შენი სახლის გასაღები დამიტოვე, "ნაშებს" ამოვიყვან ან... - 12 თხოვნა, რომელიც ყველაზე მეტად გვაღიზიანებს! - კვირის პალიტრა

შენი სახლის გასაღები დამიტოვე, "ნაშებს" ამოვიყვან ან... - 12 თხოვნა, რომელიც ყველაზე მეტად გვაღიზიანებს!

ჩამონათვალი ინდივიდუალურია, თუმცა მაინც – ყველაზე მეტად გავრცელებული:

1. ერთი ღერი მომაწევინე რაა – და როცა ეს ხდება მეორასედ. ცოტა ხნის წინ მარკეტშიც ერთად იყავით, არც "გახსენებია", ათ წუთში ისევ შენს სიგარეტზე ზის. (საბედნიეროდ ეს თხოვნა პირველი ოქტომბრიდან ამოვარდნილია ჩემი ცხოვრებიდან, რაც მოწევას თავი დავანებე).

2. შენი ინტერნეტი დამიჰოთსპოტე – აი, ის ხალხი, მთელი დღე რომ "ფეისბუკში" არიან, მაგრამ არასდროს ყიდულობენ მეგაბაიტებს, თუმცა თავხედურად, უკვე მეასედ სხდებიან შენს არც ისე იაფიან მობილურ ინტერნეტზე.

3. შენი ტელეფონით შემიშვი სადმე – ამ დროს შეიძლება "მესინჯერიდან" ისეთი შეტყობინება ამოხტეს, რაც არ გინდოდეს, რომ ნახოს, ან შენს ფოტო ალბომებში შეუცდეს ფეხი, სადაც ასევე არასასურველი სტუმარია.

4. მანქანა მათხოვე დღეს – აი, ბებიაშენისამ. მანქანას კი არა, ისეთი რეაქცია მაქვს, სხვა ვერაფერსაც ვერ მთხოვენ.

5. "ლაიქ" კონკურსში ვმონაწილეობ და შენს კედელზე "გამიზიარე" ეს ფოტო რაა. ფოტო არის 2G ტელეფონით საცოდავად გადაღებული, ასეთი დღეში 10 თხოვნა შეიძლება მოგდიოდეს და აი, როგორ გვინდა, ჩვენი "ფეისბუკ კედლები" "ლაიქებზე" სამათხოვრო პლატფორმებად ვაქციოთ!

6. შენი თეფშიდან გამასინჯე, რაა – ანუ 5 ადამიანი მიდიხართ, ოთხი უკვეთავს, მეხუთე ყველას თეფშიდან მესამედს სინჯავს, ნაყრდებიან, ჩვენ, ოთხივე მშიერი ვრჩებით…

7. წყალს მოვსვამ, რაა – არა და ბოთლიდან ვსვამ, იმანაც ჩემი ბოთლი უნდა ჩაიდოს გლანდებამდე და მერე ორი წვეთის გადაღვრით ყველა ბაქტერიის არსებობას აგვარებს თუნდაც ჭიქით იყოს, ორ ან სამ ლიტრს რომ ვსვამ დღეში, მერევა სათვალავი და ჰა.

8. ტანსაცმლის და ფეხსაცმლის თხოვება და კიდევ უფრო უარესი – მისი დაუკითხავად ჩაცმა ოჯახის წევრების მიერ. არ მიყვარს და მომკალით!

9. ხელფასამდე 20 ლარის სესხება. ისეთი თანხაა, არ მაქვსო რთულია თქმა, მერე დაბრუნებაზე შეხსენებაც უხერხულია, ჰოდა, გამოდიხარ კათარზისი, არა და 20-ჯერ 20 ლარი უკვე 400 ლარია.

10. მაჩვენე ფოტო როგორი გამოვიდააა – სადღაც "პახოდში" რომ ხარ, ტელეფონი 18%-ზეა უკვე და პლუს ორასმა კაცმა, ცხვირის ნესტოს და ბაკებზე თმის ღერების სიზუსტით რომ უნდა შეისწავლონ ფოტოები, ემანდ სადმე წამწამი არ ჰქონდეთ ცუდად "აპუწული", კოშმარი!

11. მე არ მცალია და დარეკე, გაარკვიე რაა – ანუ შენზე ბევრად "საქმიანი" ადამიანები და შენ რომ მოცლილი ჰგონიხართ, თუ იმ დღეს "დეი ოფი" გაქვთ. სახლშიც რომ იყოთ, იცით თუ არა, რომ სახლიდან ხანდახან იმდენი თანხა შეიძლება გამოიმუშავო დღეში, რისთვისაც შენი "დამავალდებულებელი" მთელი თვე 24/7-ზე მუშაობს?

12. სამოგზაუროდ რომ წახვალ - შენი სახლის გასაღები დამიტოვე, "ნაშებს" ამოვიყვან ან მე და ჩემი შეყვარებული ვიტყ…ებთ - აი ამაზე თმა ყალყზე მიდგება და პასუხსაც კი ვერ ვფიქრობ!

ახლა თქვენი ჯერია, გაგვიზიარეთ ის შეკითხვები, რომლებზეც ფობია გაქვთ…

პ.ს. თუ ჩამოთვლილთაგან 3-ზე მეტით აქტიურად მომმართავდით, დაე, ეს პოსტი იყოს პასუხი კითხვაზე "რატომ აღარ ვმეგობრობთ".

გურამ შეროზიას ბლოგი