აინშტაინმა სამამდე ვერ დაითვალა - კვირის პალიტრა

აინშტაინმა სამამდე ვერ დაითვალა

გენიალური ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი კლასიკური მუსიკის დიდი თაყვანისმცემელი იყო და მოყვარულის პირობაზე ვიოლინოზეც მშვენივრად უკრავდა.ერთხელ, ერთ საზოგადოებაში, ცნობილ კომპოზიტორთან -  ჰანს ეისლერთან ერთად მოხვდა. მასპინძლებმა მეცნიერს ეისლერთან ერთად დაკვრა შესთავაზეს. მაესტროც დათანხმდა. სამწუხაროდ, სახელდახელოდ შექმნილი დუეტის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. აინშტაინმა ვერაფრით შეძლო საჭირო ტაქტში ჩაჯდომა (შესავლის შემდეგ სამამდე უნდა დაეთვალა და დაკვრა ისე დაეწყო). ამის გამო ეისლერი იძულებული გახდა, რამდენჯერმე შეეწყვიტა დაკვრა, ბოლოს კი ვეღარ მოითმინა და გამწარებულმა წამოიძახა: "ვერ გამიგია, რატომ მიაჩნია მთელ მსოფლიოს უდიდეს მეცნიერად ადამიანი, რომელსაც სამამდე დათვლაც კი ვერ მოუხერხებია!"

მოამზადა ლადო გოგუაძემ