც სინამდვილეში, ტკბება თავისუფლებით და მისი ბედნიერების ყველა რეცეპტორი გამოკვებილია, განსხვავებით "ქართველი ვაჟკაცის" ნიღბის უკან დამალული მხდალი და სუსტი "კაცებისა"
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ, თმაც რომ შეუღებავს, საყურეც რომ გაუკეთებია და არც პლასტიკური ქირურგია მიაჩნია სირცხვილად - აი ისეთი.

ჰო, მე სტერეოტიპული, მარწუხებში მოქცეული, ყალბი და სახეზე მტკივნეულად შემოჭერილ ნიღბებში მცხოვრები საზოგადოებისთვის სამარცხვინო ბიჭი ვარ და ეს მეამაყება.

…საკმაოდ ბევრი წელი მანგრევდნენ სტერეოტიპები, დადგა დრო, რომ ახლა უკვე მე დავანგრიო ისინი.


ჰოდა, წარმატება მისურვეთ!

გურამ შეროზიას ბლოგი
მკითხველის კომენტარი (79)
zura
06 დეკემბერი 2017 12:24
თითქმის ჩემი სათქმელი თქვი
დავით123
06 დეკემბერი 2017 12:14
იყავი შვილო. მაგრამ იყავი შენთვის და ნუ გვახვევ ამ შენს "ზეგანვითარებულ" აზრებს ჩვენ, "განუვითარებელ" ქართველებს. გასაგებია რომ შენ ამ "ტიპობით" ფულს შოულობ, მაგრამ ღირს კი ასეთი ფულის შოვნა? მიუხედავად იმისა რომ, გაქვს საკუთარი აზრის გამოთქმისა და დაფიქსირების საშუალება, შენც ჩვეულებრივი მოძალადე ხარ რომელიც ახვევს თავის აზრს საზოგადოებას. "ქვეყნის საზღვირს დამცველ ადამიანად" ნიღბავთ საკუთარ თავებს, თუმცა ქვეყნის შიგნით ათას გარყვნილებას თესავთ და უჭერთ მხარს! არ თქვათ ბატონო რომ ქვეყნის ბედი გვადარდებს ვინმეს! საკუთარი თავის და კომფორტულად ცხოვრების გარდა არაფერი არ გვადარდებს! ასე ცხოვრებას კი ძალიან ხშირად აფერისტობის ხარჯზე ვაღწევთ ადამიანები!
ნატა
06 დეკემბერი 2017 11:49
თატია სამხარაძის ბლოგის კოპირება გააკეთა, ოღონდ გოგოს ნაცვლად ბიჭი ჩაწერა. ისე, გურამის ნაწერი უფრო სენსაციებზე და ძალად სკანდალებზეა ყოველთვის გათვლილი და არა სიმართლეზე, რაც რეალურად სათქმელია ჩვენს ქვეყანაში, ან რაც თვითონ არის სინამდვილეში და რა გინდა, კი მოსწონთ ფანებს(:
aba fe
06 დეკემბერი 2017 11:28
გაიხარე
HELP
06 დეკემბერი 2017 11:21
ეს ის ბიჭია უკომპლექსობის კომპლექსი რომ აწუხებს
xato
06 დეკემბერი 2017 11:12
ფრთები რომ გაქვს და ანგელოზი ხარ ამის დაწერა დაგავიწყდა.
nana
06 დეკემბერი 2017 11:02
წარმატებებიიიი!!!!!!
vhjhjj
06 დეკემბერი 2017 10:58
დიაგნოზი მომეწონა, მიხვედრილა...
კახელი კაცი
06 დეკემბერი 2017 10:55
ამან კიდე ხო გაგვიწყალა გული რა...
gio
06 დეკემბერი 2017 10:41
წარმატებას გისურვებ!
სტერეიტიპების მსხვრევას აჯობებს საკუთარი კომპლექსები დასძლიო.

რუბრიკის სხვა სიახლეები