ეი, მონავ
ეი, მონავ
ეს ბლოგია და არა სტატია. აქ აგრესია და ტკივილია. სუბიექტური ვარ, მაგრამ არაობიექტურობასაც ვერ დამწამებთ და თუ მაინც გაღიზიანდით, იყავით ჩემზე კორექტული და დამანახეთ, რომ ვცდები მონების შეფასებაში.
სხვებს დავცინი ხოლმე და ახლა თვითონ მჭირს პოლიტიკაზე შუაღამისეული გაჭედვა ((( ვერ ვინელებ ზოგიერთი ფეისბუკელის (ვიმედოვნებ ასეთი ცოტაა) ბოდვას იმის შესახებ, რომ თურმე რუსეთი დიდებული ქვეყანაა და სისულელეა მისთვის ოკუპანტის დარქმევა. ერთმა პატარა უტვინო ბიჭმა
დაწერა სტატუსად, რუსეთისკენ მალე გაიხსნას გზა, ბორში და ქალები გვინდაო... აღმომხდა, ვაი შენს პატრონს და ვაი დედაშენს - მეთქი. თუ პატრონს არ გაუზრდია და ასეთი, მედროვე და მოღალატე ბუნებით გამოვიდა, კიდევ უფრო ვაი მის პატრონს და მით უფრო დედას... სკოლას ამთავრებს ის ბიჭი და რომ ჰ
კითხო ბავშვია ჯერ, რუსის ქალი და ბორში კი უნდა.
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილიც ბავშვი იყო, 19 წლის... ბიჭები, რომლებმაც ვახო ბრძოლის ველიდან დაჭრილი გამოიყვანეს, მიამბობდნენ, როგორ უნდოდა სიცოცხლე ჯარისკაცს, რომელსაც ჰოსპიტალში მისვლამდე სისხლის დენა ვერ შეუჩერეს და... ჰოდა, შენ, ბიჭო, რუსის ქალები და ბორში რომ გინდა, შეგიძლია ვახტანგ გზირიშვილის და ომში დაღუპული დანარჩენი ბიჭების დედებს თვალებში ჩახედო? ნუთუ შეგიძლია ამ დედებს უთხრა, რომ "გევასება" რუსეთი და ერთი სული გაქვს ჩრდილოეთისკენ "გატრაშუნდე", რომ სავარაუდოდ, გენეტიკურად თანდაყოლილი ხურუში დაიკმაყოფილო (ან დაიკმაყოფილებ კი? ბავშვობიდან რომ ასე "გამოგაყრის," ხურუში მგონი ავადმყოფობაა).
1993 წლის სექტემბერში, სოხუმი რომ დავკარგეთ, 19 წლის ვიყავი, უფრო ბავშვური, ვიდრე შენ ხარ ახლა, მაგრამ 27 სექტემბერს, ჭუბერზე ქალიან-კაციან, ბავშვიან-მოხუციანად რომ დაიყინა ხალხი, კინაღამ გავგიჟდი... სამაჩაბლოში სეპარატისტი (და არა ოსი, ვიცნობდი და ვიცნობ ოსებს, იქაურებს და ვიცი ვის სურდა ომი და ტკივილი და პროცენტულად რამდენი იყვნენ) რომ დამაჯდა თავზე, ბოღმამ დამახრჩო, რუსთან საკუთარი უძლურების ბოღმამ, იმ რუსთან, ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში რომ ცდილობს ამომშანთოს და ამომძირკვოს როგორც ერი. დიდხანს მოვუნდი ტკივილების შეჩვევას, თორემ არც აფხაზეთი მომშუშებია და არც სამაჩაბლო.
2008 წლის აგვისტოში ისევ გამეხსნა ყველა იარა. ამჯერად კინაღამ კი არა, გავგიჟდი როცა გავიგე, რომ ჩემი შვილივით გაზრდილი ჯარისკაცი ძმა იქ იყო, ბრძოლის ველზე, შუაგულში... ისიც რომ არ ყოფილიყო, ყველა, ვინც არაკაცურად და ლაჩრულად არ გამოქცეულა იმ ომიდან, ჩემი ძმა იყო... ჩემი, ალალი, სისხლი და ხორცი რომ საღ-სალამათი დაბრუნდა, მერე უფრო ვიგრძენი როგორ მტკიოდნენ სხვები, ბრძოლის ველზე სამუდამოდ დარჩენილები, დაჭრილები, დასახიჩრებულები, გულმოკლულები, სულშიჩფურთხებულები... მტკიოდნენ ერთი შეხედვით სხვები, თორემ ისევ ჩემები, ქართველები და კინაღამ გასკდა გული ტკივილისგან.
ახლა ვიღაც არარაობები (სამწუხაროდ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე) აცხადებენ, რომ თურმე რუსეთი ოკუპანტი არ არის და მარტო მაინც ვერ გავიტანთ თავს და "ახვარი" ამერიკის მონობას, ისევ რუსეთის მონობა მიჯობსო... მონავ, ჯერ კიდევ მაქვს მოთმინების უნარი, რომ არ მოგწვდე და ფიზიკურად არ შეგეხო, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს და ჩემი ძმა რომ ვერ დაბრუნებულიყო იმ ომიდან, მოვიდოდი და დაგახრჩობდი, მერე ჩემი გმირი ძმის საფლავს ჩავძახებდი, აი, ერთი მტერით ნაკლები დარჩა საქართველოს-მეთქი. მტერი ხარ, აბა ვინ ხარ, შენნაირები იყვნენ ყოველთვის ჩვენი მტრების ხიდები და თქვენ კუზიან (სულიერად კუზიან) ზურგებზე შესკუპებულები ხარბად სვამდნენ ჩვენი წინაპრების სისხლს. ღმერთმა მოგიყვანოს გონზე მონავ და თუ ვერ გაიღვიძებს შენი გაყინული ტვინი, იმ დღეში ჩავარდნილიყავი, როგორსაც თუნდაც 2008 წლის აგვისტოში შეეწირნენ ჩვენი ძმები... იქნებ იქ მაინც გაცოცხლდეს შენში ვაჟკაცი. მირჩევნია გიორგი ანწუხელიძესავით წამებაში ამოგართვან სული და არ გატყდე, ვიდრე რუსი ქალების და ბორშის ნატვრაში ობდებოდე.
ამ ბლოგს ისეთს ფოტოს დავურთავ, შენნაირებს მთელი დღე რომ უნდა აყურებინო იძულებით, იქნებ მიხვდე, რას ნიშნავს მამულიშვილობა, რომ სამშობლოს ბორშზე და ქალებზე გაყიდვის სურვილი აღარ გაგიჩნდეს.
ნიკა1
14 ივნისი 2013 11:28
შენ შემოგევლე, ჯიგარი ხარ, ადამიანი ხარ, კაცი და ქართველი. გაიხარე, გამრავლდი და ღმერთს ვთხოვ უმრავლოს ქვეყანას ასეთი მამულიშვილები.
nari
10 ივნისი 2013 02:54
დზლივს დალაგებული აზრის და საქარტველოს წარსულის და დგევანდელის სედარების მცოდნე და გამომხატველი საკმაოდ ხმამაგლა აგმოცნდა ეს ადამიანი.. რომარა სხვატა მზა სუფრაზე ჯდომის მოყვარულნი,რომარა ხურუსიანები და ტავისსავე სახლსი არაფრის მაქნისნი,რომარა უსისხლონი და უვიცნი განა ამას იტყოდა ,,ეს ვაი ქარტველი.რომელ სკოლიდან მოდის??სად ყავს დედ.მამა?? ვინ მისცა ამის უფლება მაგ ერტ უჯრედიანს საქარტველოზე ასე ილაპარაკოს. მტელ ოჯახს გავასამარტლებდი ლინცის წესიტ.რომ მაგალიტი იყიოს მაგნაირებისატვის და იმატტვის ვისაც არად მიაცნია საქარტველო ,ენა და სარწმუნოება..
luka
08 აპრილი 2013 21:33
ნეტა მართლა ასე უნაკლოდ აზროვნებთ ზოგ-ზოგიერთები??რატომ არავინ კითხულობს სად დაიწერა ს კავშირის დაშლის სცენარი??განა საიდუმლოა რომ ათობით ინსტიტუტი მუსშაობდა ამაზე??და ვინ აშენებდა და აფინანსებდა ამ ყველაფერს??და თუ დაშლის სცენარი დაიწერა ლოგიკური ხომ არაა რომ სწორედ იქ იყო ჩადებული რომ ჩვენ თავზე ეს უბედურება დატრიალებულიყო??ვის ჭირდებოდა საქართველოში ფეხის მოკიდება??რატომ გვგონია ყველაზე დიდი მტრები ყველაზე ერთგულნი??რა დაემართა ქართულ კეთილგონიერებას??ვინ გაგვხადა მათხოვარი??ვინ გვახრჩობს ხელოვნურად ვალებში??ვინ ცდილობს სული გაგვიხწნას??რატომ არ ვეძებთ უბედურების სათავეს??საიდან გაჩნდა ვერსია რომ პატარა ერები არ უნდა არსებობდნენ??ვინ ცდილობს ყველა საცდელი პროგრამა ჩვენზე გამოიცადოს??რუსული პოლიტიკა მეც მეზიზგება მაგრამ ყველაფერს რუსეთს ნუ დავაბრალებთ..ჩვენ თავში ვედზიოთ მიზეზი,პასუხი ისევ ჩვენშია,მტრების შხამ-გესლი შარბათი ნუ გვგონია..რუსეთზე ნაკლები მტრები არ გყავს..გველი დიდი ხანია გვიზის უბეში..გონს მოსვლა გვმართებს ქართველებო..