მას შემდეგ, რაც 18 წელი გისრულდებათ, თქვენი თავის პატრონი თავად ხართ, მამა, ძმა, ქმარი და სხვა მბრძანებლები კი...
მას შემდეგ, რაც 18 წელი გისრულდებათ, თქვენი თავის პატრონი თავად ხართ, მამა, ძმა, ქმარი და სხვა მბრძანებლები კი...
მოდით, ჩემო საყვარელო გოგონებო, რამდენიმე აქსიომას გეტყვით, იმისთვის, რომ უფრო ბედნიერები იყოთ:

1. თუ კაცი რამეს გიშლით/გიკრძალავთ, ის "კაცია და რა ქნას კი არა, " კომპლექსიანი *ლეა, რომელსაც რაც მალე გაეცლებით, მით უკეთესი

2. ეჭვიანობა სიყვარულს კი არ გამოხატავს, ეს დასტურია იმის, რომ არ გენდობიან, პოტენციურ მოღალატედ გთვლიან, რაც წესით, საკმაოდ დიდი შეურაცხყოფაა

3. ბავშვების გამო ძალადობის ატანა დანაშაულია თქვენი მხრიდან, ბავშვს ურჩევნია ჰყავდეს ბედნიერი მშობლები, თუნდაც ცალ-ცალკე, ვიდრე მთელი
დღე მათ აგრესიას ისმენდეს და ფსიქიკა ენგრეოდეს.

4. მას შემდეგ, რაც 18 წელი გისრულდებათ - თქვენი თავის პატრონი თავად ხართ, მამა, ძმა, ქმარი, ა.შ. სხვა მბრძანებლობის მსურველებს ერთ ადგილას გაუკეთეთ თავიანთი კომპლექსები და გაუშვით...

5. "გათხოვება" თქვენი წარმატების განმსაზღვრელი ინდიკატორი მხოლოდ იდიოტებს ჰგონიათ,
გინდათ დაქორწინდით, გინდათ ისე გააჩინეთ ბავშვი, გნებავთ ქალიშვილი ჩაბარდით სიკვდილს, გნებავთ ხანმოკლე რომანებით იცხოვრეთ, ვისი რა საქმეა?!

6. ადრეული ასაკიდან მიხედეთ განათლებას, კარიერას, იყავით ძლიერი, რომ გაანადგუროთ თქვენი დამონება-დამორჩილების შანსები!

7. ჩაიცვით როგორც გინდათ და თუ ვინმე ამის გამო ჩათვლის, რომ თქვენ "გასაუპატიურებელი" ხართ, მიუჩინეთ თავისი ადგილი კანონის ძალით, ძალადობის "გამპრავებელი" ციცო დეიდები კიდევ - მალე გადაშენდებიან, მათივე ღვარძლი მოწამლავთ ან სხვის საქმეში ჩაყოფით დაგრძელებულ-დაბინძურებილი ცხვირების კიბო!

8. კაცისთვის ფეხის დაბანა, მერე საჭმლის გაკეთება, მერე წინდების რეცხვა, როცა მოუნდება, სექსი, როცა გვიყვირებს, გაჩუმება, და ა.შ. მზრუნველობას კი არა მონობას ნიშნავს! თუ ორივე აკეთებთ და ცალმხრივად არ ხდება, - ოკ!

თქვენც ბედნიერები იქნებით, თქვენი შემხედვარე სხვა ღირსეული ქალებიც და ჩვენც, მოაზროვნე მამაკაცებიც და სხვების დედაც არ *****??

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (10)
ნანა
10 სექტემბერი 2018 17:07
უცხოეთში ასეა უშვებენ სახლიდან და დამოუკიდებლად აჩვევენ ცხოვრებას! ქართველი გოგონები სახლში უსხედან პრეტენზიებით, უნდათ როგორც უნდა ისე იცხოვრონ, მაგრამ ამის ერთი ადგილი ან არ აქვთ ან განძრევა არ უნდათ უმეტესობას! როდესაც დამოუკიდებლობა გინდა პირველ რიგში ფინანსურად უნდა გახდე დამოუკიდებელი, წადით სახლებიდან და მიხედეთ თქვენს თავს!
...
10 სექტემბერი 2018 17:03
ხოდა ისიც დაგემატებინა ეს გოგოები თავისით უნდა ირჩენდნენ თავს და არა მამიკოს ფულით. მას შემდეწგ რაც 18 წელი გისრულდება, არა მარტო პრეტენზიები უნდა გაგიჩნდეს, წადი სახლიდან და მიხედე შენს თავს ბატონო, დედ-მამს რომ უყურებ ხელში, იმუშავე და თავში ქვა გიხლია!
/
09 სექტემბერი 2018 16:47
ვინც ეს დაწერა ძალიან ცუდად გაუგია რას ნიშნავს ოჯახი და ურტიერტ გაგება და რას ნიშნავს Qუჩის ქალობა. პატიოსნებას რასაც წინასწარ სექსი და მოკლე ვადიანი რომანებით ცხოვრებას უწონებენ ჯერ ტავიანტ შვილებზე გამოცადონ. ქალიშვილობას ჯერ კიდევ ციგნები იცავენ იციტ??? ციგნებიიიიიი.
ნინა
06 სექტემბერი 2018 10:36
არ მესმის რატომ არ მოგწონთ ამ ადამიანის აზრი. ყველაფერი რაც წავიკითხე სიმართლეა. ავტორი მეტად სასარგებლო რჩევებს იძლევა. დროა ქართველმა ქალმა თავი სათანადოდ დააფასოს.
gtxovt gamoaqveynot
05 სექტემბერი 2018 22:53
ნეტავ მასე მარტივი იყოს ყველაფერი .. როგორ გაგვიმწარეს ცხოვრება ქართველ გოგოებს , რუსებს კი თავზე ევლებიან ჩვენი კაცები. როგორ გინდა გული რომ არ გაგისკდეს
miaqciet yuradgeba
05 სექტემბერი 2018 13:34
ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, საწყალი ბიჭი რა ცუდ წრეში ტრიალებს. თურმე გურამი შეროზიასთვის მამები, ქმრები, ძმები მარტო იმისთვის არიან რომ გიბრძანონ, გირტყან, აგიკრძალონ და ა.შ. პირველ რიგში მამამისს უნდა მოეკითხოს, როგორ ზრდიდა ამ საცოდავ ბიჭს.
ილკარი
05 სექტემბერი 2018 10:53
"იმენნო" პაკაზუხა ტიპი ხაარ რაა.
avtors
05 სექტემბერი 2018 10:06
ბატონო შეროზია!მარტო თქვენ ხართ ასეთი "ჭკვიანი "თუ ბევრი ხართ ოჯახში???იმ მორალურ ,ზნეობრივ კოდექსს რა ვუყოთ ,რითაც გვზრდიდა ოჯახი,მშობლები,ბებია ,ბაბუა???დავანგრიოთ მთლიანად?თუ ახალშობლობიდან ხომ არ სჯობია,თქვენი მენტორული ტონით მოიქცეს ყველა გოგონა???18 წლის რომ გახდა ჩემი ბიჭი,გერმანიის ერთერთ უნივერსიტეტში ჩაირიცხა,[ეს უნივერსიტეტი,ოხსფორდის,კემბრიჯის თანასწორია,თავისი მაღალი დონის სწავლებით და სტატუსით],ეს იყო 1998წ.20 წელია გერმანიაში ვცხოვრობთ 80% ,20% ვართ საქართველოში,უამრავი მეგობარი ოჯახები მყავს გერმანელი და მსგავსი ფილოსოფია არავისგან მომისმენია,[ვგულისხმობ ტრადიციულ ოჯახებს]ხოლო ის ხალხი ვინც თქვენეული მოსაზრებებით ცხოვრობს ,მარგინალური ფენაა,ევროპის ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში,იქნებ განათლების სისტემაზე ისაუბროთ,თუ პრიორიტეტულია თქვენთვის რათქმაუნდა,ქართველი მშობლები ოფიციალურად იხდიან ფულს რომ შვილები იდიოტები გამოვიდნენ,გამონაკლისის გარდა.ყველაფერი ქართული ,ეროვნულისგან დაცლილი ე.ჭ განათლების სისტემა.პ.ს.ჩემმა შვილმა 2 გამოცდა ჩააბარა მისაღები,გერმანიის უნივერსიტეტში,ერთი,გერმანული ენა და ლიტერატურა,მეორე გერმანიის მინერალური წყლები ,კარნახი
გია
04 სექტემბერი 2018 23:15
შეროზია, შენც კაი ოფოფები გყოლია სოფლის ბოლოს.
...
04 სექტემბერი 2018 11:46
ეს ყველაფერი კარგი
მაგრამ აი ქალაქელი გოგო ჩადის სოფელში ბებიასთან იქ აგრეთვე ცხოვრობენ ბიძები ბიძაშვილები .. და გადმოყრის ბაყვნარს და ჭიპლარს იმ მოტოთი რომ უფ იმას ჩავიცმევ რაც მინდა მე არავინ არ უნდა ამიკრძალოს და ასე..
თავი დააფასეთ გოგოებო
ხათრი და პატივისცემა მამის ძმის ქმრის არამცდა არამც არ ნიშნავს მონობას ეს უნდა გაარჩიოთ ერანეთისგან..
არ მოიქცეთ ისე რომ ოჯახის წევრებს შერცხვეთ თქვენი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები