ქალი, რომელმაც 2500 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა
ქალი, რომელმაც 2500 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა
შეხედეთ ამ ქალს - და დაიმახსოვრეთ სამუდამოდ! მსოფლიო მხოლოდ ახლა არ გამხდარა უმოწყალო - ის ყოველთვის ასეთი იყო... ჯილდო კი ყოველთვის არ ერგება მას, ვინც ამას სხვებზე მეტად იმსახურებს...

2011 წელს, 98 წლის ასაკში ქალბატონი ირენა სანდლერი გარდაიცვალა. მეორე მსოფლიო ომის დროს ირენამ მოიპოვა ნებართვა ვარშავის გეტოში სანტექნიკ-შემდუღებლად ემუშავა, რადგან საამისოდ "ფარული მოტივი" ჰქონდა - გერმანელი იყო, ამიტომ კარგად იცოდა ნაცისტების იმ გეგმების შესახებ, რომელიც მათ ებრაელებთან დაკავშირებით ჰქონდათ. ხელსაწყოებისთვის
განკუთვნილი ჩანთით მას გეტოდან ჩვილი ბავშვები გამოჰყავდა, ხოლო სატვირთოს საბარგულში ტომარა ჰქონდა ცოტა უფრო მოზრდილებისთვის. მანქანით მას თან ძაღლიც დაჰყავდა, რომელიც დაგეშილი ჰყავდა და აყეფებდა, როდესაც გერმანელი გუშაგებით გარშემორტყმული ბანაკის ჭიშკარში შედიოდა ან ტოვებდა იქაურობას.
ბუნებრივია, ჯარისკაცები ვერ ეკარებოდნენ გაავებულ ცხოველს, მისი ყეფა კი ფარავდა ხმებს,
რომელიც შესაძლოა ბავშვებს გამოეცათ. ამ გზით ირენამ გეტოდან გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა 2500 ბავშვი. ერთხელ ნაცისტებმა ამხილეს და ისე უმოწყალოდ სცემეს, რომ ხელ-ფეხი სულ დამტვრეული ჰქონდა.

ირენას ყველა გადარჩენილი ბავშვის სია ჰქონდა, რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდა შუშის ქილაში  და თავისი ეზოს ბოლოს, ხის ძირში ჰქონდა დამარხული. ომის შემდეგ შეეცადა მოეძებნა მშობლები და შვილებთან დაეკავშირებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უმეტესობას სიცოცხლე გაზის კამერებში დაესრულებინა. ბავშვები, რომლებიც მან გადაარჩინა, ან გაშვილებული იყვნენ, ან ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ.  

2010 წელს ირენა სანდლერი ნობელის მსოფლიო პრემიაზე იყო ნომინირებული, თუმცა არ აირჩიეს. მის ნაცვლად პრემია ელ გორმა მიიღო გლობალური დათბობის სლაიდშოუსთვის...

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უკვე მრავალი წელი გავიდა, მაგრამ კვალი, რომელიც 6 მილიონი ებრაელის გენოციდმა დატოვა, ჯერ კიდევ არ განელებულა. საბედნიეროდ, არც მათი ხსოვნა მიმქრალა, ვისი გმირობაც ყოველგვარ ჯილდოზე მაღლა დგას...



მანანა
27 აგვისტო 2016 12:25
საოცარი ადამიანი ყოფილა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო, მთავარია, უდიდესი სიკეთე გააკეთა. უფალმა აცხონოს.
მაშო
24 აგვისტო 2016 17:34
მართლაც და რად ამახინჯებენ , თუ ნამდვილად არსებობს ასეთი ინფორმაცია, სიმართლე წერონ არ ჯობია?
24 აგვისტო 2016 09:07
ra jildoc unda miecat,misi gmirobis safasuri ver iqneboda,

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?