ძუნწი მონარქი - კვირის პალიტრა

ძუნწი მონარქი

საქვეყნოდ განთქმული რომანის "გულივერის მოგზაურობის" ავტორი,  ინგლისელი მწერალი ჯონათან სვიფტი დუბლინში წმინდა პატრიკის სახელობის ტაძრის დეკანად მსახურობდა. უსასტიკესი პამფლეტებისა და სატირული ნაწარმოებების ავტორი საზოგადოებრივ საქმეებშიც პრინციპულობას იჩენდა და არავის ინდობდა, მათ შორის - არც მეფეს.

ერთხელ ტაძარში საფლავის ქვების რესტავრაცია მოინდომა და იქ დაკრძალულთა უახლოეს ნათესავებს წერილები დაუგზავნა შესაწირის მოთხოვნით. წერილი მიიღო ბრიტანეთის მონარქმა გეორგ მეორემაც. ყველა გამოეხმაურა სვიფტის მოთხოვნას, მეფის გარდა. მიუხედავად ამისა, ყველა საფლავი მოწესრიგდა, მათ შორის - მეფის ნათესავისაც, ოღონდ, განახლებულ საფლავის ქვაზე გაჩნდა წარწერა, რომელიც იუწყებოდა, რომ საფლავი აღადგინეს კეთილი ადამიანების შემოწირულობით, რადგან გეორგ მეორემ თავისი ნათესავის სულის საოხად რამდენიმე გირვანქა სტერლინგიც ვერ გაიმეტა.

ლადო გოგუაძე