თქვე დალოცვილებო, ოდესმე მიკითხავს თქვენთვის, რატომ გაქვთ უზარმაზარი ღიპი და ასეთი დაბალი IQ?!
22-05-2018
თქვე დალოცვილებო, ოდესმე მიკითხავს თქვენთვის, რატომ გაქვთ უზარმაზარი ღიპი და ასეთი დაბალი IQ?!

ორი წლის წინ თმა შევიღებე ტონიკით და ატყდა ისტერიკა, კაცს რათ გინდოდა ეს მზისფერად მოელვარე დალალებიო. - მერე, მაგნიტ საყურეს ვატარებდი (თქვენდა საბედნიეროდ აქსესუარებს ვერ ვეგუები სხეულზე და სულ ორჯერ მეკეთა) და ტიტუ, წაუხდა კაცობაო.
- რამდენჯერმე წარბს შევავლებ ხოლმე ხელს და ზოგ სალონში შოკირებული სახით მიყურებენ ხანდახან.
- ჯანმრთელ კვებაზე გადავედი და იიი დიეტაზე ხარ, გოგო ხომ არ ხარო?
- ფეხბურთი და ლუდი არ მიყვარს და დედააჰ კაცს რანაირად
შეიძლება არ უყვარდესო?
- კიდევ მილიონი არაადეკვატური შეკითხვა....

ჰოდა, თქვე დალოცვილებო, ოდესმე მიკითხავს თქვენთვის:

- რატომ გაქვთ ეს უზარმაზარი ღიპი?
- რატომ გაქვთ პერანგის ყველა "ღრიჭო
დან" ამოშვერილი ბანჯგვლები?
- რატომ გაქვთ დაუბანელი თავი, ან რატომ აგდით ოფლის ოხშივარი?
- რატომ სვამთ ყანწებით ღვინოს კაცობის დასამტკიცებლად და მერე ჩემთვისაც საჭირო საერთო მოხმარების ტუალეტებს აკავებთ საათიანი რწყევის გამო?
- რატომ ვერ ცდება თქვენი ლექსიკა ბოზიშვილივიყოებს და ჩემიდედაშევეცებს?
- რატომ გაქვთ დაბალი აიქიუ (თუ ბარბექიუ თუ ქიუ ნეტი) და იქიუ კიდევ საჭმელი რატომ გგონიათ?

აი, მიკითხავს?
ჰოდა გამეშვით მეც, მე ჩემს საჯდომს მივხედავ, თქვენ თქვენსას და ქვეყანაც აშენდება.

იხილეთ ასევე: მე სამარცხვინო ბიჭი ვარ...!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
სტუმარი
30 მაისი 2018 11:00
მიდი ეხლა "პეროს" თემას მიაწექი და ვნახოთ რას იტყვიან.
irma
30 მაისი 2018 00:06
ამ ბიჭმა, თუ ვინც არი, ოღონდაც ყურადღება მიიქციოს და რეებს ბჟუტურებს, კომპლექსიანი ტიპი
ადამიანი
27 მაისი 2018 22:36
გეთანხმები გურამ არავისის საქმე არაა საყურეს ქვას თუ თავს გადაიპარსავ...
მაგრამ თუ გახსოვს გურამია უდღეურო ) შენ დაიწყე ეს ყველაფერი... დაგავიწყდა!? გადახედე შენი ბლოგს... ამდენი წელია გვმოძღვრავ და თურმე შენ რომ რამეს გითითებენ არ მოგწონებია.....
ხან სხვისი ღიპი გამძიმებდა , სხვისი ოფლი (რას სუნავ იღლიებში ძალიან მაინტერესებს) "ცუდი "ტრადიციები, პირჯვარის გადაწერასაც აქილიკებ მუდმივად... (ის ყველა ჯვართან დაჩექინება არც მე მომწონს მაგრამ არ ვლაპარაკობ ამაზე ხმამაღლა)

რედაქტორის რჩევით