თვითმარქვია "ნაშობა", მეზღაპრეები, კომპლექსიანები და... - "ფეისბუქ ფრენდების" 11 ტიპი, რომელიც სასწრაფოდ უნდა დაბლოკოთ!
თვითმარქვია "ნაშობა", მეზღაპრეები, კომპლექსიანები და... - "ფეისბუქ ფრენდების" 11 ტიპი, რომელიც სასწრაფოდ უნდა დაბლოკოთ!
საზოგადოება ჭრელია და კიდევ უფრო მრავალფეროვანია - "ფეისბუქ" საზოგადოება. მათი ნაწილი გვაბედნიერებს, ნაწილი გვაუბედურებს, ნაწილი კიდევ - სასწრაფოდ უნდა მოაშთოთ თქვენი ინტერნეტ ცხოვრებიდან და თავადაც ნახავთ, რამდენად ფერადი, ლამაზი და სასიამოვნო გახდება სამყარო!

მაშ ასე, დავიწყეთ:

1. ტვინის მტ*ვნელები - ხსნი "ჩეთს" და შემდეგი დიალოგი (ნუ, უფრო მონოლოგი) გხვდება:

  • გურამ როგორ ხარ?
  • როგორ ხარ?
  • ras shvebi?
  • rato ar mzer?
  • rogor xar guram?
  • წმინდა მაყვალას დღეს
    გილოცავ
  • წმინდა ჯემალას ხსენების დღეს გილოცავ
  • როგორ ხარ
  • rogor xar
  • rogor khar

და არასდროს არ მთავრდება, ნუ ტვინთან ერთად თავმოყვარეობის დეფიციტიც გვხდება და კიდევ უამრავი რამის…

გარკვეულ შემთხვევებში მიმოწერა სრულდება ასე: shen tavi vin ggonia martla vafshe, zedmetad agivarda tavshi, erti chveulebrivi idioti xar da vabshe gaajvi raaa!

მაგრამ ხვალ
თუ არა ზეგ მაინც: როგორ ხარ? და ეს მოჯადოებული ჯაჭვი ისევ უსასრულოდ გრძელდება!!!

2. მეზღაპრეები - "მარშუტკაში" ყოველ დღე, ხან მის სილამაზეს რომ აღნიშნავს ყველა, ან კართან საჩუქარი რომ დახვდათ, ან მოხუცის ჩაგვრას რომ შეესწრნენ და უშველეს ეგრევე! ქალაქში ყველაფერი რაც ხდება, მათ გარშემო ხდება, დღეში სამჯერ, ან მეტჯერ, ფოტოს გადაღება კიდევ - სულ ავიწყდებათ და სიტყვაზე გვიწევს ვენდოთ…

3. კომპლექსიანები - მათთან ერთად ფოტოს რომ დებ და უპს, მარცხენა თვალის ათასორასმეცამეტე წამწამი რომ ოდნავ დაშვებული აქვა და აი რომ გაფეთქებს, რომ წაშალო, ცხოვრება რომ ენგრევა ამის გამო, თან შუაშია გამოკვეტებული და ვერც ამოჭრი, ჰოდა ეს ბოლო ფოტო რომ არის მათთან გადაღებული.

4. აგრესორები - სულ ვიღაცას რომ აგინებენ, წყევლიან, აფურთხებენ, ყველა რომ სძულთ, აღარავინ რომ არ დაბადებულა მათი მოსაწონი დუნიაზე!

5. უტრაკოები - მეოთხეს მსგავსია, ოღონდ აბსტრაქტულად ლანძღავენ ხალხს, მაგ: ყველას დაგერხევათ ვინც მაწყენინა, ენებს თუ არ გააჩუმებთ ნახავთ რაც მოგივათ და ა.შ. მაგ: ყველას გიმახსოვრებთ, მოდი აქა! და მსგავსნი…

6. თვითმარქვია "ნაშობა" - მსგავსი ტექსტებით წარმოდგენილები:
- ფოტო არ მაქვს დადებული რომ ფრენდ რექუესთი მომდის, რა გჭირთ ბიჭებოოო!
- აუ გავუცნოთ ლამასოს ნუ მწერთ და ა.შ.
- როცა ხედავთ, რომ აღარ მაინტერესებთ - ნუ მაწუხებთ რაა
- აუ ყელშია უკვე ეს დაკერვის მსურველები რიაააა
მერე შეხვალ პროფილზე და ვერაფრით ხსნი, აი ვინ სცადა მათი "დაკერვა", ან რატომ…

7. მატყუარები - "ფოტოშოპით" დაგრძელებული ფეხებით, გადაპრიალებული სახით, დაწვრილებული მკლავებით, თავს რომ შეგაყვარებენ, მერე შეგხვდებიან და ოცნებებს ზედ თავზე გალეწავენ!

8. ჩამოუყალიბლებლები - წაგშალა, მერე კაი ხასიათზე გაიღვიძა ისევ დაგამატა, მერე დაქორწინდა წაგშალა, მერე დაშორდა ისევ გამატებს და ასე უსასრულოდ. ერთი კაი პანჩური და სამუდამო უარყოფა

9. იდუმალები - გურამ შეროზია იყო გუშინ, დღეს კოელიო დაირქვა, ხვალ ნინი ნინო, მერე "სიყვარულის სახელით", ზეგ "გაუ ქმდა", მაზეგ ჯანდაბა! მოძებნა გინდა და ვერ ხვდები, ვერც პოულობ.

10. ზომბები - რამე კრიტიკული თუ წამოგცდება მამაოზე, ან პატრიარქზე "წემ ბოლეე" - სახეს აიხევენ, ისინი ხომ ღმერთები არიან, არასდროს ცდებიან, შენ ხარ ურჯულო!!

11. ლათინურ შრიფტა - ზეზვა და მზიას გრამატიკით მოსაუბრეები, შეურაწყოფილები, ყველა რომის წინ მძიმის დამსმელები, საქმის ყურში მყოფები, ალბა-დ-ები და ხვთებით-ები, kurdgeli mejmeva marhvaze-ები, ჯორჯიან მომ-ები, ქართული მარშელები, მმკ-ელები, ქე რომ სახელს არ დავასახელებ იმ გიჟპოეტების მკითხველები, მრავალი სხვა.

ჰოდა, მიაბლოკეთ დღესვე და თუ ვინმე დაგრჩებათ - იბედნიერეთ. ცხოვრება ხანმოკლეა, სხვა რა შეგრჩებათ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს



მკითხველის კომენტარი (12)
ფერნანდო
25 დეკემბერი 2018 15:47
მაგარი, უაზრო სტატიაა.
გავაზელი
20 დეკემბერი 2018 17:48
ეხ გურამ, გურამ . . .
dato
20 დეკემბერი 2018 12:43
გურამი ის კატეგორიაა არავის რომ არ ახსოვს და თავის შეხსებეას ცდილობს. აი შეგვახსენა თავი მე კომენტარი დავწერე :) :) :) :) :) მაგრამ ცოტა ხანში მაინც არ გამახსენდება არც კომენტარი და არც გურამ შეროზიას აღნიშნული ,,ნააზრევი"
dark
19 დეკემბერი 2018 20:33
ცოტა უტრირებულია, მაგრამ ძირითადად მართალს ამბობს! ;)
მკითხველი
19 დეკემბერი 2018 20:28
+ გურამ შეროზიები... ანუ "ადამიანები", ვინც ფიქრობენ რომ თვითონ არიან ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე გონიერები, ყველაზე ორიგინალურებე...
giorgi
19 დეკემბერი 2018 20:25
13. გურამ შეროზიები
vova
19 დეკემბერი 2018 14:19
12. გურამ შეროზიები
giorgi
19 დეკემბერი 2018 13:34
რა კარგია, როდესაც ზოგიერთის მიბლოკვაც არ გჭირდება
:)
შენ რომელი კაწეგორია ხარ გურამ?
leng
19 დეკემბერი 2018 13:19
12.გურამ შეროზია
ედიკა
19 დეკემბერი 2018 13:17
100% +100%-იანი ხარ. ასე მგონია, ჩემი ბიჭის პერსონალურში ჩაიჭყიტე, ჩემსავით თქო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?