ჯარისკაცის დედა
ჯარისკაცის დედა
ამ ნოველას ვუძღვნი ყველა ჯარისკაცის დედას. ისე აუტანელია ავღანეთში დაღუპული ბიჭების გამო გაჩენილი ტკივილი, რომ მხოლოდ ჯარისკაცებზე ფიქრებით ვარ გაჟღენთილი. ნათელში იყოს მათი სულები და დედებს ძალა მისცეს ღმერთმა!

ალბათ ვერ გადარჩებაო, მამაშენს უთხრეს და ინკუბატორში მოგათავსეს. მას კი მაინც მიეცა იმედი, რადგან ექიმს მშვიდი სახე ჰქონდა, ალბათ რამდენი უდღეური ბავშვის გადარჩენა უცდია და შეეჩვია.

ნარკოზიდან გამოვდიოდი. რაც უფრო იფანტებოდა ნისლი გონებაში, მით უფრო ვბრუნდებოდი იქ, საიდანაც ტკივილი დაიწყო. უზარმაზარ
ტრაილერს რომ არ შევვარდნოდით ბორბლებში, მამაშენმა გეზი სანიაღვრე არხისკენ აიღო და ამოვყირავდით.

საავადმყოფოს პალატაში თვალი რომ გავახილე, მზერა მუცლისკენ გამექცა. მკერდქვეშ სიცარიელე და უშენობა ვიგრძენი და მუცელზე ხელი მოვისვი, დიდი ჭრილობა მქონდა. მტკიოდა ნაადრევად რომ გასცილდი ჩემს სხეულს, მაგრამ ვგრძნობდი შენს სიცოცხლეს და მჯეროდა, დიდხანს
ვიცხოვრებდით ერთად. კრიზისმა რომ გაიარა, ექიმმა მითხრა, სამწუხაროდ, მეტი შვილის გაჩენას ვეღარ შეძლებთ, ეს ვაჟკაცი კი ჯანმრთელია და სიკვდილთან ომში იოლად გაიმარჯვაო. შენი კარგად ყოფნით ისე ბედნიერი ვიყავი, იმაზე აღარ მიდარდია, და-ძმას რომ ვერ გაჩუქებდი.

სახლში რომ წაგიყვანე, ძალიან პატარა იყავი და არ მეგონა, ოდესმე მამაშენივით უზარმაზარი თუ გაიზრდებოდი. შენი გაზრდა კი პირველად მაშინ ვიგრძენი, ჯერ კიდევ თინეიჯერმა კაცურად რომ გამომიცხადე, დე, ჯარისკაცი უნდა გავხდეო. ჰო, როდესაც მოვა დრო, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარო, შენც გახდები ჯარისკაცი-მეთქი. არა, სულ ჯარისკაცი უნდა ვიყო და სამშობლოსთვის ვიბრძოლოო. მაშინ საქართველოს დასაცავი არაფერი სჭირდა და მეც მშვიდად გისმენდი. ვიფიქრე, ბიჭური ახირება ერთ დღესაც გაგივლიდა. თან მეამაყებოდა, რომ კაცი მეზრდებოდი დე, გულადი, მამაცი.

შენი რომ არ მოიშალე და მაინც ჯარის გზით წახვედი, თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ არასოდეს იქნებოდა ომი ჩვენს სამშობლოში და სიკვდილი ვერ წამართმევდა შენს თავს. არ გამიმართლა დე. ნეტავ იმ დედას, ვინც შვილი ისე გააჩინა, გაზარდა და დაუბერდა, რომ ომი არ უნახავს.

გუშინ, საოპერაციო ბლოკში რომ შეგიყვანეს, ექიმმა მამაშენს მხრებზე ზუსტად ისე დაადო ხელი, როგორც 25 წლის წინ, არ უთქვამს, ალბათ ვერ გადარჩებაო, არც არაფერი უთქვამს, მაგრამ ჩემმა გულმა მითხრა დე, რომ მიმატოვებდი. 25 წლის წინანდელი იარა ამტკივდა მუცელზე და საშინელი სიცარიელე ვიგრძენი მკერდქვეშ.

არ ვიცი სხვა დედები რას განიცდიან, მაგრამ როდესაც ომში იბრძოდი, ძუძუები მეწვოდა და ისე ცხადად ვგრძნობდი ტყვიების დარტყმას, როგორც შენი დაგლეჯილი სხეული. დედა გვიან ათვითცნობიერებ, რა დაგემართა, როდესაც გეტყვიან, გამაგრდი! ამის შემდეგ აღარაფერი გესმის, მხოლოდ შეგრძებებიღა რჩება, ისეთი, თითქოს კოცონზე ცოცხლად გწვავენ.

რამხელა გაზრდილხარ დე, შენი ცივი მხრები გიგანტური ჩანს მამაშენის ჩამოყრილ მხრებთან და გული მწყდება, რომ 25 წლის წინ არ შეწყდა ყველაფერი, რომ ეს დღე არ დამდგარიყო. მაპატიე დე, მე არ ვარ ხერხეულიძეების დედა, ან კი რატომ გასწვლიდი სიყრმიდანვე მის ამბავს?!
მკითხველის კომენტარი (27)
nika
27 იანვარი 2016 00:13
Me tviton jariskaci var da avganetshic var namyofi. Avganelebs rom icodebt da sxvas abralebt magat tanjvas damijetet scdebit. Magat shroma ezarebat torem yvela mdidari iqneboda dzvirfasi qvebi auarebeli away. Magat ki narkotiki urchevniat rom mteli msoflio mowamlon. Rac ekutvnit imas igeben. P.s magat rom adamianad agrdznobineb tavs egreve tamamdebian da zemodan giyureben tan egeni sisxlis agrevaze uats ar amboben
lika
27 ივლისი 2013 21:42
რამხელა ტკივილია ღმერთო ჩემო. ამ დედებს ღმერთმა ძალა მისცეთ. გული ამტკივდაა. ღმერთო ყველას აშორე ასეთი ხვედრი!
ჯარისაკცის და
26 ივლისი 2013 13:14
რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო სულ მეტირება...სიამაყე, უსუსურობა და სიბრაზე ერთად მოდის და მიჭირს ამასთან გამკლავება
zezva
13 ივნისი 2013 13:46
ჯარისკაცების მწვალებელი,ახალაია-კალანდაძის მარჯვენა ხელის(ჩმორი) კიკაბიძის სურათი რამ დაგადებინათ?!
apolitikuri
13 ივნისი 2013 10:30
გენიალურია. როგორ გულშიჩამწვდომას წერია...
nino
12 ივნისი 2013 21:17
vin daavala es misa sakartvelos avganetshi,aravis schirdebadaoblebuli shvilebi,gamcarebili dedebi da ojaxebi ,GAMOIKVANET CHENI JARI AVGANETIDAN,AMASE AKCIAS RATOM AR ACKOBT RUSTAVELSE.sakmarise meti kvekana ibrzvis avganetshi,chven ra dagvrchenia erti amixsenit,vin dagvicavs terorismisgan,chveni kveknistvis ver migvixedia,nu ciravt sxvis chvilebs politikis binzur tamashebs
უცნობი
12 ივნისი 2013 14:33
რა შუშია კომუნიცსტური სულისკვეთება ღმერთმა არცერთ არ გამოაცდევინოს ეს ტკივილი ტორემ რომ ვერც ცარმოვიდგენთ ისეთი ცუდი რამეა სირცხვილი ასეთი კომენტარების გაკეთება ადამიანობა სულ დაკარგეთ
katerina
12 ივნისი 2013 12:51
ვაიმე როგორ მეწვიხართ ბიჭებო რო იცოდეთ...გასკდდა გული...როგორ დადინ თქვენი მშობლები დედამიწაზე....უზომოდ დიდი ტკივილი მოგვაყენეთ....თქვენ გმირები ხარტ!!!!!!!!! სიტყვები არმყოფნის გამოვხატო ჩემი მწუხარება
ania
12 ივნისი 2013 11:54
ვაივაი გული დამეფლიტააა, ვაივაი მიშას დედააას, ქარტველი დედების გამწარებისტვის, ისე დაიტიროს დედამისმა როგორც ესენი ტირიან

ბოლო ყოფილიყოს, ამათ სისხლს უკვალოდ არ ჩაევლოს
mcinari rubashvili
12 ივნისი 2013 11:43
ქრისტიანებო! გონს მოდით! რა გჭირთ ხალხო? ადამიანის სულის ტკივილია, მისი გრძნობები აქ გადმოცემული და თქვენ კი რა საშინელი პოლემიკა გააჩაღეთ1 რა უბედურება გჭირთ? ავღანეთში.... თორემ აქ ძალიან გეცოდებათ გაჭირვებული თანამემამულეები გამომიჩნდნენ ავღანელების შემბრალებლები, ვინ გკითხავთ თქვენ მსოფლიო პოლიტიკას? შეგიძლიათ რამის შეცვლა? ეს არის სამსახური. ხელფასს რაში გიხდიან არავინ კითხულობს! იქ შეგნებულად არ მიდიან ეს Xარისკაცები ხალხის დასახოცად , ჩვენ ხომ არ ვიცით რა ხდება იქ? მეკობრეების შესახებ თუ გსმენიათ რამე? ზღვის ყაჩაღები რომ არიან! მოგწონთ მათი საქმიანობა? არა ხომ? ავღანეტში კი ნარკოტიკების უზარმაზარი ლაბორატორიებია და იქიდან ავრცელებნ მთელს მსოფლიოში, ეს არის შავი ჭირივით საშინელი რამ და ეს არ უნდა აიკრძალოს? ამის და კიდევ უამრავი საქმის გაკეთება უწევთ იქ ჩვენს ბიჭებს, იქ მარტო ჩვენები ხომ არ არიან მრავალი ქვეყნის წარმომადგენელია, რადგანაც ის რაც იმ ქვეყანაში ხდება არ უნდა გავრცელდეს მთელს მსოფლიოში. იქნება დავმშვიდდეთ და ცოტა მეტი ვიფიქროთ ურთიერთ პატივის ცემაზე , სიყვარულსა და უბრალოდ სიკეთეზე.

თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა