სტივ ჯობსის წარმატების საიდუმლო - კვირის პალიტრა

სტივ ჯობსის წარმატების საიდუმლო

"ეს დღე უკანასკნელი რომ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, წავიდოდი თუ არა პაემანზე?" - ასეთი კითხვა დაუსვა საკუთარ თავს კომპანია  Apple-ს დამაარსებელმა სტივ ჯობსმა, რომელიც  მომავალ მეუღლესთან შეხვედრას ყოყმანობდა. როდესაც დარწმუნდა, რომ "მაინც წავიდოდა", წავიდა და ლორან პაუელი ცოლადაც მოიყვანა. გადაწყვეტილების მიღების მისთვის ჩვეულმა პრინციპმა არც ამჯერად უღალატა - სტივმა და ლორანმა ერთმანეთს ბოლომდე უერთგულეს.

ასეთი პრინციპით უდგებოდა ბიზნესსაც. მისი ყოველი დილა იწყებოდა შეკითხვით, რომელსაც საკუთარ თავს უსვამდა: "ეს დღე უკანასკნელი რომ იყოს ჩემს ცხოვრებაში, მაინც ამ საქმეს გავაკეთებდი?" თუ არჩევანის სისწორეში დარწმუნდებოდა, საქმის კეთებას აგრძელებდა.

iPad-ის, iPone-ს, iPod-ის შემქმნელს თავისი პრინციპისთვის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც არ უღალატია. უძლიერესი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ისე, რომ ლაპარაკიც კი უჭირდა, 67 მედდისგან მისთვის ყველაზე მისაღები ამოარჩია და  ხუთი სხვადასხვა დიზაინის ჟანგბადის ნიღაბი მოატანინა...

ლადო გოგუაძე