წმინდა ნინო წმინდა პეტრეს ტაძარში
წმინდა ნინო წმინდა პეტრეს ტაძარში
რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ძეგლი დაიდგმება. ინიციატივა ქართულ მხარეს ეკუთვნის.
ამის შესახებ წმინდა პეტრეს ტაძრის არქიეპისკოპოს ანჯელო კომასტრის იტალიაში ჩასულმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ აცნობა.

წმინდა ნინოს ძეგლი სავარაუდოდ, ტაძრის ეზოში ერთ-ერთ კვარცხლბეკზე, სახით ტაძრის მარცხენა ფასადისკენ დაიდგმება.
ნიკა რურუას რომში ვიზიტისას ქართული მხარისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა მოხერხდა. ვატიკანის კონგრეგაცია „პროპაგანდა ფიდეს“ არქივის პასუხისმგებელ პირთან, პადრე კუნია რამოსთან შეხვედრის შემდეგ
გადაწყდა, რომ ქართველი მეცნიერებისთვის პირველად გაიღება კონგრეგაციის არქივის კარი.

საცავში ქართველ მეცნიერთა ჯგუფი, სპეციალური პროგრამის შესაბამისად, ორი წლის განმავლობაში იმუშავებს.
კონგრეგაცია „პროპაგანდა ფიდე“ 1622 წელს დაარსდა, რომლის არეალში საქართველოც შედიოდა. შესაბამისად, არქივში უამრავი მასალაა დაცული საქართველოს შესახებ.

მისიონერები ყვებიან ქართულ კულტურაზე, გეოგრაფიაზე, პოლიტიკაზე. საცავში ინახება
ქართველი მეფეებისა და რომის პაპის მიმოწერა, არსებობს 1600 წლით დათარიღებული ხის დაფა ქართული დამწერლობის ნიმუშით და კიდევ უამრავი მასალა, 1633 წლიდან მოყოლებული 1900-იან წლებამდე.
1931 წელს დაარსდა მისიონერთა ახალი ამბების სააგენტო, რომელსაც ჰქონდა ფოტოგრაფიის სამსახური. შესაბამისად, არქივში დაცულია 10 ათასამდე ნეგატივი, რომელთა შორის შესაძლოა იყოს მასალა საქართველოს შესახებ.

ამას გარდა, ვატიკანის მუზეუმის დირექტორ ანტონიო პაოლუჩისთან გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ვატიკანის მუზეუმში, რაფაელის საგამოფენო დარბაზში, 2012 წლის გაზაფხულზე ქართული ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა, რომელიც IV საუკუნიდან დღემდე პერიოდს მოიცავს.

მანამდე კი, 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ტრაიანეს მუზეუმში ქართული წინარექრისტიანული ხელოვნების ნიმუშები გამოიფინება.

ნინო ჯაფარიძე
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”
besiki
13 მარტი 2012 12:39
იმედია, თუმცა რამდენად ობიექტური იქნება ვნახოთ
Temo
09 მარტი 2012 11:41
ძალიან საინტერესოა, რამდენს ახალს აღმოვაჩენთ! მეც დიდი სიამოვნებით წავიდოდი :(

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა