რად მინდოდა ფული, თუ ვერ დავხარჯავდი?.. უძრავ ქონებას და დანაზოგებს "იქ" ვერ წავათრევთ!
რად მინდოდა ფული, თუ ვერ დავხარჯავდი?.. უძრავ ქონებას და დანაზოგებს "იქ" ვერ წავათრევთ!
ორიოდე წლის წინ, როცა 30-ს ძალიან ბევრიც არ მაშორებდა, ჩემს ბედკრულ, ვიღაცების თვალში კიდევ "ჯაან წარმატებულ" ცხოვრებაზე დავფიქრდი...

გრაფიკებსაც გადავხედე: დილის 8-ზე ვდგებოდი, სამსახური 1, სამსახური 2, მერე ლექციები, მერე ბიზნესი და ბლოგი, მერე ჯანდაბა და ასე უსასრულოდ...

ნუ, პარალელურად 24 სამუშაო დღეს 5 კვირად ვყოფდი დასვენებიან-ვიქენდიანად და ხუთჯერ გავდიოდი სადმე კაი ხარისხიანი დასვენებისთვის ქვეყნიდან, მაგრამ მაინც...

ვიყიდე ბინა ერთი, ბინა ორი, მესამეს მივუკაკუნე, მანქანა, ა.შ. მაგრამ მერე? გავხდებოდი 70-ის,
მექნებოდა ათი ბინა, შთამომავლობაც მადლობას მეტყოდა... როცა წვალებით და ოფლით მონაპოვარის ხარჯვის დრო გამომიჩნდებოდა, ვერაფერს შევირგებდი, რაკი საუკეთესო წლების 90% ოთხ კედელში მექნებოდა გატარებული! შევძრწუნდი და სასწრაფოდ დავიწყე ფიქრი, რა უნდა შემეცვალა!!! სივიც კაია, კარიერაც, ფულიც, მაგრამ რად მინდოდა ფული, თუ ვერ დავხარჯავდი?

ჰო, აი
ეს არის პასუხი კითხვაზე: ამდენი თავისუფალი დრო როგორ გაქვს? ამდენს როგორ დაეხეტები?


დიახ! კალენდარზე ერთი წელი გადის მხოლოდ, მაგრამ მე ვცდილობ ამ ერთ წელში ხუთი წლის სამყოფი ვიცხოვრო და როცა თავგადასავლებით გამოძეძგილ განვლილ თითქმის მესამედ ცხოვრებას გადავავლებ თვალს - ვხვდები, რომ დროს ძალიან ნაყოფიერად ვიყენებ და პრაქტიკულად, უკვე სამოც წელზე მეტის ვარ, არა და ეს წიწკვი ბიჭი, აი, ახლა ვიწყებ ცხოვრებას, გაფურჩქვნასაც და ყველაზე საინტერესო ამბები სწორედ ახლა იწყება!!! მე ეს უკვე გავაკეთე ახლა შენი დროა, ბედნიერების გარდა არაფერი შეგვრჩება, უძრავ ქონებას და დანაზოგებს "იქ" ვერ წავათრევთ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ცირა
07 თებერვალი 2019 09:56
მართალია. ვეთანხმები.
ილკარი
05 თებერვალი 2019 21:12
ამჯერად მისი ეს სტატია მომეწონა.. ის მიმართავს მათ
ვინც შეძლებულია ....დასაფასებელია ისიც რომ ამდენს მიაღწია თავისი ძალებით... ცოტა მოკრძალება რომ მისცეეს კაი ნიჩევო ტიპი იქნებააა...
Nia
05 თებერვალი 2019 10:38
Shizoidi

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?