რაში სჭირდება სასაფლაოს გალავანი?! - კვირის პალიტრა

რაში სჭირდება სასაფლაოს გალავანი?!

დიდი ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი არაჩვეულებრივი იუმორით გამოირჩეოდა. მისი გონებამახვილური ფრაზები ნაწარმოებებზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობს.

სახელგანთქმული და ფინანსურად უზრუნველყოფილი მწერალი, ფულადი დახმარების თხოვნით, უამრავ წერილს იღებდა. მათი შესრულებისგან თავის არიდებას კი  სწორედ გონებამახვილური პასუხებით ახერხებდა.

ერთხელ მშობლიური ქალაქის მაგისტრატისაგან წერილი მიიღო, რომელშიც ქალაქის სასაფლაოსათვის გალავნის ასაშენებლად ფულს სთხოვდნენ. მარკ ტვენმა უარი განაცხადა დაეფინანსებინა მშენებლობა. უარი კი საპასუხო წერილში ასე დაასაბუთა: "ვერ ვხედავ სასაფლაოსთვის გალავნის შემოვლების საჭიროებას, ვინაიდან მიცვალებულები მის დატოვებას ისედაც ვერ შეძლებენ, არც ცოცხლებიდან გამოიდებს ვინმე თავს იქ მოსახვედრად".

ლადო გოგუაძე