ბლოგერები
ჰეკატეს ბლოგი
ჰეკატე ბერძნულ მითოლოგიაში ბედნიერებისა და გამარჯვების მომნიჭებელ ქალღმერთად არის ცნობილი და ბევრი ფუნქცია ეკისრება. ბლოგერი ჰეკატე დაინტერესებულია პრობლემებით ყველა იმ სფეროში, რომელთაც მითოლოგიის თანახმად მისი სეხნია ქალღმერთი ალბათ ოდესმე განაგებდა.
ამომივიდა აპკი ყელში,  (ო)ღონდაცა რაააააააააააააა!
რაც შეეხება შემდეგს: ქორწინებამდე უნდა დაიცვას თუ არა უბიწოება ქალმა (კაცმაც)? ვფიქრობ, ეს თემაც მოძველდა, ან უფრო სწორი იქნებოდა საკითხის ასე დასმა, - საერთოდაც სწორედ რომ გოიმობაა, ამ თემის ტრიალი. Lლგბტ "სასტავების" უფლებების დამცველ საზოგადოებაში ვისი რა საჯდომის საქმეა ვინ რას ისურვებს, ქალწულად ჩაბარდეს ქმარს, თუ სექსუალურ ურთიერთობებში დახელოვნებული შეჩერდეს საბოლოო არჩევანზე?!
26-07-2013
დაწვრილებით...
მოითხოვე მისი უფლებების დაცვა, სანამ შენ გახდები დასაცავი, ანუ უარი ცოცხლად დასამარებას!



50 წელს გადაცილებული ქალი მარტო ცხოვრობს საერთო საცხოვრებლის პირველ სართულზე. მის ბინას ტუალეტი არ აქვს. ქალს დამოუკიდებლად, ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისმა ფეხებმა დიდი ხნის წინ დაკარგეს მუხლებში მოხრის უნარი. ამიტომაც ციალა სულ სახლში იმყოფება და სიარულის ნაცვლად დახოხავს.

29-06-2013
დაწვრილებით...
ჯარისკაცის დედა
გუშინ, საოპერაციო ბლოკში რომ შეგიყვანეს, ექიმმა მამაშენს მხრებზე ზუსტად ისე დაადო ხელი, როგორც 25 წლის წინ, არ უთქვამს, ალბათ ვერ გადარჩებაო, არც არაფერი უთქვამს, მაგრამ ჩემმა გულმა მითხრა დე, რომ მიმატოვებდი. 25 წლის წინანდელი იარა ამტკივდა მუცელზე და საშინელი სიცარიელე ვიგრძენი მკერდქვეშ.
09-06-2013
დაწვრილებით...
ანზორი ამ დროს თავს ვეღარ იკავებს და ყვირის, გადართეთ სხვა არხზე, სანამ გაბოზებულხართ და სავაშს საყვარლებად დადგომიხართო. დიახ, მისი ეჭვიანობა უსაზღვროა, ვერ ითვალისწინებს, რომ მოხუც ზაირას და ეთერის სავაშის მოხიბვლის არანაირი პერსპექტივა არ აქვთ, მაგრამ სასტიკად გმობს ფილმს, რომელმაც მისი თქმით, ქართველი ქალები ერთი თურქი კაცის ვირტუალურ ჰარამხანაში მოაქცია.
29-05-2013
დაწვრილებით...
რატომ ვართ ცუდები?
ერთი გენახათ რა სანახავი იყო ხრამის პირას ნაშალი ქვის გორას აქეთ-იქიდან ორი მანქანა რომ მიადგა. სატვირთოს "ტროსით" უბამდნენ მსუბუქს და ისე გადმოჰყავდათ მეორე მხრიდან, თან გვერდიდან აწვებოდნენ ჯიპებს, ემანდ არ მოსრიალდეს და თავქვე არ დაეშვასო. არადა, მანქანა რომ მოცურებულიყო, ვერ შეაკავებდნენ, მეტიც, ვიღაცას უთუოდ გადაიყოლებდა, მაგრამ თუშებს უბრალოდ ვერ წარმოედგინათ სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.
31-03-2013
დაწვრილებით...
დედა, რომელიც შვილებისთვის სისხლისგან იცლება
დავეხმაროთ თამუნას, დედას, რომელსაც ძუძუ გაუშრა უსახსრობისგან და იძულებულია შვილების გამოსაკვებად სისხლი გაიღოს, ნუ მივცემთ თავს უფლებას, რომ 8 შვილი დაობლდეს.
30-03-2013
დაწვრილებით...
გახდი არსენა ან უბრალოდ დამეხმარე
რა საჭიროა ამდენი პრემიების დარიგება ჩინოსნებისთვის? ხომ შეიძლება ერთი წელი ისე გავიდეს, რომ პრემიები არ დარიგდეს და ყველამ იმუშავოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ? რამე უტოპიურს, შეუძლებელს და სულელურს ვამბობ? ეჰ, ფულიანები კითხულობენ ბლოგებს?
09-03-2013
დაწვრილებით...
ეი, მონავ
მონავ, ჯერ კიდევ მაქვს მოთმინების უნარი, რომ არ მოგწვდე და ფიზიკურად არ შეგეხო, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს და ჩემი ძმა რომ ვერ დაბრუნებულიყო იმ ომიდან, მოვიდოდი და დაგახრჩობდი, მერე ჩემი გმირი ძმის საფლავს ჩავძახებდი, აი, ერთი მტერით ნაკლები დარჩა საქართველოს-მეთქი.
05-03-2013
დაწვრილებით...
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები