უფულობამ საზღვრები არ იცის, არც - იუმორმა
07-10-2013
უფულობამ საზღვრები არ იცის, არც - იუმორმა
რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ორ გენიოსს - ქართველ აკაკი წერეთელსა და ფრანგ ონორე დე ბალზაკს, გარდა იმისა, რომ ორივე მათგანი გენიოსი იყო? როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ბევრი რამ, უპირველესად კი "ქრონიკული" უფულობა და იუმორის გრძნობა.

საყოველთაოდ ცნობილი ამბავია: ღამით აკაკის საძინებელში ქურდი შეიპარა და როდესაც ვერაფერს მიაგნო, დაიხარა პოეტის სასთუმალთან და ბალიშის ქვეშ შეუცურა ხელი - უთუოდ აქ ექნება ფული გადამალულიო. აკაკიმ, რომელსაც უკვე გამოღვიძებოდა, ჩასჩურჩულა: რაო, ვერაფერი იპოვეო.
მსგავსი ამბავი
გადახდა ბალზაკსაც. მის საძინებელშიც ბევრი იბორიალა ქურდმა, ბოლოს საწერი მაგიდის  უჯრას მიადგა და სულ მთლად გადააქოთა. სწორედ ამ დროს ხმაურზე გამოღვიძებული მწერლის ხარხარი შემოესმა: ძმობილო, სულ ტყუილუბრალოდ ეძებ ამ სიბნელეში უჯრაში იმას, რასაც მე დღის სინათლეზეც ვერ ვპოულობო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?