"ერთი ფეხი მეორეზე ახალგაზრდა მაქვს?!"... - კვირის პალიტრა

"ერთი ფეხი მეორეზე ახალგაზრდა მაქვს?!"...

უკვე ხანში შესულ ირაკლი აბაშიძეს ფეხი წამოსტკივდა და ნაცნობ ექიმს მიაკითხა. ექიმმა გასინჯა, მერე რამდენიმე ავადმყოფობა და სამედიცინო ტერმინი ახსენა, ბოლოს კი უთხრა: "სერიოზული არაფერია, ისე, ახალგაზრდაც აღარ ხართ და ფეხის ტკივილი ასაკის ბრალია." პოეტმა, როგორც ჩანს, თავისი მკურნალის ბოლო სიტყვები განსაკუთრებით განიცადა და მიუგო: "თუ ასაკის ბრალია, მაშინ მეორე ფეხი რატომ არ მტკივა? თუ გინდა დამაჯერო, რომ ერთი ფეხი მეორეზე უფრო ახალგაზრდა მაქვს?!.."

ლადო გოგუაძე