"შენ ხომ მოკვდი?!"
"შენ ხომ მოკვდი?!"
თბილისში ჭორი გავრცელდა -  ქართლოს კასრაძე გარდაიცვალაო. ხმამ ირაკლი აბაშიძემდეც მიაღწია. პოეტს ძალიან ეწყინა თბილისის კოლორიტის გარდაცვალების ამბავი, მაგრამ, რაღას იზამდა, დაიჯერა. ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ ირაკლი აბაშიძე რუსთაველზე მიაბიჯებს. უცებ მის წინ ქართლოს კასრაძე ჩერდება - უღიმის, ესალმება და ხელს უწვდის. გაოგნებული პოეტი კარგა ხანს ათვალიერებს, შემდეგ კი თავისი ხრინწიანი ხმით საყვედურობს: "შენ აქ რა გინდა, შენ ხომ მოკვდი, კაცო?!" "არა, ბატონო ირაკლი, ცოცხალი ვარ, ცოცხალი!" - თავს
იმართლებს "გარდაცვლილი". "არა, კაცო, შენ ნამდვილად მოკვდი!" - მაინც ვერ იჯერებს ირაკლი აბაშიძე და ცდილობს, ქართლოს კასრაძეც დაარწმუნოს. "არა, ბატონო, არა, ცოცხალი ვარ, ცოცხალი!" - ჯიუტად იმეორებს ქართლოსი და  ამის დასამტკიცებლად ხელს ართმევს პოეტს. როგორც იქნა, ირაკლი აბაშიძემ დაიჯერა, რომ მის წინ მოჩვენება კი არა,
ხორცშესხმული ადამიანი იდგა. ბოლოს კი ეუბნება: "ახლა ჩემთვის როგორ ხარ, იცი? კაცი რომ მოკვდება და შემდეგ უეცრად ცოცხალი გამოგეცხადება - აი, ისე ხარ შენ..."

ლადო გოგუაძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები