მას შემდეგ, რაც 18 წელი გისრულდებათ, თქვენი თავის პატრონი თავად ხართ, მამა, ძმა, ქმარი და სხვა მბრძანებლები კი...
მას შემდეგ, რაც 18 წელი გისრულდებათ, თქვენი თავის პატრონი თავად ხართ, მამა, ძმა, ქმარი და სხვა მბრძანებლები კი...
მოდით, ჩემო საყვარელო გოგონებო, რამდენიმე აქსიომას გეტყვით, იმისთვის, რომ უფრო ბედნიერები იყოთ:

1. თუ კაცი რამეს გიშლით/გიკრძალავთ, ის "კაცია და რა ქნას კი არა, " კომპლექსიანი *ლეა, რომელსაც რაც მალე გაეცლებით, მით უკეთესი

2. ეჭვიანობა სიყვარულს კი არ გამოხატავს, ეს დასტურია იმის, რომ არ გენდობიან, პოტენციურ მოღალატედ გთვლიან, რაც წესით, საკმაოდ დიდი შეურაცხყოფაა

3. ბავშვების გამო ძალადობის ატანა დანაშაულია თქვენი მხრიდან, ბავშვს ურჩევნია ჰყავდეს ბედნიერი მშობლები, თუნდაც ცალ-ცალკე, ვიდრე მთელი
დღე მათ აგრესიას ისმენდეს და ფსიქიკა ენგრეოდეს.

4. მას შემდეგ, რაც 18 წელი გისრულდებათ - თქვენი თავის პატრონი თავად ხართ, მამა, ძმა, ქმარი, ა.შ. სხვა მბრძანებლობის მსურველებს ერთ ადგილას გაუკეთეთ თავიანთი კომპლექსები და გაუშვით...

5. "გათხოვება" თქვენი წარმატების განმსაზღვრელი ინდიკატორი მხოლოდ იდიოტებს ჰგონიათ,
გინდათ დაქორწინდით, გინდათ ისე გააჩინეთ ბავშვი, გნებავთ ქალიშვილი ჩაბარდით სიკვდილს, გნებავთ ხანმოკლე რომანებით იცხოვრეთ, ვისი რა საქმეა?!

6. ადრეული ასაკიდან მიხედეთ განათლებას, კარიერას, იყავით ძლიერი, რომ გაანადგუროთ თქვენი დამონება-დამორჩილების შანსები!

7. ჩაიცვით როგორც გინდათ და თუ ვინმე ამის გამო ჩათვლის, რომ თქვენ "გასაუპატიურებელი" ხართ, მიუჩინეთ თავისი ადგილი კანონის ძალით, ძალადობის "გამპრავებელი" ციცო დეიდები კიდევ - მალე გადაშენდებიან, მათივე ღვარძლი მოწამლავთ ან სხვის საქმეში ჩაყოფით დაგრძელებულ-დაბინძურებილი ცხვირების კიბო!

8. კაცისთვის ფეხის დაბანა, მერე საჭმლის გაკეთება, მერე წინდების რეცხვა, როცა მოუნდება, სექსი, როცა გვიყვირებს, გაჩუმება, და ა.შ. მზრუნველობას კი არა მონობას ნიშნავს! თუ ორივე აკეთებთ და ცალმხრივად არ ხდება, - ოკ!

თქვენც ბედნიერები იქნებით, თქვენი შემხედვარე სხვა ღირსეული ქალებიც და ჩვენც, მოაზროვნე მამაკაცებიც და სხვების დედაც არ *****??

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ნანა
10 სექტემბერი 2018 17:07
უცხოეთში ასეა უშვებენ სახლიდან და დამოუკიდებლად აჩვევენ ცხოვრებას! ქართველი გოგონები სახლში უსხედან პრეტენზიებით, უნდათ როგორც უნდა ისე იცხოვრონ, მაგრამ ამის ერთი ადგილი ან არ აქვთ ან განძრევა არ უნდათ უმეტესობას! როდესაც დამოუკიდებლობა გინდა პირველ რიგში ფინანსურად უნდა გახდე დამოუკიდებელი, წადით სახლებიდან და მიხედეთ თქვენს თავს!
...
10 სექტემბერი 2018 17:03
ხოდა ისიც დაგემატებინა ეს გოგოები თავისით უნდა ირჩენდნენ თავს და არა მამიკოს ფულით. მას შემდეწგ რაც 18 წელი გისრულდება, არა მარტო პრეტენზიები უნდა გაგიჩნდეს, წადი სახლიდან და მიხედე შენს თავს ბატონო, დედ-მამს რომ უყურებ ხელში, იმუშავე და თავში ქვა გიხლია!
/
09 სექტემბერი 2018 16:47
ვინც ეს დაწერა ძალიან ცუდად გაუგია რას ნიშნავს ოჯახი და ურტიერტ გაგება და რას ნიშნავს Qუჩის ქალობა. პატიოსნებას რასაც წინასწარ სექსი და მოკლე ვადიანი რომანებით ცხოვრებას უწონებენ ჯერ ტავიანტ შვილებზე გამოცადონ. ქალიშვილობას ჯერ კიდევ ციგნები იცავენ იციტ??? ციგნებიიიიიი.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები