16 მეთოდი, როგორ "გავთხოვდეთ" წარმატებით ქართველ ვაჟკაცზე
28-03-2018
16 მეთოდი, როგორ "გავთხოვდეთ" წარმატებით ქართველ ვაჟკაცზე
როგორ მოვხიბლოთ "ქართველი ვაჟკაცი", ამისთვის რამდენიმე საფეხური არსებობს:

  1. უნდა აწვალოთ, ახვეწნინოთ, სანამ პაემანზე დათანხმდებით - ღირსეულმა ქალმა თავის ფასი უნდა იცოდეს და კაცი ცოტა აწვალოს, პირველივე პაემანზე რომ ხელს გადაგახვევინებს, ის ცოლობის ღირსი აღარ არის, "პასტაიანკობა" კიდევ "მოჟნა"…
  2. როცა რესტორანში წაგიყვანენ და ქაბაბს შეუკვეთავენ, მოკბიჩეთ ძალიან პატარა ლუკმა, ნაზად, მთლიანად არ გადაიგდოთ. დანა-ჩანგალი არაა საჭირო, დააკომპლექსებთ.
  3. დააყაროთ ქოქოლა, როცა პლეხანოვზე არაბი ან თურქი ჩაგივლით და თქვათ, რომ თქვენი ცხოვრების მეგზურად მხოლოდ ქართველი
    ვაჟკაცი წარმოგიდგენიათ და ერის "გადაჯიშება" ძალიან გაშფოთებთ.
  4. გადაიწეროთ პირჯვარი ყველგან, სადაც ეკლესიას დალანდავთ, სამება რამდენჯერაც გამოჩნდება იმდენჯერ, მიწაზე ორი ხის ტოტი თუ ჯვრის კომბინაციას ქმნის - მაგაზეც გადაიწერეთ!
  5. როცა ჩავლილ უკრაინელ გოგონას დორბლიან მზერას გააყოლებს, სხვათა შორის თქვით, რომ კაცი კაცია, გართობა შეიძლება, მთავარია ბოლოს ცოლთან დაბრუნდეს.
  6. გააკრიტიკეთ
    რესტორანში მოტანილი საკვები და თქვით, რომ თქვენ ასჯერ უკეთესად ამზადებთ.
  7. ბავშვის დანახვაზე ამოიოხრეთ და გაანდეთ, რომ ბევრ შვილზე ოცნებობთ და მთელი დღე სახლში ჯდომაზე და მათ გაზრდაზე.
  8. როცა ვინმე უცხოელს ნახავთ, გაგახსენდეთ, რომ ემიგრაციაში სიამოვნებით წახვალთ, ოღონდ თქვენს ქმარ-შვილს არ გაუჭირდეს.
  9. წუხილი გამოთქვით, როგორი ბნელია ქართველი ერი, ბატონი კორკოტას და ბატონი სანდრო ბრეგაძის ამაგს რომ არ აფასებენ.
  10. თქვით, რომ გიჟდებით ბატონი გივი სიხარულიძის გამოსვლებზე, ბესო ჩუბინიძის "ფეისბუკპოსტებზე" და ნანახი გაქვთ ქეთი დოლიძის "კუკარაჩა", ცოტა გრიშა ონიანიც შეაქეთ.
  11. დაგმეთ ეს დამპალი ფემინისტები, ასი წელი არ გჭირდებათ მაგათი დაცვა! "ელჭიპიტებიც" დაწყევლეთ და ხეზე სამჯერ დააკაკუნეთ, ღმერთმა რომ გაშოროთ ასი მეტრის რადიუსში!
  12. არ მოწიოთ, უცენზურო სიტყვაც არ წამოგცდეთ, ემანდ მანდილი არ წაგებილწოთ.
  13. საათს დახედეთ და თქვით, რომ უკვე ბნელდება და სახლში უნდა წახვიდეთ, რადგან მამა და ძმა ძაან მკაცრად გეპყრობიან და თქვენც გიყვართ მამაკაცისგან სიმკაცრე.
  14. არავითარ შემთხვევაში არ "მისცეთ" ქორწლამდე, კოცნითაც "მპუათი" აკოცეთ, ენა არ შეაყოფინოთ!
  15. წაშალეთ "ფეისბუკიდან" დეკოლტიან-მოკლე კაბიანი და სხვა ბიჭებთან გადაღებული ფოტოები, ნუ, მოგვიანებით თავად ბიჭების წაშლაც მოგიწევთ, შეეგუეთ ბედს…
  16. საერთო მეგობრის სახლში თუ მოხვდებით, დასარეცხ ჭურჭელს ეცით და დააწკრიალეთ!

თუ ამ ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს, გილოცავთ, თქვენ ცალი ფეხი უკვე ქორწინებაში გაქვთ. ისღა დაგრჩენიათ, აღიდგინოთ აპკი კუზანოვთან და დაელოდოთ პირველ ღამეს.

მამენტ, კი "გათხოვდებით", მაგრამ ნეტა რა ჯანდაბად გინდათ ასეთი ოჯახი? ჰოდა, დაიკიდეთ და დაიწყეთ/განაგრძეთ თავისუფალი და ბედნიერი ცხოვრება, ან დაელოდეთ და ოჯახი მხოლოდ ჭეშმარიტ, პროგრესულ, საუკეთესო და ყოვლად ღირსეულ ბიჭთან შექმენით... :) :) :)

იხილეთ ასევე: 12 მეთოდი - როგორ გავხდეთ "ცნობადები" ერთ კვირაში

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

გურამ შეროზიას ბლოგი
ზ.კალორია
30 მაისი 2018 15:00
დაობდა ეს თემა უკვე თფილისში ბრატ.
სოფლის ცხოვრების პორტალზე აპოსტე.



Amirani
29 მაისი 2018 09:01
ვაი შენს პატრონს...?!
truker
26 აპრილი 2018 19:15
შეროზიას ახასიათებს ასეთი რამეების წერა. თუმცა ტელე ეკრანებიდან ძაამ დასტოინადაც საუბრობს. იყო პერიოდი ძაანაც გამაბრაზა მისმა ასეთმა ახირებულმა წერილმა . მარა მგონია რომ ეს ასაკის ბრალია. მეც სხვა და სხვა დროს სხვა და სხვანაირად ვუყურებდი რამე რომეებს. მოვა დრო და შეროზიაც შეიცვლის შეხედულებებს. მას ეყოლება ლამაზი ქალიშვილი რომელსაც ცივ ნიავსაც არ მიაკარებს და მერე ყოველ ნაბიჯზს გააუკონტროლებს .რიმ რაიმე ხიფათს არ გადაეყაროს. და თუ რამე და მას ვინმე ატკენს ადგება და სულს ამოაძრობს. მივა მგონია ეს დროც იმიტომ რომ ყველას ემართება ეს ერთ დღეს .რათქმა უნდა ნორმალურ ადამიანებზე ლაპარაკობ და არა შიზოფრენიკებზე

რედაქტორის რჩევით