უფულობამ საზღვრები არ იცის, არც - იუმორმა - კვირის პალიტრა

უფულობამ საზღვრები არ იცის, არც - იუმორმა

რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ორ გენიოსს - ქართველ აკაკი წერეთელსა და ფრანგ ონორე დე ბალზაკს, გარდა იმისა, რომ ორივე მათგანი გენიოსი იყო? როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ბევრი რამ, უპირველესად კი "ქრონიკული" უფულობა და იუმორის გრძნობა.

საყოველთაოდ ცნობილი ამბავია: ღამით აკაკის საძინებელში ქურდი შეიპარა და როდესაც ვერაფერს მიაგნო, დაიხარა პოეტის სასთუმალთან და ბალიშის ქვეშ შეუცურა ხელი - უთუოდ აქ ექნება ფული გადამალულიო. აკაკიმ, რომელსაც უკვე გამოღვიძებოდა, ჩასჩურჩულა: რაო, ვერაფერი იპოვეო.

მსგავსი ამბავი გადახდა ბალზაკსაც. მის საძინებელშიც ბევრი იბორიალა ქურდმა, ბოლოს საწერი მაგიდის  უჯრას მიადგა და სულ მთლად გადააქოთა. სწორედ ამ დროს ხმაურზე გამოღვიძებული მწერლის ხარხარი შემოესმა: ძმობილო, სულ ტყუილუბრალოდ ეძებ ამ სიბნელეში უჯრაში იმას, რასაც მე დღის სინათლეზეც ვერ ვპოულობო.