სტივ ჯობსის წარმატების საიდუმლო
30-09-2013
სტივ ჯობსის წარმატების საიდუმლო
"ეს დღე უკანასკნელი რომ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, წავიდოდი თუ არა პაემანზე?" - ასეთი კითხვა დაუსვა საკუთარ თავს კომპანია  Apple-ს დამაარსებელმა სტივ ჯობსმა, რომელიც  მომავალ მეუღლესთან შეხვედრას ყოყმანობდა. როდესაც დარწმუნდა, რომ "მაინც წავიდოდა", წავიდა და ლორან პაუელი ცოლადაც მოიყვანა. გადაწყვეტილების მიღების მისთვის ჩვეულმა პრინციპმა არც ამჯერად უღალატა - სტივმა და ლორანმა ერთმანეთს ბოლომდე უერთგულეს. 

ასეთი პრინციპით უდგებოდა ბიზნესსაც. მისი ყოველი დილა იწყებოდა შეკითხვით, რომელსაც საკუთარ თავს უსვამდა: "ეს დღე უკანასკნელი რომ
იყოს ჩემს ცხოვრებაში, მაინც ამ საქმეს გავაკეთებდი?" თუ არჩევანის სისწორეში დარწმუნდებოდა, საქმის კეთებას აგრძელებდა.

iPad-ის, iPone-ს, iPod-ის შემქმნელს თავისი პრინციპისთვის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც არ უღალატია. უძლიერესი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ისე, რომ ლაპარაკიც კი უჭირდა, 67 მედდისგან მისთვის ყველაზე მისაღები ამოარჩია და  ხუთი სხვადასხვა
დიზაინის ჟანგბადის ნიღაბი მოატანინა...

ლადო გოგუაძე
თბილისელი
05 ოქტომბერი 2013 18:00
თუ "გეცოტავათ", მაშინ ესეც ნახეთ:

სტივენ ჯობსი - მესია ჯინსებით
http://www.kvirispalitra.ge/economic/9742-stiven-jobsi-mesia-jinsebith.html

jana
04 ოქტომბერი 2013 21:31
წაგეკითხა კარგად და გაიგებდი.მე ძალინ მომეწონა.მალაძეც ავტორს
non
02 ოქტომბერი 2013 13:29
მასონი იყო სტივ ჯობსი. დაგუგლეთ

რედაქტორის რჩევით