სკოლაში მასწავლებლების მოსაფერებლად მიდიოდა
სკოლაში მასწავლებლების მოსაფერებლად მიდიოდა
ყველა ქართველისათვის საყვარელი მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, ჩვეულებისამებრ, ახლობელ ადამიანებს შეხვედრისას თავის დევურ მკლავებში მოიქცევდა და გულში ისე ძალუმად ჩაიკრავდა, რომ ლამის გუდავდა. ქალბატონებს ხომ საერთოდ ჰაერში დააფრიალებდა.მისი შვილები ჩვენს სკოლაში სწავლობდნენ და მართალია, იშვიათად, მაგრამ მაინც მოდიოდა ხოლმე ამბის საკითხავად, უფრო კი იმისათვის, რომ მასწავლებლებს მოსიყვარულებოდა. ერთხელაც, შესვენებაზე, სამასწავლებლოდან დიდი ჩოჩქოლის ხმა მოგვესმა. მივედით ბავშვები, შევიჭყიტეთ და დავინახეთ ზურაბ ქაფიანიძე, რომელსაც რუსულის მასწავლებელი ისე ჰყავდა გულში ჩაკრული, რომ მხოლოდ ჰაერში
დარჩენილ ფეხებს მოვკარით თვალი, კიდევ რაღაც მოგუდული ხმები აღწევდა ჩვენამდე.

ბოლოს, როგორც იქნა, "ჩამოსვა" მიწაზე. იქვე მდგომი გაღიმებული დირექტორი ახლა მისი შვილის ქართულის მასწავლებელს, ქალბატონ ალდას აცნობს, უაღრესად თავშეკავებული ხასიათის გახლდათ. ბატონმა ზურაბმა გაბადრულმა შეხედა მორიგ "მსხვერპლს" და სიტყვებით: ალდა მასწავ-ლებე-ლო, ალდა მასწავ-ლებე-ლო... დაიძრა. უცებ,
მანდ დარჩი და ისე დამელაპარაკეო, ისეთი ტონით შესძახა ქალბატონმა ალდამ, რომ ეს დევივით ვაჟკაცი ადგილზე გააშეშა. შემდეგ, ეს რა მიყოო, ამაზე კიდევ უფრო მეტად იხალისა.

ლადო გოგუაძე
dd
02 მაისი 2012 21:36
ნამდვილი ქართველი და უდიდესი ადამიანი იყო ჩვენ ქართველებმა ღირსი პატივი არ მივაგეთ. ვისაც არ უნდა დავაბრალოთ ქართველი ხალხისაგან მეტს იმსახურებდა
daviti
23 აპრილი 2012 20:15
მტელი საქარტველო ეგრე უყვარდა და ყავდა გულში ჩახუტებული,აცხონოს ღმერტმა.დიდებული პიროვნება იყო,ძალიან დააკლდა ყველას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?