თქვე დალოცვილებო, ოდესმე მიკითხავს თქვენთვის, რატომ გაქვთ უზარმაზარი ღიპი და ასეთი დაბალი IQ?!
თქვე დალოცვილებო, ოდესმე მიკითხავს თქვენთვის, რატომ გაქვთ უზარმაზარი ღიპი და ასეთი დაბალი IQ?!

ორი წლის წინ თმა შევიღებე ტონიკით და ატყდა ისტერიკა, კაცს რათ გინდოდა ეს მზისფერად მოელვარე დალალებიო. - მერე, მაგნიტ საყურეს ვატარებდი (თქვენდა საბედნიეროდ აქსესუარებს ვერ ვეგუები სხეულზე და სულ ორჯერ მეკეთა) და ტიტუ, წაუხდა კაცობაო.
- რამდენჯერმე წარბს შევავლებ ხოლმე ხელს და ზოგ სალონში შოკირებული სახით მიყურებენ ხანდახან.
- ჯანმრთელ კვებაზე გადავედი და იიი დიეტაზე ხარ, გოგო ხომ არ ხარო?
- ფეხბურთი და ლუდი არ მიყვარს და დედააჰ კაცს რანაირად
შეიძლება არ უყვარდესო?
- კიდევ მილიონი არაადეკვატური შეკითხვა....

ჰოდა, თქვე დალოცვილებო, ოდესმე მიკითხავს თქვენთვის:

- რატომ გაქვთ ეს უზარმაზარი ღიპი?
- რატომ გაქვთ პერანგის ყველა "ღრიჭო
დან" ამოშვერილი ბანჯგვლები?
- რატომ გაქვთ დაუბანელი თავი, ან რატომ აგდით ოფლის ოხშივარი?
- რატომ სვამთ ყანწებით ღვინოს კაცობის დასამტკიცებლად და მერე ჩემთვისაც საჭირო საერთო მოხმარების ტუალეტებს აკავებთ საათიანი რწყევის გამო?
- რატომ ვერ ცდება თქვენი ლექსიკა ბოზიშვილივიყოებს და ჩემიდედაშევეცებს?
- რატომ გაქვთ დაბალი აიქიუ (თუ ბარბექიუ თუ ქიუ ნეტი) და იქიუ კიდევ საჭმელი რატომ გგონიათ?

აი, მიკითხავს?
ჰოდა გამეშვით მეც, მე ჩემს საჯდომს მივხედავ, თქვენ თქვენსას და ქვეყანაც აშენდება.

იხილეთ ასევე: მე სამარცხვინო ბიჭი ვარ...!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ნინო
08 მარტი 2019 11:13
ამ ახალგაზრდაზე უარყოფითი კომენტარი არსად შემხვედრია და რატომ აბრალებს ვიღაცეებს რაღაცეებს, თუ ყურადღებას არ გაქცევენ და ნერვიულობ?
ხატია
08 მარტი 2019 09:08
მეორე ნაწილში ვეთანხმები პატოსს. პირველ ნაწილში კი ის დაწერა, რაც ეგონა რომ მოხდებოდა და არ მოხდა
08 მარტი 2019 08:02
ვერ მკითხავდი იმიტომ რომ არც ღიპი მაქვს, არც ბანჯგვლები მაქვს გადმოყრილი, არც ოფლის სუნი მიდის, არც მირწყევია საჯარო ტვალეტში და გაგიკვირდება და აიქიუ საჭმელი არ მგონია :D ხოდა რატომ შეიღებე თმები ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები