"ნეუპრავლიაემი სნარიადი" პარლამენტში და რუსის ქალები ვენახში - კვირის პალიტრა

"ნეუპრავლიაემი სნარიადი" პარლამენტში და რუსის ქალები ვენახში

ლევან თედიაშვილი - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში. ასეთი "ნამსახურობის" ფალავანი  მე-20 საუკუნის საქართველოს მეორე სპორტსმენად აღიარეს. მაშინ თედიაშვილმა მადლობა გადაუხადა ფილარმონიაში შეკრებილ საზოგადოებას და ორაზროვნად იხუმრა: ისე, მეორე არასოდეს ვყოფილვარო.

დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ მშობლიურ მხარეში მეურნეობის დირექტორად დანიშნეს. ერთ წელსაც ყურძნის დიდი მოსავალი მოვიდა. დადგა რთვლის დრო და გაირკვა, რომ მუშახელი არ ჰყოფნის. სწორედ მაშინ ჩაატარა "ოპერაცია," რომელიც კახეთში ლეგენდად შემორჩა. საბჭოთა პერიოდში საქართველოში რუსეთიდან უამრავი ტურისტული ჯგუფი ჩამოდიოდა, რომელთა შემადგენლობაში, მეტწილად, ქალბატონები იყვნენ. Lთედიაშვილიც ადგა და კახეთში ჩასული ყველა ექსკურსანტი თავის მეურნეობაში "მიუშვა". სიხარულით მოედვნენ რუსის ქალები ვაზის რიგებს - მათთვის ხომ ეს უჩვეულო რამ იყო. მერე თედიაშვილმა "ბირჟებს" ჩამოუარა  და უსაქმურ, ჯანღონიან "მუტრუკებს" მიმართა:

- აქ რო ქვაზე ჯდომით ერთ ადგილს იციებთ, ერთი გამოხედეთ, ჩემთან რა ხდება!

იმათაც ნახეს და... შეესივნენ ვენახს. ყველა კმაყოფილი დარჩა - სტუმარიც და მასპინძელიც. რთველიც სარეკორდო ვადაში დამთავრდა.

მოედო ეს ამბავი ქვეყანას და რაიკომის მდივანმა მედეა მეზვრიშვილმაც თავისთან დაიბარა. ჩავიდა თედიაშვილი თელავში და ელოდება, რომ რთვლის წარმატებით დამთავრებისთვის მადლობას გადაუხდიან, მაგრამ ნურას უკაცრავად - "სოფლი ახალგაზრდობის მორალური გარყვნითვინ" საყვედური სტკიცეს.–

ლევან თედიაშვილი შევარდნაძის დროინდელ პარლამენტში დეპუტატიც გახლდათ. სწორედ მაშინ ერთ-ერთ სხდომაზე ასეთი სიტყვებით მიმართა თავის კოლეგა მიხეილ სააკაშვილს: შენი ნდობა არ შეიძლება, იმიტომ, რომ "ნეუპრავლიაემი სნარიადივითა" ხარო.

ლადო გოგუაძე