1500 წლის ბიბლია იესოს "მშობლიურ ენაზე"?! - კვირის პალიტრა

1500 წლის ბიბლია იესოს "მშობლიურ ენაზე"?!

თურქეთში მიაკვლიეს ბიბლიას, რომელიც 1500 წლისაა. ფოლიანტი ტყავისგან არის დამზადებული და ის საკმაოდ სქელტანიანია. ტექსტი დაწერილია ერთ-ერთ დიალექტზე ასირიული ენისა, რომელიც შესაძლოა თვით იესო ქრისტეს მშობლიურ ენას წარმოადგენდა.

საგულისხმოა, რომ უძველეს ხელნაწერს მეცნიერებმა რვა წლის წინ მიაკვლიეს, თუმცა ის აღმოჩენისთანავე გაქრა და პოლიციელებმა მისი მოძიება მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კონტრაბანდისტთა ჯგუფი დააკავეს.

წიგნი ამჟამად ანკარის ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული და მეცნიერთა განცხადებით, წინ საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი რესტავრაცია ელის.

გარდა იმისა, რომ 1500 წლის ბიბლია ისტორიულ და ლინგვისტურ საგანძურს წარმოადგენს, ის თეოლოგიურ დავათა საგნადაც იქცა. ვატიკანმა უკვე მოუწოდა ანკარას არტეფაქტის მრავალმხრივი ანალიზისკენ. ვარაუდობენ, რომ უძველესი ფოლიანტი შესაძლოა დაწერილი იყოს არამეულ ენაზე, ოღონდ ასირიული ანბანით.

მომზადებულია Euronews-ის მასალების მიხედვით

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”