1500 წლის ბიბლია იესოს "მშობლიურ ენაზე"?!
1500 წლის ბიბლია იესოს "მშობლიურ ენაზე"?!
თურქეთში მიაკვლიეს ბიბლიას, რომელიც 1500 წლისაა. ფოლიანტი ტყავისგან არის დამზადებული და ის საკმაოდ სქელტანიანია. ტექსტი დაწერილია ერთ-ერთ დიალექტზე ასირიული ენისა, რომელიც შესაძლოა თვით იესო ქრისტეს მშობლიურ ენას წარმოადგენდა.

საგულისხმოა, რომ უძველეს ხელნაწერს მეცნიერებმა რვა წლის წინ მიაკვლიეს, თუმცა ის აღმოჩენისთანავე გაქრა და პოლიციელებმა მისი მოძიება მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კონტრაბანდისტთა ჯგუფი დააკავეს.

წიგნი ამჟამად ანკარის ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული და მეცნიერთა განცხადებით, წინ საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი
რესტავრაცია ელის.
გარდა იმისა, რომ 1500 წლის ბიბლია ისტორიულ და ლინგვისტურ საგანძურს წარმოადგენს, ის თეოლოგიურ დავათა საგნადაც იქცა. ვატიკანმა უკვე მოუწოდა ანკარას არტეფაქტის მრავალმხრივი ანალიზისკენ. ვარაუდობენ, რომ უძველესი ფოლიანტი შესაძლოა დაწერილი იყოს არამეულ ენაზე, ოღონდ ასირიული ანბანით.

მომზადებულია Euronews-ის მასალების მიხედვით

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

Walle
21 ივლისი 2015 23:52
ჰერაკლი ნუ ხარ მასე დარწმუნებული, ჯერ არ იცი შიგნით რა წერია. https://www.google.ge/?gws_rd=ssl#q=bible+in+ankara
წაიკიტხე რა წერია
ჰერაკლე
10 თებერვალი 2014 11:50
დარწმუნებული ვარ ქართველმა ებრაელებმა ჩამოიტანეს ან შექმნეს ანატოლია სულ ქართველები თავშესაყარს წარმოადგენდა და ებრაელებიც ცხოვრობდნენ
burusha
04 თებერვალი 2014 01:15
ბარნაბას ბიბლია.დაწერილი არამეულ ენაზე ნაპოვნია 1983-4წწ ტურკეტის ტერიტორიაზე გამოკვაბულსი.რამდენიმე ხელი გამოიარა.ვისაც სეხება ქონდა ან დაჯერილია ან კატასტროფასი მოყვა.ვინც ტარგმნა იმანაც გვარი სეიცვალა.ინტერნეტსი ბევრი ინფოა ამაზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები