უარი... სტალინს?!
16-09-2013
უარი... სტალინს?!
გეგულებათ ვინმე, ვინც იოსებ სტალინს სწორედ მაშინ, როდესაც იგი "სწორუპოვარი საბჭოთა ბელადი", "ხალხთა მამა" და მსოფლიოს ერთი მეექვსედის ერთპიროვნული მმართველი იყო, სიტყვას შეუბრუნებდა, ან მის  "მორიდებით" გამოთქმულ შენიშვნას არ დაეთანხმებოდა? ასეთი ორი ადამიანი იყო, ორივე - ქართველი და არა მხოლოდ ნიჭიერებით, არამედ ვაჟკაცობით გამორჩეულიც.
1936 წელს ქართველი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი კულტურის მოღვაწეებთან ერთად კრემლში საზეიმო მიღებაზე იყო სტალინთან. როგორც ცნობილია, ბელადი ლიტერატურისა და კინოს დიდი მოყვარული გახლდათ და ამა თუ
იმ ნაწარმოებში კორექტივებიც ხშირად შეჰქონდა. ამჯერადაც ასე მოხდა. სტალინმა მიხეილ ჯავახიშვილი გაიხმო და ახალი რომანის სახელწოდება დაუწუნა, თან შესთავაზა, ხომ არ აჯობებს, "ქალის ტვირთის" ნაცვლად "ქალის ვალი" დაარქვათო.

ახალი რომანი, რომელსაც სათაური თვით იოსებ სტალინმა შეურჩია! - ეს ფაქტი ნაწარმოებისა და მწერლისთვისაც წარმატებისა და, იქნებ
ხელშეუხებლობის გარანტიაც გამხდარიყო, "არსენა მარაბდელის" ავტორმა შენიშვნა მშვიდად მოისმინა და ასევე მშვიდად უთხრა უარი, თანაც აუხსნა:

- არა მგონია, ასე სჯობდეს, რომანში ორი ქალი პერსონაჟი მყავს, ერთმა შეძლო დაკისრებული მორალური ტვირთის ზიდვა, მეორემ - ვერა.
- ჰოო, ეს სხვა საქმეა, - თავი დაიქნია სტალინმა და ამით დაასრულეს საუბარი.
მეორე შემთხვევა კი კინოფილმ "არსენაში" მთავარი როლის შემსრულებელს სპარტაკ ბაღაშვილს უკავშირდება. ბელადს ქართული კინოს ეს ბრწყინვალე რაინდიც წარუდგინეს, რომელმაც მას... ბატონოო, მიმართა. ყველა სახტად დარჩა. თავად სტალინმაც ღიმილით შეუსწორა:
- მე შენი ამხანაგი ვარ და არა - ბატონი.
- არა, ბატონო, ჩვენ, ქართველები, წლოვანებით უფროს და პატივსაცემ პიროვნებებს, ტრადიციულად, ბატონოთი მივმართავთ, მეც, ნება მიბოძეთ, ასე მოგმართოთ, - მიუგო ახალგაზრდა მსახიობმა.
- კარგი, ეგრე იყოს, - მასაც ღიმილით დაჰყაბულდა ბელადი.
როგორც ცნობილია, მიხეილ ჯავახიშვილი არც ლავრენტი ბერიას ეპუებოდა და საბოლოოდ იგი დახვრიტეს კიდეც.

სპარტაკ ბაღაშვილი რეპრესიებს გადაურჩა. მან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა რაინდული სული და ახალგაზრდული სიხალისე. უკვე ხანდაზმული, ზამთარში, რუსთაველის პროსპექტზე გამოსული, სიცივისგან მობუზულ გოგონებს რომ მოჰკრავდა თვალს, თავისი არაჩვეულებრივი ხმით შესძახებდა: "შეგცივდათ, გოგოებო? მოგიკვდეთ ჩემი თავი!" - და პალტოს გახდას იწყებდა.

ლადო გოგუაძე
ჟუჟუნა
11 ივლისი 2017 17:15
სტალინი ერთი კიტელით დადიოდა და ამათი ღორმუცელა მუცლები ვერ გაძღა.იმიტომ ლანძღავენ, მას ვერაფრით ვერ მიბაძავენ,
20 იანვარი 2017 11:15
თქვე კაი ხალხო დავანებოთ თავი თავი სტალინსაც და ისტორიასაც დღევანდელ დღეს და ქვეყანას მივხედოთ ხალხი გაირყვნა ქალს ქალობა აღარ ეტყობა და კაცს კაცობა შევარცხვინე ის ქართველი კაცი ვინც კოსით და საყურეებით დადის ახლა კიდევ 2017 წლიდან იწყება სკოლებში გარყვნილობის საგანის მე და საზოგადოება სწავლება დაეს დამთხვეულები ახლა მონავალ თაობას გვიწამლავენ ლიბერასტების მეხუთე კოლონა მაგრად მუშაობს ეს ხელისუფლება კიდევ სავსეა ზნედასემული ხალხით ვინც ამ საზიზღრობას და მარაზმს ხელს უწყობენ დაამაში ფულს იღებენ რა ჯანდაბა გვჭირს საით მივდივართ რა გვინდა
ლარა
17 ოქტომბერი 2016 22:30
კავკას- ნეტა რამდენი წლის ხარ?ალბათ ძალიან ახალგაზრდა,თორემ გეხსომებოდა ნამდვილად რომ უფასოდ იღებდნენ ბინებს დამსახურებული მუშა-მოსამსახურეები,ამის ცოცხალი მაგალითი მე გახლავარ,მამის ასე მიღებულ სახლში დღესაც ვცხოვრობ.ცნობისათვის მამაჩემი მუშაობდა სტალინის სახელობის ვაგონ შემკეთებელ ქარხანაში.

რედაქტორის რჩევით